#33797318 · 7 Nov 2012, 02:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორ შეიძლება იყო მოტივირებული, რა ფაქტორები განაპირობებს ამას. ერთ-ერთი დიდი ძალაა, რომელიც მაცოცხლებს და მავიწყებს ჩემს პრობლემებს.
პირადად მე ვარ სტუდენტი, რაღაცეებს ვსწავლობ, რაღაცეებს ვაკვირდები და ვეძებ მუდამ მოტივაციას, მის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია. ვარ სრულიად მარტო და მიწევს ჩემით რაღაცის შექმნა.
ჩემს ასაკში რა ხერხებს შეიძლება მიმართო: 1. ისწავლო და იბრძოლო მომავლისთვის: ხარ წასული საზღვარგარეთ სასწავლებლად. მშობლებს არ აქვთ მაინცდამაინც დიდი გასაქანი, მაგრამ მაინც ახერხებენ ხელი შეგიწყონ. ცდილობ ყველა საგანი, დაბრკოლება გადალახო, მოიპოვო დაფინანსება და მისცე შენს მშობლებს შვება. თუ ამას ახერხებ ყველაფერი უკან გიბრუნდება და შენი შრომა გიფასდება. რა არის იმაზე კარგი მომენტი როდესაც აგებინებ შენს მამას და დედას რომ ყველა საგანი გადალახე და დაფინანსებაც მოიპოვე. დადიან შენი ნათესავები თავაწეულები, ამაყები, როცა ხედავენ რომ შენ წარმატებას აღწევ. 2. ასევე გამოვყოფდი მეგობრობას. ვისთანაც ცხოვრობდი საერთო საცხოვრებელში, ნაგავი იყო გადასაყრელი თუ გასარეცხი, მე ვიღებდი ინიციატივას საკუთარ თავზე, მინდოდა მეჩვენებინა თუ როგორ უნდა მოექცე სხვას, როგორ უნდა ემსახურო, როგორ უნდა სცე პატივი. რა ჯობია როცა გეუბნება, გამხნევებს და გეხუტება. ან ვთქვათ არ აქვს ფული, შენ მოიკლებ და მისცემ. უნდა გაამხნევო ხოლმე-კურთუქი დარჩა ერთხელ მაღაზიაში, ისეთი დაღლილი ვიყავი, ისევ ჩავიცვი, ვეუბნებოდი რომ იქ დახვდებოდა, ვამხნევებდი, იმიტომ რომ განიცდიდა, ვუთხარი თუ არ იქნა მე გიყიდიდთქო. ქურთუკი თავის ადგილას დახვდა(გასახდელში)კიდე კაი შენ დაგიჯერეო და ჩამეხუტა. არ მინდა თავის ქებაში ჩამეთვალოს, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს როცა სხვას ვეხმარები და სტიმულს მაძლევს იმისას რომ მე რაღაც შემიძლია, შემიძლია მხარში ამოდგომა და დახმარება! 3. მესამე პუნქტზე ვისაუბრებ გოგოზე/ქალზე. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, ცხვირ-პირი არ ჩამომიშვია და ჩვეულებრივად ვაგრძელებ ცხოვრებას. ძალიან დიდი გრძნობაა როდესაც საპირისპირო სქესს უყვარხარ, რადგან მასთანაც გიწევს რაღაცეების დამტკიცება, თუნდაც იმის რომ ძლიერი პიროვნება ხარ! ასე თუ ჩაგთვალა მან, ესეც ერთგვარი მოტივაციაა. 4. უბრალო რამეა, რაღაც როცა წარმოუდგენლად მიგაჩნია და ამბობ ხშირად რომ ამას ვერ შესძლებ, მაგრამ ბოლომდე როცა იბრძოლებ, ამოხსნი, სწორ პასუხს იპოვი, დარწმუნდდები შენს ძალაში და შესაძლებლობებში, ასეთი რამე ბევრია ცხოვრებაში და ბევრჯერ მითქვამს ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ საბოლოოდ გამიკეთებია.
ესენი იყო რაც ახლა გამახსენდა, მოტივაციის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება!
|