#34812117 · 19 Jan 2013, 23:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
liasha თავისით არავის გაუცნობიერებია. ყველამ ჯერ ინფორმაცია წაიკითხა ამ დაავადებაზე და მერე იპოვა პარალელები. სანამ გააცნობიერებდნენ ეგონათ, რომ ავად იყვნენ იტარებდნენ გამოკვლევებს, სახლიდან არ გადიოდნენ და ანებებდნენ სამსახურებს თავს, რადგან არ უნდოდათ იქ გამხდარიყვნენ ცუდად ხალხის თვალწინ. ესე შეიძლება დეპრესიაც ვერ გააცნობიერო, თუ არ იცი რომ ესეთი დაავადება არსებობს და გეგონება, რომ მართლა დარდობ და მიზეზსაც პოულობ დარდისას. ფიქრობ, რომ ალბათ ვდარდობ იმიტომ, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს და ამას ქვეცნობიერად ვხვდები :დ, ან ვდარდობ იმიტომ, რომ 100 წლის წინ სკოლაში მიღებული წყენა ვერ გადავიტანე ეტყობა. მაშინ როცა ეს მხოლოდ ქიმიური რეაქციაა, რომელიც მიზეზის გარეშე ხდება თავის ტვინში
სხვა შემთხვევაა ალკოჰოლისგან გამოწვეული დევნის მანია, რასაც ერთვის ხმოვანი ჰალუცინაციები. ანუ არსებობს 2 პრობლემა. თუ ერთი მოიხსნება, ანუ თუ დაანებებს ალკოჰოლს თავს, დარჩება ეს პანიკის შეტევები, რისგან გათავისუფლებასაც უნდა დრო. მაგრამ თუ სწორად გაიგებს რა ხდება, უკეთესობა თავიდანვე ექნება, ანუ დამშვიდდება მალევე.
იქ თუ წაიკითხე ნახავდი, რომ პანიკური აშლილობა იწვევს დეპრესიასაც და ეს ყველაფერი იწყება ძირითადად მაშინ, როცა ადამიანს დაეკისრება მოულოდნელად დიდი პასუხისმგებლობა, ან გადაიტანს სტრესს. მამაშენს სტრესიც გადატანილი აქვს(ქვეყნის და ცხოვრების სტილის რადიკალური ცვლილება) და თან ორმაგი პასუხისმგებლობა დაეკისრა ბოლო დროს. ერთია სახლში ჩამოსვლა და ოჯახის მამის ყოველდღიური როლი და მეორეა ასაკი. დაამთავრა ახალგაზრდული ასაკი და გადავიდა 45 + "სერიოზული" ხალხის საზოგადოებაში. ეს ძალიან დიდი სტრესია, თუ ადამიანს არ აქვს ცხოვრება სათანადოდ დალაგებული ამ მომენტისთვის.
|