დიდი მადლობა ყურადღებისთვის,მაგრამ რას ვწერდი ამისთანას....გამაწითლე უხერხულობისგან
გადავხედე უკანა გვერდებს და ყურადღება საკითხზე -"სიცრუე და სიმართლე" შეჩერდა-
სულის დვიჟენია.... (post #36179338)გამახსენდა რატომღაც...და მომინდა დამეწერა ანდრე აგასის(ამერიკელი ჩოგბურთელი და ფილანტროპი,ირანელი წარმოშობის.). ცხოვრებისეული სკანდალური ეპიზოდი .
ანდრე აგასი-ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული-1995,2000,2001,2003.
საფრანგეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული-1999,ფინალისტი-1990,1992.
უიმბლდონის ტურნირის ჩემპიონი-1992.ფინალისტი-1999.
აშშ ღია ჩემპიონატის გამარჯვებული-1994,1999,,ფინალისტი-1990,1992,2002,2005.და სხვა ტიტულები....
2003 წელს მიიღო ყველაზე ასაკაოვანი ჩოგბურთელის ტიტული,
გაიმეორა რა ჯიმი კონორსის(ჩემი სიმპატია

) რეკორდი.
"როცა ანდრე ფორმაშია,მოგება უნდა დაივიწყოთ.ის პრაქტიკულად ყველაფერს უკეთესად აკეთებს,ვიდრე ნებისმიერი სხვა"-პიტ სამპრასი.
...პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ,რომლის დროსაც ანდრე ჩოგბურთსა და ცოლს(მსახიობი,მოდელი) შორის გაიჭედა...
მისი რეიტინგი 141-ე ადგილზე ჩამოვიდა-16წლიდან ,ყველაზე დაბალზე....
დაუახლოვდა ცნობილ გერმანელ ჩოგბურთელ-შტეფი გრაფს...ჟურნალისტები ამტკიცებდნენ,რომ მათი სიახლოვე გამორიცხულია,
იმდენად განსხვავებულები არიანო.
..."შტეფი მანცვიფრებს თავისი სიბრძნით და სიმშვიდით...თამაშის დროს მე ყველაზე მეტად ხელს მიშლის ზედმეტი ნერვოზულობა და ემოციონალურობა.
შტეფი დამეხმარა შემეცნო ეს... და ახლა,მე როგორც გერმანული მანქანა ვმუშაობ,რომელიც არ უშვებს ხარვეზებს."-ამბობს ანდრე.
2001 წელს დაქორწინდნენ და შეეძინათ ბიჭი,2003 წელს -გოგო.
ჰოოო,ახლა სკანდალზეეე.2009 წელს გამოვიდა მისი წიგნი"Open: An Autobiography",სადაც გააკეთა სენსაციური განცხადება იმაზე ,
რომ 1997 წელს ღებულობდა ნარკოტიკულ ნივთიერება-მეტამფეტამინს,დოპინგ-ტესტირებისას მოიტყუა,რომ შემთხვევით დალია თავისი ასისტენტის ბოთლიდან წყალი და ჩააგდო ამით ტესტირება.
როგორც წერს აგასი ავტობიოგრაფიაში,ნარკოტიკების მიღება განაპირობა პირად ცხოვრებაში პრობლემებმა და არა სპორტული შედეგის ამაღლების სურვილმა.
აგასის განცხადებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია -მარატ საფინი,ფედერერი,რაფაელ ნადალი,მარტინა ნავრატილოვა.......
მოითხოვდნენ რომ უნდა ჩატარებულიყო გამოძიება და აგასის უარი უნდა ეთქვა თავის ყველა ტიტულზე.
აგასის პასუხი-"ჯერ წაიკითხეთ წიგნი და მერე განმსაჯეთო."
მის დასაცავად გამოვიდნენ მთელი რიგი ცნობილი ჩოგბურთელები-ჯონ ნიუკომბი,ევგენი კაფელნიკოვი...
გამოხატეს რა აღტაცება,სპორტსმენის გულახდილი აღიარების მიმართ,
და რომ მისი ფილანტროპობა იმსახურებს მის მიმართ დიდ პატივისცემას.
შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა ,რომ ავტობიოგრაფიით გაკეთებულმა აღიარებამ,არ გააფუჭა ჩოგბურთელის რეპუტაცია,პირიქით ახალი ტიტულები დაემატა.
მისი დამსახურება ჰუმანიტარულ სფეროში ორჯერ აღინიშნა პრიზით"ადამიანობისთვის და ქველმოქმედებისთვის".
დღესაც უძლიერესი"ბეკჰენდი"აქვს,დღესაც ხშირად თამაშობს საჩვენებელ მატჩებს...შტეფისთან ერთადაც.
წარმატებულია ბიზნესშიც- სამშენებლო,სასტუმრო,სპორტული კლუბების, ღამის კლუბების....
Andre Agassi and Steffi Graf on INSIDE SPORT (BBC) - PART 1 of 3
Steffi Graf und Andre Agassi (HD)
karunesh-earth spirit
* * *
Artanjelo