ყველა სამსახურში ასეა...
10-იდან 9 თვითდამკვიდრებას სხვების დამცირება-გახიშტვის ხარჯზე ცდილობს.
საკმარისია ცოტა მეტი ცოდნა გამოავლინო, ცოფდებიან და სხვა მხრიდან გირტყამენ, თუ სუსტი წერტილი გიპოვეს ხო - საერთოდ.
აეს სუსტი წერტილი არ უნდა აპ;ოვნინო. ან ისე უნდა წარმოაჩინო, რომ რაღაც სხვაა შენი სუსტი წერტილი, იმ მიმართულებით ამოქმედდებიან, შენ კი ფეხებზე გეკიდება - "იჯდეი რაო"... რამდენიმე წლის წინ იყო, რომ რაღაცაზე ცრემლები წამომივიდა სამსახურში, ჩემი თანამშრომელი გაიბადრა - უკვე ვიცი შენი სისუსტეო. მაშინ მეგონა, რომ ხუმრობდა, თურმე - ააარა!

კიდევ ერთია: სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს ხალხს. არც გაემტყუნებათ, ბოლო 20 წელია, ისეთი ცხოვრება გამოვიარეთ. ჰოდა, ზოგი აშკარად საშიში ხდება საზოგადოებისთვის.
მე პირადად ჩემს სამსახურს უკვე აღვიქვამ, როგორც საკუთარი არსებობისთვის აუცილებლობას (არა მარტო მატერიალური თვალსაზრისით) და სულ ტრიკოს ტოტზე (პარდონ) მკიდია ყველა კრეტინის და ბოღმა ტვინუკუღმა ჩადებულის გამოხტომები.
არადა, ასეთები ოხრად (ყოველდღიურად რამდენჯერმე) არის. მე კი მხოლოდ იმისი წარმოდგენით ვტკბები, როგორ იხარშებიან საკუთარი სიბოროტის წვენში.
ყოველ ასეთ დასტვენაზე ძალიან თანამგრძნობელი სახით ჩაილაპარაკე: „ნწუ, ნწუ, ნწუ!“ - ანუ რო გეცოდება ის კაცი, რა... გადაეჩვევა, დამიჯერე!