"ფსიქოანალიზი გვასწავლის, თუ რა ღირებული წვლილი შეაქვს ხასიათის ფორმირებაში ბავშვის ასოციალურ და გაუკუღმართებულ ლტოლვებს, როცა ისინი განდევნას არ ექვემდებარებიან, არამედ ეგრეთ წოდებული სუბლიმირების პროცესით წარიმართებიან მათი საწყისი მიზნებიდან უფრო ღირებულისაკენ. ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე, როგორც რეაქციის წარმონაქმნები და სუბლიმირებანი. აღზრდას წინდახედულად უნდა გავუფრთხილდეთ, ეს ძვირფასი ძალის წყაროები არ დაიღვაროს და იმით შემოვიფარგლოთ, პროცესებს ხელი შევუწყოთ, რომელითაც აღნიშნული ენერგიები, მისაღები გზით წაიყვანება."
დაგვარიგა ზიგმუნდამ.
მე მწერების მტერი ვიყავი, ყანაში დავდიოდი, ათასობით მყავდა შეგროვებული და ბოჩკაში ვახრჩობდი შემდეგ. პეპლებსაც ვიჭერდი, სპეცი ვიყავი მაგ საქმეში. პეპლებს არ ვახრჩობდი ოღონდ. ხელში ავზილავდი ხოლმე და სიამოვნებით ვუყურებდი, როგორ მიფერადდებოდა. ფუტკრებსაც ვიჭერდი, ბზიკებსაც და ხარაბუზებსაც, ქილებში ვათავსებდი და მაგარი ჩხუბი ჰქონდათ ერთმანეთში. მემგონი საკმარისია, ისე კიდევ უამრავი მავნე ჩვევები მქონდა.
კიდევ ასოციალური ის იყო, რომ ერთი ღორი მყავდა და იმას დავუძმაკაცდი, კინაღამ საღორეში დავიდე ბინა, მაგრამ სამწუხაროდ ბებიაჩემმა ფროიდის მოძღვრების არაფერი არ იცოდა და მიშლიდა ამ ყველაფერს. შესაბამისად მეც ვეღარ ჩამოვყალიბდი სათნო ადამიანად და თქვენი ჩხუბიც მეტისმეტად მახალისებს
sallli1 ერთ სიკეთეს გამოვიჩენ მაინც. სადაც სერიულ მკვლელებზე და უბედურებებზე მიდგება ლაპარაკი, მაგდალაც იქ არის ხოლმე და თან ზედმიწევნით ზუსტადაც იცის რაღაც-რაღაცები. დანარჩენი შენთვითონ გააანალიზე და თუ გინდა უკბილო ხუმრობადაც ჩამითვალე. მაინც არ მაქვს იუმორის მაღალ პროცენტებზე პრეტენზია
This post has been edited by Moby-Dick on 30 Mar 2013, 15:23