#36434447 · 15 May 2013, 17:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეც მემართება ხოლმე ისე, რომ როცა ვიცი, რაღაც კონკრეტული მინდა, მერე იმდენს ვფიქრობ ამაზე, იმდენ შესაძლებლობას განვიხილავ, რომ ღამეებიც აღარ მეძინება ხოლმე......... რაც უფრო მეტს ვფიქრობ გზებზე, ზოგჯერ, უფრო და უფრო ძნელი მეჩვენება და უფრო და უფრო მეშინია ხოლმე, რომ არ გამომივა. მერე ეს ფიქრი გზის პოვნის მცდელობებიდან მისი განხორციელების შეუძლებლობის უატანელ განცდაში გადადის. თითქოს შინაგანი პანიკა გიპყრობს..... მე ვისწავლე, რომ ამ დროს საკუთარ თავს ვუთხრა, "დამშვიდდი, თუ მოინდომებ, გამოგივა, რადგან, შენ მხოლოდ სიკეთე გსურს......" და არ ვაძლევ საშუალებას მას გამაწბილოს. გუშინ ღამითაც ასე დამემართა უცებ..... აი, აქამდე არ უნდა მივიდეთ არასდროს ალბათ...... ამისთვის გვჭირდება ხოლმე სტიმული.......
თუმცა, დავაკვირდი, რომ პესიმიზმი მხოლოდ გარკვეულ მომენტებში შემომიტევს ხოლმე, მეორე დღეს ისევ ოპტიმიზმს ვგრძნობ და ვცდილობ, პრობლემა გადავწყვიტო.... ვიცი, რომ ადრე თუ გვიან შევასრულებ, რაც მინდა, მაგრამ, ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება შევასრულო, ან იმასაც ვფიქრობ, რომ ვერ შევასრულო, როგორი სუსტი და საცოდავი ადამიანი ვიქნები-მეთქი......
ალბათ, ბევრი ფიქრი ცუდი არ არის, მაგრამ, უფრო მეტად იმაზე კი არ უნდა ვიფიქრო, როგორ მივაღწიო იმას, რაც მინდა, არამედ, იმაზე, რამდენად კარგია ის, რაც მინდა......
ბედნიერი შემთხვევა უცებ შეიძლება დადგეს, რომ არც ველი.....
This post has been edited by Champagne_Supernova on 15 May 2013, 17:15
|