რატომ გენატრები.
შეიძლება ამდენი ბოდიშის მოხდა?
გაგიგია?
მე ვინც აღარ მახსოვს, არც სინდისის ქენჯნას განვიცდიდი დიდად.
ერთხელ მარტო. ერთი.
მგონია, უჰ, გაუვლდია აქამდე.
შენ კი არა. დამდგარხარ და იგრუზინები.
მერე კი გიკვირს, არ მიყვარხარ და რეები გელანდებაო.
არ ამაფრენინოო.

აუ რატო მეცინება.

მიდნა რომ წიხლებით გცემო. რომ გაგათავისუფლო ამ ტყუილებისაგან. და ამორერღო რა გნდა. და რას გრძნობ. გგონია მჯერა შენი? არ მჯერა.
ვერ გიჯერებ და! ვაჰ.! ...

რატომ წახვედი, ა?
აი მითხარი, რატო.
ხო ვიყავით კარგად, აი რატო წახვედი. რატომ არ გინდოდა გყვარებოდი. აი რატო. ცუდი გოგო ვარ? და თუ ცუდი ვარ რატო მოგწონდი შეჩემა. შენთვის ცუდი, ვთქვათ.
ნუ აი, როგორც ნაშა გევასებოდი, ვთქვათ. და ვერ გამეკარე. კაი. და მხოლდო ეგ იყო.
მეგობრობა და ეს მაღალი სულიერების მტკიცება რაში გჭირდებოდა? '' შე ერუდირებულო და ა.შ. ა.შ.''. აი რატო?
მამშვიდებდი და რამე?
სუულ, კაცო?
ყოველ წამს, როცა მომენტი ჩაგივარდება?
დაუღალავად. ??
ეს გატაცება რომ გქონდა ჯორჯი. ????
გახსოვს, გეშინოდა, შებმად აღიქვამ და გწყინსო.
ხასიათზე ვიყავი ერთხელ, კარგზე. და მიხვდი, რაღაცნაირად, რომ იმ დღეს არ გაგტისკავდი. და დაიწყე ისევ: კომპლიმენტების სეტყვა, ქარიშხალი, ქარბორბალა, ცუნამი,. არა, ნიაღვარი!!! არა, წვიმა, თქეში. ჰო, ჰო, აი ზუსტად

თქეში ... ჩვენი საყვარელი წვიმა... უცებ რომ გაგლუმპავს. აი ეგრე. მომაყარე ბეეეეეეეევრი თბილი სიტყვა. თან ისეთი კი არა, სასხვატაშორისო და რამე. აი, გიჟური რა. უთბილესი. უსასტიკესი. უმძაფრესი. გულიდან ამოხეთქილი. ''მოსწრებაზე''. არიქა, ვუთხრა სანამ არ მიბრაზდება ამაზე. მოვასწრო. ეს მახსოვს. რამდენიმე წუთში ჩატეული თბილი სიტყვების თქეში.
რატომ.
რატომ.
რატომ.?
შეიძლება პროსტა ეგეთი იყო?.
ყველასთან ეგეთი ხარ?
აი თქვი რო ხარ.
რა ვიცი. ხარ იქნებ?
... მე ეგრე არ დავამთავრებდი იმ წიგნს. თორემ სიყვარულზეა, კ სტატი.

) აუუუუუუუ ეგრევე მეცნო შინაარსი. თითქოს, თქო. აი, სალომე, მოკეტე მოკკკკკეტე! მეთქი. წიგნებმა გამოგაშტერა შენ. და ფანტაზიებმა. მოკეტე-მეთქი, სალომე!
და მაინც, ფინალი ისეთი იყო.
აი,
მძაფრი გრძნობების რა.
პროსტო ის ქალი გიჟი იყო. მე არ ვარ გიჟი და დავუშვათ, არ გესროდი.
კარგად მინდა იყო.

გულით მინდა. მართლა მინდა.
ვიტირებ ოდესმე, ბედნიერი რომ გნახო.
ოღონდ შეყვარებულთან ერთად არ დამენახო რა.
ის ფილმი გახსოვს?
დანებიო. რა შუაშიაო. მეეე??
ეჰ. წავედი. და არ შემიძლია შენს შეყვარებულზე ფიქრი.
იმას უნდა მოეფერო და ჩაეხუტო?

)))))))))))))))
მიდი რა. აი დარდი. ისემც გიქნია, ჩახუტებიხარ.
მე ფეხებზე მკიდიხარ თუ ასეა. მე ჩემიანი მიყვარდი.
* * *
თანდათან ვახერხებ გაქცევას.
ესენი კიდე ისაო. მოკლედ, წავედი. დავიძინებ, ვთქვათ. ვითომ.
ჯორჯ.
ჯორჯ..
ჯორჯ..
ჯორჯ...