როგორ გამიხარდა ბევრი ნაცნობი ნიკი რომ შემხვდა ამ თემაში

სულ გულწრფელად ვიტყვი, უბრალოდ რა აზრიც მებადება და პოსტებიდან გამომდინარე არა, მხოლოდ ავატარებით.
buxxxშენი პოსტების აზრზე არ ვარ, ნიკი და სურათი მომწონს ძალიან.
ასე მგონია, კეთილი კაცი ხარ და შენთან ურთიერთობას კი მაინც გაურბიან. ხოდა შენც წინასწარ იცი არაფერი გამოვაო და აგდებულად უყურებ ადამიანებს. თუ არ შეშინდა, კარგი მეგობარი იქნები
Artanjeloაი შენი ავატარიდან (კონკრეტულად ამიდანაც) შეიძლება დაასკვნას კაცმა, რომ ძალიან ცვალებადი ხარ. ხო მგონი შენთვითონაც გერევა თავგზა, თან ისეთი სიხშირით ცვლი... მოკლედ ამის იქით უკვე ჩემი მოსაზრება იჭარბებს ვიდრე ავატარიდან გამოტანილი დასკვნა. მოკლედ სწრაფი ტემპით ვითარდები, ცხოვრებაშიც ეგ პერიოდი გაქვს ალბათ
Magdalaაი შენი სურათი პირველად დავინახე თუ არა, ეგრევე კოკო შანელი გამახსენდა. რაღაც ეგრე იყურება, კოკო შანელი რომ უყურებდა დიდი ფაშფაშა კაბები რომ ეცვათ ქალებს, ეჰო! შენი სურათიც ეგრე ეჰო! და შენც სურვილი გიჩნდება რაღაც კარგი შეგირჩიოს, თან სანდომიანია და რომც არ თხოვო თვითონაც თითქოს ამის სურვილი აქვს, რომ დაგეხმაროს. ბევრი ტვინის მბურღავიც გეყოლება და ბევრი უკმაყოფილოც ალბათ
მოკლედ შანელთან გაიგივებ მეტი რა ვქნა, შეგრძნებაა ეგეთი
BELLA-DONNAშენს ავატარზე კეთილი, განათლებული და საყვარელი გოგოა. რომ თხოვო უარს არ გეტყვის დახმარებაზე. ძალიან უყვარს ყურადღება. მოკითხვების თანაბრად გადანაწილება. აი შეიძლება მოენატროს კაცი, მაგრამ ზედიზედ ორჯერ არ დაურეკავს. ელოდება და ელოდება, არადა აღარც ახსოვს შეიძლება იმ კაცს ზედიზედ მეორედ კი არა ვაბშე ის გოგო თუ ელოდება და ეს მაინც სიამაყეს არ კარგავს.
მოკლედ არავის არაფრით არ ჩამოუვარდება, ყველაფერი კარგი აქვს, მაგრამ აი მაგდალას სურათთან შედარებით, მიმზიდველობა აკლია. გამოცდილება არ ყოფნის ეტყობა.
მოკლედ მივიდეს კოკო შანელთან, სხვა კაბა ჩაიცვას და ყველაფერი მოგვარდება
საკურა.აი საკურა, თან შენი წინა ავატარიც რომ მახსოვს, ჯეიმს ბონდის გოგონა რომ გეყენა (საიდანაც დამებადა ასოციაციები, აგენტობასთან დაკავშირებული) და შემდეგ ეს გაიჩითა, თითქოს გათავისუფლდი რაღაცისგან. არვიცი ჩანთას დაავლე ხელი თუ რა ქენი, მაგრამ ეგრე ჯობს.
მეტს ვერაფერს ვიტყვი, მიკერძოებული ვარ. შანელის დახმარება არ ჭირდება მაგ სურათს, ისედაც მიმზიდველია, დაჟე წყალშიც რომ გადახტეს, ბლომად გადაყვებიან ბიჭები
holden kolpildiარც შენი პოსტების აზრზე არ ვარ
უბრალოდ შენ ის ხარ, აი კლასელი რომ იყავი და რამდენიმე წელი გავიდა და უბანში ადიხარ, ამ დროს გაჩერებაზე რომ შეგნიშნავენ: აუ ეს ვინ გაიჩითა, ამასთან ერთად რა იმგზავრებს. იმიტომ კი არა ულამაზო ან ტვინის მბურღველი იყო. არა უბრალოდ უხერხული სიჩუმეო თუ რაღაც, აი ეგ ჩამოვარდება და მართლა უხერხული იქნება.
ან შენ რომ დაასწრო და პირველმა დაინახო, ეგრევე ტაქსს გააჩერებ და მოხევ ალბათ სანამ დაგინახავდეს
alikanturaშენ ისეთი უანგარო კაცი ხარ, ავატარიც კი არ გინდა?
ალბათ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევი
ბარსელონას გერბს შევატყვე კიდევ, რომ დღეს გაფარჩაკდებიან. ეს თუ არ გამართლდა, ყველა ტყუილი გამოდის რაც ჩამოვწერე