მე არ მომწონს:
ქართული ფეხებზემკიდიაობა.

ერთხელ არ გამოვა საქმე, მერედ არ გამოვა... ერთი მაგისიც... აი ეს მენტალიტეტი მაგიჟებს! იმის მაგივრად, რომ რქებით მიაწვე და მესამედაც სცადო! გერმანელი მიაწვებოდა!
დახმარება და ჩვენს მაგიერ საქმის კეთება რომ ერთმანეთში გვერევა. ქართულად "დამეხმარე" ნიშნავს "ჩემს მაგიერ გააკეთე საქმე"-ს.
ერთიანობის განცდა 0! თბილისელს ხაშური რაღაც სხვა ქვეყნის ტერიტორია რომ ჰგონია. თუმცა რა ხაშური, საკუთარი სადარბაზო ჰგონია სხვისი ტერიტორია. ისე დაყრის სადარბაზოში ნაგავს, ერთი წუთით არ დაფიქრდება, რომ ის სადარბაზოც მისია. მაგრამ აბა მის ბინაში შეიხედეთ, გაწკრიალებული აქვს იქაურობა. ანუ "ოღონდ მე ვიყო კარგად" მენტალიტეტი.
ყველაფერში ზედაპირულობა და მოჩვენებითობა... მიშას ფასადებივით. მთავარია უცხო თვალს მოეწონოს! მაგარი გამოთქმა გვაქვს: გარეთ მტერს უბრმავებს თვალს და შიგნით - მოყვარეს. ამის დასტურია სადღეგრძელოებიც.
სტუმრის გადამეტებული პატივისცემა, რომელსაც ისევ და ისევ მოქრთამვის სახე აქვს. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მომავალში დივიდენდები მივიღოთ სტუმრისგან.
აზროვნება ემოციებით. ღრმა და სერიოზული ანალიზი გვეზარება.
აბსოლუტური უპრინციპობა და ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს ყოფნა... ისევ და ისევ გამორჩენის მიზნით. არჩევნები გაიხსენეთ
ფუფუნებისა და განცხრომის არანორმალური სიყვარული. ვერ გადაეჩვია ჩვენი პოლიტ. ელიტა ჯიპებით სიარულს. ჰო, მღვდლები გამომრჩა.
ძალის კულტი. მართალია ის, ვინც ძლიერია. თუ ძალა გაქვს, ის აუცილებლად უნდა გამოიყენო. ეს ეხება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებს და არა მარტო მაგ სფეროს.
ჯოგურ მენტალიტეტზე და ინდივიდუალიზმის არგახარებაზე აქ უკვე დაიწერა. რომ გვკითხოს კაცმა, ქრისტიანები ვართ

.
სასწაულია პირდაპირ, ჩვენისთანა ერმა როგორ მოაღწია 21-ე საუკუნემდე.
მომწონს:
ის, რომ ბებია-პაპები შვილიშვილებზე ზრუნვას საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევენ.
ის, რომ მარტო არ ხარ. ბოლო-ბოლო რომ კვდებოდე ქართველი თავს ვალდებულად ჩათვლის წყალი მაინც დაგალევინოს. სხვაგან ასე არაა.
ის, რომ მარტო კანონებით არ ვაზროვნებთ. ხანდახან კანონის იქითაც ვიხედებით და თუ ეს კანონი უსამართლოა, ვაპროტესტებთ. სხვები ასე არ იქცევიან.
ვაჰ, რაც არ მომწონს, ის უფრო მეტი გამოვიდა...