patriciia
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16099
წევრი No.: 35185
რეგისტრ.: 21-May 07
|
#33354862 · 5 Oct 2012, 23:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Stalker2005
QUOTE | ა)ამ პრობლემას გააჩნია თავისი ლინგვისტიკური საფუძველი! როცა ტერმინი - "შრომა" (უსიტყვოდ. განწყობის დონეზე)გაიგივებულია რაღაც კნინობით, ვირის სამუშაოსთან და შესაბამისად როგორ შეიძლება გიყვარდეს პროფესია, რომელიც შრომას მოითხოვს?! ბ) საკუთარი არაკომპეტენტურობის მოტივაცია - პროფესია, მოითხოვს პროფესიონალიზმს, პროფესიონალიზმი - პასუხისმგებლობას, ეს კი უკვე დისკომფორტია!...არ ჯობია, წამოწვე, სხვამ იშრომოს და შენ გაახმოვანო?!...ამიტომაც ჩვენი ტიპის საზოგადოებაში, ასე ძვირად ფასობს გამხმოვანებლის პროფესია... |
მე თავიდანვე მძულდა ინგლისური. სპეცსკოლაში ვსწავლობდი და მეოე კლასიდან დავიწყეთ ინგლისური, უდისციპლინო მოსწავლე ვიყავი,მაგრამ ნიჭი მქონდა და თAვისთავად ხდებოდა ისე, რომ ენებს კარგად ვითვისებდი, მერე დედაჩემმა წამიღო ტვინი, გინდა, თუ არა, უცხო ენებზე ჩააბარეო, მაბარძგალებდა ინგლისურ ასოებს რომ ვხედავდი, მაგრამ მაიძულებდა მნასწავლებელთან მევლო, გაკვეთილებს ავტობუსში ვსწავლობდი გზად, როცა მასწავლებელთან მივდიოდი, ხელოვნებათმცოდნეობა მინდოდოდა, მაგრამ .....თავზეით ძალა არ იყო და ჩავაბარე, მერე ვემუდარებოდი დედაჩემს, სამი კურსი ისე დავხურე, გადამიყვანე-გადამიყვანეს ვიძახდი სულ, მერე დამენანა ამდენი სწავლა და შრომა და აღარ გამიღია ხმა., ყველაზე უკანასკნელი, რაც მინდოდა, მოსწავლეების მომზადება და პედაგოგობა იყო, მაგრამ........
QUOTE | პროფესიონალიზმი - პასუხისმგებლობას |
აი, ეს აღმომაჩნდა. ადამიანების სიყვარულმა პედაგოგად მაქცია, მოსწავლე, რომელიც წინ მეჯდა, ჩემთვის აღმოჩნდა უზარმაზარი ფასეულობის, მის წინაშე პასუხისმგებლობა მაიძულებდა, სულ მესწავლა და მერე მათთვის მესწავლებინა. რას არ ვჩალიჩობდი. შუქი რომ არ იყო, ლამპის შუქზე ხელით ვწერდი ოც-ოც ეგზემპლარს, ყველასთვის დავალებული მქონდა, კალგოტკებს რომ შუაში მყარი ფურცელი უდევს, ეგეთები შეეგროვებინათ ჩემთვის და იმაზე ვწერდი, ვწერდი სიტყვებს, ტრანსკრიფციას, თარგმანებს, თანამედროვე წიგნები რომ არ იყო, სადღაციდან ჯადოქრობით უცხოურ ჟურნალებს ვშოულობდი და სტატიებს ვამუშავებდი მეთოდოლოგიურად, ვკითხულობდი, ვკითხულობდი და ვკითხულობდი, რუსულად დავამთავრე და სანამ ქართულ გრამატიკაზე არ გადმოვიტანე ყველაფერი, არ მოვისვენე, შევქმენი საკუთარი მეთოდები. მერე, წიგნები რომ შემოვიდა, რამდენი რამ მე უკვე გაკეთებული მქონდა. დისკები შემოვიდა, ვშოულობდი, კასეტებზე ვიწერდი და უოქმენი მქონდა ქამარზე სულ ჩამოკიდებული, ყურებში ყურსასმენები და ისე ვუსმენდი, მოსწავლეებს ვასმენინებდი. რამდენი ვიწვალე და ვიშრომე, ვინ იცის......ეს ყველაფერი სიყვარულმა გამაკეთებინა, არა ინგლისურის, არამედ ადამიანების სიყვარულმა.....ცხოვრებაში პირდაპირი და რიგიდული ვარ, მაგრამ არასოდეს არც ერთ მოსწავლესთან კონფლიქტი არ მქონია. ესეც პროფესიონალიზმის ნაწილია. ამ ფორუმზე პირველად ჩემი ფოტო რომ დავდე, ერთმა იუზერმა პიემი მომწერა, შენ ხარ ეგ ქალიო? ვინ ხარ-მეთქი ან ამ ქალს საიდან იცნობ, ეგ ქალი ჩემი გურუა და ასეთად დარჩება მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაშიო. რამდენი ვიტირე მაშინ......დამიფასდა, გამახსენდა, შექსპირის სონეტი მქონდა გარჩეული და ამ მოსწავლემ მითხრა, მეო, შექსპირი არ მინდა, "დორიან გრეის პორტრეტი" მინდა მოვამზადოო, დავჯექით ერთად და მოვამზადეთ. რამდენჯერ საუბარში მოსულა და ინგლისური გვერდზე გადამიდია და "ვეფხისტყაოსანზე" წამიკითხავს ლექცია ჩემი მოსწავლეებისთვის, სხვა თვალით შემიხედინებინა და ინეტერესი გამიღვიძებია, ახლაც ვშრომობ და ახლაც ვსწავლობ. თუ სიყვარული არ გაქვს, ცარიელია შენი ცხოვრება, სულ უკმაყოფილო იქნები, რადგან ფულით ადამიანი ვერ ძღება, სხვა პრიორიტეტი უნდა გქონდეს. მე მაქვს ეს პრიორიტეტი, რამდენ ადამიანს თუნდაც ამ ფორუმზე ვგონებივარ მაძღარი, მაგრამ მე ფულით მაძღარი კი არ ვარ, აი, ახლა სამაგისტრო გამოცდები რომ ჩააბარა ჩემმა მოსწავლემ, იმით ვარ მაძღარი. მე რომ მიმიხარია მათკენ, მათაც რომ მოუხარიათ ჩემსკენ, იმით ვარ მაძღარი.
--------------------
It seems in after-dinner talk Across the walnuts and the wine.
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დავიყვანთ ამ თემას საყოფაცხოვრებო ტუტუცობების განხილვამდე, რაც ტონობით მოიძებნება ორივე მხრიდან; ვინაიდან ადამიანის ბუნება უნივერსალურია და პოლიტიკური პლატფორმის კუთვნილებას არ შეესაბამება. (c) ფირალი
|