მე დიდად არ მომწონს მსოფლიო ლიტერატურა; ძალიან გაწონასწორებული და უსისხლო მეჩვენება, გარკვეულ შემთხვევებში, ფალშთან ძალიან მიახლოებული....
დღემდე, ძირითადად, „უჯრაში“ ვწერ, და არც თუ ისე სიტყვაკაზმულად, ზუსტად ისე, როგორც საჭიროა....
კვირაში რამდენჯერმე ცხენებზე ფსონების დადება მიყვარს, მიყვარს კლასიკური მუსიკა, კრივი, ლუდი, ვარ რომანტიკოსი, გულჩვილი,
და ერთი–ორ ქალს, რომლებთანაც მიცხოვრია, მართლა ვუყვარდი და ცამდე ავყავდი.
უცნაური და ”არასტანდარტული” ამერიკელი პოეტი და ნოველისტი, პრაქტიკულად სოციოპათი...
... პირველი წიგნის გამოცემისა და თავს დატეხილი მოულოდნელი წარმატების შემდეგ, თავი დაანება წერას და დაუბრუნდა ფოსტალიონობასა და ინტენსიურ ალკოჰოლიზმს.
ჩარლზ ბუკოვსკი - სტილი
სტილი – აი ყველაფერზე პასუხი.
ახლებური მიდგომა მოსაწყენი თუ სახიფათო რამეებისადმი.
უმჯობესია სტილურად ქმნა მოსაწყენი, ვიდრე სახიფათონი ქმნა უსტილოდ.
სახიფათოს სტილურად ქმნა არის ის, რასაც ხელოვნებას ვეძახი.
ხარების ბრძოლა შეიძლება იყოს ხელოვნება.
კრივი შეიძლება იყოს ხელოვნება.
სიყვარული შეიძლება იყოს ხელოვნება.
სარდინის ქილის გახსნა შეიძლება იყოს ხელოვნება.
ცოტას აქვს სტილი.
ცოტას შეუძლია სტილის დაცვა.
ძაღლები მინახავს ადამიანებზე უფრო სტილური.
თუმცა ცოტა ძაღლსა აქვს სტილი.
უფრო კატები განიცდიან სტილის სიჭარბეს.
ჰემინგუეიმ საფანტიანი თოფის მეშვეობით კედელს რომ ტვინი მიასხა,
ეს სტილი გახლდათ.
ჟანა დ’არკს ჰქონდა სტილი,
იოანე ნათლისმცემელს,
იესოს,
სოკრატეს,
კეისარს,
გარსია ლორკას.
მე ციხეში შევყრივარ სტილის მქონე ადამიანებს.
ციხეში მეტია სტილის მქონე ადამიანი, ვიდრე ციხის გარეთ.
სტილია, თუ როგორ ქმნა, როგორ იქმნა.
თუ როგორ დგას ტბორში მშვიდად ექვსი ყანჩა
ან თუ როგორ გამოდიხარ სააბაზანოდან შიშველი ისე, რომ ვერ მხედავ.
* * *
J.Sibelius: Violin Concerto in D Minor Op. 47 (Soyoung Yoon)
* * *
The Laughing Heart (Charles Bukowski)
your life is your life
don’t let it be clubbed into dank submission.
be on the watch.
there are ways out.
there is a light somewhere.
it may not be much light but
it beats the darkness.
be on the watch.
the gods will offer you chances.
know them.
take them.
you can’t beat death but
you can beat death in life, sometimes.
and the more often you learn to do it,
the more light there will be.
your life is your life.
know it while you have it.
you are marvelous
the gods wait to delight
in you.
The Laughing Heart - Charles Bukowski - A Short Film
* * *
Bluebird animation based on Charles Bukowski's poem
* * *
...ცხოვრობდა ყველაზე მაღალ ჰოლივუდურ ბორცვზე,
თავდაცულად ჰოლივუდსა და დანარჩენი სამყაროსაგან...
ჩართავდა რა უნდერვუდის ტყვიამფრქვევს,
ქაღალდის ფაბრიკით მთლიანად ავტომატიზირებულს,
უზუსტესი მიზნით
დედამიწის ცენტრისკენ,
მარაგდებოდა ლუდი „ჰაინეკენით“.
და მაინც,რაზე წერდა ამერიკული ლიტერატურული „ანდეგრაუნდის“ეს თვალსაჩინო ფიგურა
რაზე წერდა ბუკოვსკი
წერდა ცხენებზე,ქალებზე,სმაზე,
იმაზე,თუ როგორ წერდა ლექსებს,
იმაზე,თუ როგორ ვერ წერდა,
ეს არის სულ,რაზეც წერდა პოეტი ბუკოვსკი,
რომ დაფიქრდე...არც ისე ცოტაა,
თითოეული ეს თემა ხომ ამოუწურავია
და არც ისე ბევრი,თუ გავითვალისწინებთ,რომ
ის წერდა ცხენებზე,ქალებზე, სმაზე,
იმაზე,თუ როგორ წერდა,
იმაზე,თუ როგორ ვერ წერდა.....
ყოველთვის
თითქმის ერთნაირად.