ვიცი, ისევ რთული დღეები მელის. სიცარიელის. შიშის.
არ ვიცი, ხანდახან კიარადა ეხლა ვფიქრობ - ესაა ჩემი ხვედრი? ვიბრძვი, ვიბრძვი, ვებრძვი ცუდ მოგონებებს, თითქოს მივათავე და..
ცებ სიცარიელე.
მეგობრები ფაქტიურად არ მყავს. ერთი, ორი.
შეყვარებული არ მყავს.
ვინც მიყვარდა იმან დიდი იმედგაცრუება, სიცარიელე, და დაცინულობის, უვარგისობის, დაწუნების გრძნობა დამიტოვა.
მომავლის მეშინია.
სამსახური არ მაქვს.
ეჰ.
ხო, ვიცი, ცუდია წუწუნი.
უბრალოდ, ...
სიყვარული მინდა. მეტი კი არაფერი. მერე აღარ ვიწუწუნებდი ალბათ.
დიდი და ნამდვილი.
როგორ მაწყენინა იმ ბიჭმა//

როგორ გამაბითურა. ყველაზე ფაქიზი გრძნობები დამიცინა. რა სამარცხვინოა... .

ეხლა წავალ, ვივარჯიშებ ცოტას. თმასაც დავასველებ. მერე ვიმეცადინებ. და მერე გავალ. - ჯერ კბილის ექიმთან, მერე ბიძასთან.
მერე სახლში მოვალ. თან მომყვება სიცარიელის გრძნობა, სევდა და შიშები. და ხსენებული გრძნობა, იმ ბიჭმა რომ დამიტოვა.

წლების წინ ერთი ბიჭი მიყვარდა. მირეკავს ახლა. არ შედიოდა ეგ ჩემს გეგმებში. ისევ უნდა ამაფორიაქოს? არა! თან არარ ვაპირებდი ამ ჭორაობას და ნებისყოფა არ მეყო. ბასტა!
ყველაფერი თავის ადგილას!
ეგ იყო დროებითი გახსენება და ამოფრქვევა! მორჩა! ახალი ამბები არ არის საჭირო.
!