მშვენიერი დღეა. უბრალოდ სუსტად ვარ. თან რამდენიმე "პრობლემაც" დღესვე მინდა მოვაგვარო. ჰოდა რამდენად გამოვა,არ ვიცი.
უნდა მოვასწრო,სანამ სიცხე ისევ ამიწევს.
ჯერ გავშრე...
ჰმ..რა უჩვეულო მდგომარეობაა ჩემთვის. ვერაფერს ვჭამ და ვსვამ.მარტო უშაქრო მწვანე ჩაი.. სხვა ყველაფერი გულს მირევს. :|
ჩაი ჩემს


მეგობრებთან ერთად
***
ხან ვფიქრობ, ჩემი პოსტები რომ ასე იწყებოდეს.. : " ჰეი,შენ, ჩემს დღიურს რომ კითხულობ!"..

- ჩემი დღიურის პირველი ფურცელი..
ყოველი შემთხვევისთვის, ვინმეს ბლოქლომი რომ გაეხსნა და წაეკითხა ჩემი საიდუმლოებები, წინ თავზარდამცემი გაფრთხილება და მუქარა ეწერა
და მერე 3თუ 4 ანბანი..ჩემი გამოგონილი ასოები. როგორ არ მეზარებოდა ახალი ანბანის გამოგონება. ჰმ.."საიდუმლო" მაშინ განსაკუთრებული სიტყვა იყო.
მგონი იმის მერე დამრჩა ჩვევად ყველაფრის დაწერა,რასაც გავიფიქრებ. ნუ აი ასეთი რამის წაკითხვაც შეიძლება იქ " დღეს პირველად გავიპარსე იღლია"..რა ბედნიერი სახით ვწერდი.თან თარიღიც დიდის ამბით მივაწერე. არა,მახსოვს,რომ ვფიქრობდი,სისულელეა ამის დაწერა მეთქი,მარა როგორ არ უნდა აღმენიშნა ასეთი ღირსშესანიშნავი ფაქტი?! ბრწყინვალე მოგონება დავტოვე ფურცლებზე
კაი ახირებული ხასიათი მქონდა მაშინ. მგონი საერთოდ არც გავზრდილვარ დიდად.
ავიჩემე, 15 წიგნი უნდა წავიკითხო ამ ზაფხულს მეთქი. ხოდა მართლა წავიკითხე.

მერე სიაც მაქვს გაკეთებული იქვე იმ წიგნების.და სათაურის გვერდით მთელი გაფორმებებია.ყველა პერსონაჟი მყავს მგონი მიხატული

მერე გადავწყვიტე,მწერალი უნდა გამოვიდე მეთქი. ხოდა დავიწყე კიდეც წერა. მერი დავარქვი მთავარ გმირს. რაღაც ძაან მომწონდა მაშინ ეს სახელი.
მოქმედება ვითარდებოდა ინგლისში. მარტო ერთი რამის გამო - ასე ვიხსენი მერი მოფერებითი სახელებისგან : მერიკო და მეკო.
რამდენიმე ფურცელი მეწერა. აღარ მახსოვს ბოლოს რა ბედი ეწია ჩემს რომანს....
თან რა "პატრიოტი" ვიყავი. ბლოკნოტი რო შევავსე,ზუსტად 2003 წლის შემოდგომა იყო. ბოლოს მთელი გაფორმებებია. წითელი ვარდის ფურცლები ჩავაკარი

(მგონი,უბრალოდ ვარდის ფურცლების ჩაკვრა მინდოდა.მერე ცოტა სუნამოც ვაპკურე ზედ..აღფრთოვანებული ვიყავი ჩემივე "კრეატიულობით" ).
მაშინ ვერც წარმოვიდგენდი ჩემს თავს ასეთს. მახსოვს,როგორ მაინტერესებდა როგორი ვიქნებოდი. ვიდექი სარკესთან.
ძააანნ მისტიკური ბავშვი ვიყავი.

ღრმად მწამდა,რომ თუ კარგად ჩავიფიქრებდი სურვილს და თვალებს დავხუჭავდი, მერე უეცრად,რამდენიმე წამით შევძლებდი ჩემი თავის დანახვას მომავალში..
ავდგები,თმას გავიშრობ და ჩავიცვამ.
როგორ ვერ ვიტან Fენით გამშრალ ჩემს თმას. რობერტ სმიტის ვარცხნილობა მრჩება.
This post has been edited by ninc_lfc on 4 Feb 2013, 12:48