-როცა დასვენება მჭირდება მირჩევნია მარტო გავატარო დრო, ან 2–3 ახლო მეგობართან ერთად ვიდრე ჯგუფურ აქტივობებში მივიღო მონაწილეობა - რა თქმა უნდა.
-ვგრძნობ დისკომფორტს თუ დროში ვიზღუდები ,ასეთ დროს მიჭირს მოშვება ,დასვენება - ალბათ.
- ლაპარაკის დაწყების წინ ხშირად წინასწარ ვგეგმავ რა უნდა ვთქვა - მმ. გააჩნია სად უნდა ვილაპარაკო ან როდის. უფრო მერე ვფიქრობ ხოლმე, ასე უნდა მეთქვა თქო

))
- ხშირად ვიმეორებ გონებაში ფრაზებს მანამ სანამ ლაპარაკს დავიწყებ, ხანდახან რვეულშიდაც ვიწერ აზრებს - ხშირად ნაკლებად.
- ზოგადად მირჩევნია საუბარს მოვუსმინე, ვიდრე ჩავერთო - კი
- ხალხი ზოგჯერ ფიქრობს რომ მე ვარ ჩუმი, იდუმალი, განმარტოებული ან წყნარი ადამიანი - ზოგჯერ არა, ხშირად
- ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა მცირე წრეში მირჩევნია ვიდრე დიდი ნადიმი მოვაწყო - ცალსახად.
_თუ ჩემამდე ორი ადამიანი კამათობდა ვგრძნობ დაძაბულობას - ეს ვერ გავიგე. ჩემამდე რას ნიშნავს?
-ხშირად ვითიშები თუ ბევრი რამე ერთად ხდება - არა. არასდროს.
-მიყვარს დაკვირვება სანამ ჩავერთვები - დაკვირვება ჩემი ჰობია
-არ მიყვარს როცა საუბარს მაწყვეტინებენ და არც მიყვარს როცა სხვებს ვაწყვეტინებ - კი. თან იურისტი ვარ, პროცესებზე დავდივარ

))
-დიდი ინფრომაციის დროს მჭირდება დრო რომ აზრებს მოვუყარო თავი - კი.
-ხშირად მაღიზიანებს ხმაური,სუნი - კი.
-მირჩევნია წარვადგინო ვიდრე წარმადგინონ - მგონი კი.
-ხშირად ვგრძნობ სიცარიელეს როცა ახალ ადამიანს ვეცნობი - უი არა, პირიქით, ძალიან მაინტერესებს. სიცარიელე მერეა, როცა ვხვდები რომ ამოიწურა.
-საუბარისას ვაკეთებ პაუზებს და ვსაუბრობ ნელა - ჰომ. სწრაფად იშვიათად, როცა ვნერვიულობ, დებილობაა.
-შემტხვევით გაცნობილებს არ ვუწოდებ მეგობრებს - კი. მეგობარი ძალიან ცოტა მყავს.
-არ შემიძლია ჩემი იდეა სხვებს გავაგებინო თუ ბოლომდე არ მაქ ის შემუშავებული - ნუ, არ ვიცი. ალბათ არა.
-ადამიანები მაკვირვებენ როცა ფიქრობენ რომ უფრო ჭკვიანი ვარ ვიდრე მე მგონია - გამაოცებენ აბა რა, იმდენად ჭკვიანი ვარ იმის იქეთ არ არსებობს
- ხშირად ვამჩნევ ისეთ საგნებს, რომელებიც სხვისთვის შეუმჩნეველი რჩება - მიყვარს დაკვირვება, შესაბამისად წვრილმანებიც

- თუ ადამიანების ჩხუბს შევესწარი მთელი დღე დაძაბულობას ვგრძნობ გარშემო - ალბათ არა. ისე უსიამოვნო შეგრძნებაა.
- თუ რაღაცის გაკეთებას გადავწყვეტ აუცილებლად მიმყავს ბოლომდე - უი, არაა. პირიქით, თავიდან ბევრი პოროხია, მერე უცებ ჩავიფერფლები.
- მარტივ ურთიერთობებს მირჩევნია ხანგრძლივი და ღრმა - ცალსახად.
- სოციალური თავყრილობების შემდგომ ძალაგამოცლილი ვარ ხოლმე - ხზ, არ დავკვირვებივარ.
- კრეატიული ვარ, ფანტასტიური წარმოსახვის უნარი მაქვს - იცოცხლე
- შეიძლება ბუზღუნა და მომაბეზრებელი გავხდე ხოლმე თუ დიდი ხნის განმავლობაში ვარ თავყრილობაში ან სხვადასხვა აქტივობაში. - უფრო აუტანელი, ვიდრე ბუზღუნა. მომაბეზრებელი მაშინ, როცა ტვინს ვღუნავ უაზრო კითხვებით.
- ახალ გარემოში არაკომფორტულად ვგრძნობ თავს - კი.
- მიყვარს სახლში ხალხის სტუმრობა, მაგრამ სულ ვფიქრობ ნეტა მალე წევიდოდნენ - ხალხის არა. 1 ადამიანიც კმარა. ბევრი ხალხი სულაც არ მიყვარს, მით უმეტეს ჩემს მყუდრო ბუნაგში.
- განმეორებითი ტელეფონის ზარის მეშინია ხოლმე - ზოგადად არ მიყვარს როცა მირეკავენ. განა ტელეფონზე ლაპარაკი, უბრალოდ - როცა მირეკავენ.
-------------------------------------------
ჰა, მოვიგე უთო?