Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(105)
« პირველი
...
76
77
[78]
79
80
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ინტროვერტები
, ნაწილი VI
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1321
წევრი No.: 169220
რეგისტრ.: 22-June 13
#37240231
· 14 Jul 2013, 17:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pippa
QUOTE
რატომ?
უბრალოდ ურთიერთობებშიც მეშლება ხელი
მე "დიდი ბრძოლის" შედეგად დავხვეწე და ამიტომ...
საკუთარ თავზე მუშაობა არ ნიშნავს რომ არაბუნებრივი ხდები,პირიქით,უკეთ იცნობ საკუთარ თავს ამით.
თუ ზუსტად იცი რომ რაღაცის შეცვლაა საჭირო უნდა შეცვალო. ))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#37240662
· 14 Jul 2013, 18:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(herooftheday @ 14 Jul 2013, 04:12 )
ბევრი ინტროვერტი მორცხვიც არის. გთავაზობთ რჩევებს მორცხვებისთვის, ზიმბარდოს წიგნიდან.
ბოდიშს გიხდით, ასე სვეტად (ლექსივით
) რომ გწერთ, მაგრამ ასე დააკოპირა წიგნიდან და მეზარება გადაკეთება
ივარჯიშეთ გაღიმებაში და
მხედველობითი კონტაქტის დამყარებაში
ადამიანთა უმრავლესობასთან,
ვისაც ხვდებით;
ილაპარაკეთ ლაღად, ხმამაღალი
და მკაფიო ხმით, განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც
თქვენს სახელს ეუბნებით ვინმეს
ან ინფორმაციის მიღება გსურთ;
იყავით პირველი, ვინც შეკითხვას
დასვამს ან კომენტარს
გააკეთებს ახალ სოციალურ
სიტუაციაში. სათქმელად მომზადებული
გქონდეთ რაიმე
საინტერესო და თქვით ეს პირველმა;
ყველა აფასებს ადამიანს,
ვინც „ყინულს გაალღობს~, და
აღარავინ იფიქრებს, რომ თქვენ
მორცხვი ხართ;
ნუ დაიმდაბლებთ თავს,
არამედ იფიქრეთ იმაზე, თუ რა
შეიძლება გააკეთოთ შემდეგ,
რომ თქვენთვის სასურველი
შედეგი მიიღოთ;
ყურადღება გაამახვილეთ
იმაზე, რომ სხვებს თავი
კომფორტულად აგრძნობინოთ.
განსაკუთრებით სწორედ ის
სხვა მორცხვი ადამიანები მო-
ძებნეთ. ეს შეამცირებს თქვენს
თვითცნობირებას, როგორც
მორცხვი პიროვნების;
გაივარჯიშეთ მედიტაციაში,
რელაქსაციასა და იდეალური
სცენარის გონებრივ ვიზუალიზაციაში,
სანამ აღმოჩნდებით
სიტუაციაში, რომელიც,
ჩვეულებრივ, აძლიერებს
თქვენს სიმორცხვეს.
აქვე საინტერესო ინფორმაცია:
"სიმორცხვის
მკვლევრები გაოცდნენ,
როდესაც ზრდასრულ ადამიანებში
აღმოაჩინეს, რომ „არამორცხვი~
ადამიანი იშვიათი,
არაჩვეულებრივი სახეობაა შეერ-
თებულ შტატებში და ყველა სხვა
გამოკვლეულ ქვეყანაში (ზიმბარდო,
1991)."
ეს რეებს ვკითხულობ...
შეეშვით საკუთარი თავის იდეალიზებას და სრულყოფას!
იდეალურები არ არსებობენ. ნუ ებრძვით საკუთარ თავს - მიიღეთ ის ისეთი როგორიც არის!
მოიშორეთ თვითუკმაყოფილება საკუთარი თავის მიმართ, უკმაყოფილების მიზეზი, საკუთარი თავის მიმართ სუსტი რწმენაა და საზოგადოების დიდი გავლენა თქვენზე! თქვენი წარმოდგენები საზოგაოდების შექმნილია და არა თქვენი.
მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც არის და იმოქმედეთ მისი ხასიათის შესაბამისად. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან, საკუთარ ხასიათთან, საკუთარ გრძნობებთან და ნუ აქცევთ ყურადღებას იმას რას ამბობენ სხვები!
შეეშვით მორალისტებს! ეგენი გამუდმებით იტყუებიან თავიანთი თავის სასარგებლოდ!
თქვენ არ ხართ იგივე რაც არის სხვა - ასე რომ, არ შეიძლება საკუთარი თავის მართვა სხვისი მორალური ჩარჩოებით!
"However you may be, be your own source of experience!
Throw off your discontent about your nature
forgive yourself your own self
you have it in your power to merge everything you have
lived through.. false starts, errors, delusions,
passions, your loves and your hopes into your goal with
nothing left over!"
This post has been edited by
Hushta
on 14 Jul 2013, 18:56
--------------------
"But whoever is despised by the people like a wolf by dogs; this is the free spirit, the foe of fetters, the non-adorer, the one who houses in the woods."
_Friedrich Nietzsche
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#37240833
· 14 Jul 2013, 19:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არიან ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ რომ ჭეშმარიტების სავანე მათ ტვინშია. არავის უნდა მოუსმინონ, არავისი რჩევა გაითვალისწინონ და ა. შ. მხოლოდ მათ იციან რა ჯობია კაცობრიობისთვს და უბრალოდ სამყაროს შეცდომაა მესიად რომ არ დაიბადნენ...
ხო, კაი, ჩემით გავალ...
This post has been edited by
BELLA-DONNA
on 14 Jul 2013, 19:11
--------------------
და გულწრფელობა თქმაში კი არა, უთქმელობაში არის მეტადრე.
თუ დუმილი დროული არის, წრფელია იგი.
მაგალითისთვის ჰკითხეთ, მეთევზე მამიკოს ჰკითხეთ,
და იგი გეტყვით, რატომ იჭერენ და ჰკლავენ თევზებს?
მაშინ თევზები მოგაპყრობენ მდუმარე თვალებს.
ეს არის ღრმა და ზუსტი პასუხი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#37240926
· 14 Jul 2013, 19:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BELLA-DONNA
"ჭეშმარიტების სავანე" სწორედ რომ თითოეული ინდივიდის ტვინშია. ვერავინ ვერ დაგეხმარება შენი თავის გარდა.
მესიები არ არსებობენ! რატო გგონიათ, რო ვინმე იმაზე უკეთ გიცნობთ ვიდრე თქვენ შეიძლება იცნობდეთ საკუთარ თავს?
რჩევა შეიძლება მისცე ერთ ადამიანს, რომელსაც იცნობ და ასევე გესმის ადამიანის ზოგადი ფსიქოლოგია, მაგრამ საზოგადო რჩევები მორალისტობაა!
როგორ შეიძლება ყველა ავადმყობს ერთი წამალი კურნავდეს?!
რატო ებრძვით იმას რაც საბრძოლო კი არა, ბუნების საჩუქარია!
ინტროვერტი გაქცილებით მეტია ვიდრე არაინტროვერტი.
ექსტროვერტი ფიქრობს, რომ ის უფრო მეტია ვვიდრე ინტროვერტი და ინტროვერტების პრობლემა სწორედ ის არის, რომ ასე არ ფიქრობენ თავიანთ თავზე.
ასე არ ფიქრობენ იმიტომ, რომ არ გააჩნიათ თვითრწმენა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1321
წევრი No.: 169220
რეგისტრ.: 22-June 13
#37240994
· 14 Jul 2013, 19:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
"ჭეშმარიტების სავანე" სწორედ რომ თითოეული ინდივიდის ტვინშია. ვერავინ ვერ დაგეხმარება შენი თავის გარდა.
+ბევრი
Hushta
ვეთანხმები შენს აზრს,მაგრამ რჩევების სვეტი,რომელიც წინა გვერდზე არის დაპოსტილი,უბრალოდ ყოველდღიური და უმნიშვნელო წვრილმანებია.
არაფერ ძირეულ ცვლილებას ემსახურება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#37241040
· 14 Jul 2013, 19:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
,,დანინგ-კრუგერის ეფექტი"-ს კიდევ ერთი გამოვლინება: მე ყველაფერი ვიცი, არავისი რჩევა არ მჭირდება, ეს რას ვკითხულობ, რა სისულელეა, უნდა მივიღო ჩემი თავი ისეეთი როგორიც ვარ, მოდი ვიქნები მორცხვი, ჩაკეტილი და ჰარმონიასაც მივაღწევ, რაში მჭირდება ვიღაც ფსიქოლოგის რჩევა?...
საინტერესო პათოსია...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#37241113
· 14 Jul 2013, 19:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Gentle_Girl
უმნივნელო კი არა, საკმაოდ კონკრეტული რჩევებია, თუ სად როგორ უნდა მოიქცე. რაც ზოგს გამოადგება და ზოგს კიდევ პირიქით.
თქვენ გინდათ ებრძოლოთ შედეგებს საკუთარ თავში, მიზეზებს კი არ ეძებთ.
მიზეზს ვერც ზიმბარდო ვერ გეტყვით თუ პირადად არ შეისწავლა თქვენი ფსიქოლოგია.
ასე მარტივი რო იყოს რჩევების მიცემა...
ამიტომ ვთქვი, ტყუილია თქო ეგ ყველაფერი!
მაგ რჩევებიდან 20%-ს თუ მოირგებს კაცი და იქიდანაც მხოლოდ ნაწილი თუ წაადგება (ისიც ინდივიდუალურად).
თუ მაინცდამაინც სხვისი რჩევა გინდათ, ა ბატონო, ისიც რჩევა იყო რაც მე დავაციტირე ზედა პოსტში ინგლისური ტექსტით.
BELLA-DONNA
QUOTE
,,დანინგ-კრუგერის ეფექტი"-ს კიდევ ერთი გამოვლინება: მე ყველაფერი ვიცი, არავისი რჩევა არ მჭირდება, ეს რას ვკითხულობ, რა სისულელეა, უნდა მივიღო ჩემი თავი ისეეთი როგორიც ვარ, მოდი ვიქნები მორცხვი, ჩაკეტილი და ჰარმონიასაც მივაღწევ, რაში მჭირდება ვიღაც ფსიქოლოგის რჩევა?...
სად ჩანს ამბიცია, ან განცდა რომ მე რამე ვიცი?
სწორედ რომ არავინ არ იცის რა არის შენში, მათ შორის არც ზიმბარდომ.
აი მორცხვი და ჩაკეტილი სწორედ იმიტომ ხარ, რომ არ გინდა მიიღო საკუთარი თავი. გინდა სხვანაირი გახდე, სხვებს მიბაძო, იდეალი გაქვს სხვების სახით და გგონია სხვები უკეთესები არიან და იმიტომ გიჩნდებათ თვითუკმაყოფილების ეს განცდა. მაგას ვამბობდი თვითრწმენა არ გაქვთ თქო მორცხვებს (ჩემ თავს არ გამოვყობ - ჩემ თავზე საერთოდ არ ვსაუბრობ).
"საკუთარი თავის სრულყოფა მასტრუბაციაა".
მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხართ და შეეშვით მის შედარებას სხვებთან.
ინტროვერტი იმიტომ გრძნობს თავს კარგად მარტოობაში, რომ მარტოობის დროს არ უხდება შედარებების კეთება და საკუთარ თავს გრძნობს.
საზოგადოებაში კიდევ მუდმივად სხვების გავლენის ქვეშ არის, მათი იდეალები უნგრევენ თვითრწმენას და განიცდის თვითუკმაყოფილებას, რისგან თავის დაღწევის გზაც არის მარტოობა - ესე იგი საკუთარ თავთან ყოფნა.
ეს თვისება უმეტესად კეთილშობილი ბუნების და შედარებით მაღალი ინტელექტის ადამიანებს უჩნდებათ, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ საკუთარი თავიდან არ ხედავენ სამყაროს.
This post has been edited by
Hushta
on 14 Jul 2013, 20:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#37241190
· 14 Jul 2013, 19:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
სად ჩანს ამბიცია, ან განცდა რომ მე რამე ვიცი?
აი აქ ჩანს:
QUOTE
ეს რეებს ვკითხულობ...
შეეშვით საკუთარი თავის იდეალიზებას და სრულყოფას!
იდეალურები არ არსებობენ. ნუ ებრძვით საკუთარ თავს - მიიღეთ ის ისეთი როგორიც არის!
მოიშორეთ თვითუკმაყოფილება საკუთარი თავის მიმართ, უკმაყოფილების მიზეზი, საკუთარი თავის მიმართ სუსტი რწმენაა და საზოგადოების დიდი გავლენა თქვენზე! თქვენი წარმოდგენები საზოგაოდების შექმნილია და არა თქვენი.
მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც არის და იმოქმედეთ მისი ხასიათის შესაბამისად. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან, საკუთარ ხასიათთან, საკუთარ გრძნობებთან და ნუ აქცევთ ყურადღებას იმას რას ამბობენ სხვები!
შეეშვით მორალისტებს! ეგენი გამუდმებით იტყუებიან თავიანთი თავის სასარგებლოდ!
თქვენ არ ხართ იგივე რაც არის სხვა - ასე რომ, არ შეიძლება საკუთარი თავის მართვა სხვისი მორალური ჩარჩოებით!
არ გწყინოს და ეს დამრიგებლური ტონი ცოტა ღიმილის მომგვრელია...
QUOTE
"საკუთარი თავის სრულყოფა მასტრუბაციაა".
კიდევ ერთი სხარტულა.
წავედი, წავედი, თემაში აღარაა ის გარემო. როგორც ვხედავ ბევრი ჭკუის დამრიგებელი გამოჩენიალა...
პასუხის პასუხს ნუღა დაელოდები, დისკუსიაში შემოსვლა არ ყოფილა ჩემი მიზანი, უბრალოდ ეს სიტყვაზე გამოკიდება არ მომეწონა და დავაფიქსირე. თუ გაწყენინე ბოდიში...
This post has been edited by
BELLA-DONNA
on 14 Jul 2013, 19:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#37241290
· 14 Jul 2013, 19:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BELLA-DONNA
QUOTE
არ გწყინოს და ეს დამრიგებლური ტონი ცოტა ღიმილის მომგვრელია...
გაიღიმე მერე
არანაკლებ დამრიგებლური ტონია ზიმბარდოს სიტყვებში, რომელიც მზა ტაბლეტებივით გინდათ გადაყლაპოთ.
მე თუ ვამბობ რომ არც მე ვიცი და არც სხვამ თქო, ეგ ნიშნავს რომ ამბიცია მაქვს, რომ მე ვიცი?
QUOTE
წავედი, წავედი, თემაში აღარაა ის გარემო. როგორც ვხედავ ბევრი ჭკუის დამრიგებელი გამოჩენიალა...
პასუხის პასუხს ნუღა დაელოდები, დისკუსიაში შემოსვლა არ ყოფილა ჩემი მიზანი, უბრალოდ ეს სიტყვაზე გამოკიდება არ მომეწონა და დავაფიქსირე. თუ გაწყენინე ბოდიში...
ფორუმის ფუნქცია დისკუსიაა დ არა ჭორაობა, ან ვინმესთვის რამის დამტკიცება (ამას მაინც ვერავინ გაიგებს - ნიკებით არ ამოვიცნობით)).
დისკუსია და მსჯელობა თუ არა, რა აზრი აქვს ფორუმს.
პ.ს. ჭკუის დამრიგებლებს ვაკრიტიკებდი და მორალისტ ჭკუის დამრიგებლებს ვერ ვიტან ყველაზე მეტად!
ასე რომ, გთხოვ ამაში მაინც ნუ დამწამებ ცილს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1321
წევრი No.: 169220
რეგისტრ.: 22-June 13
#37241397
· 14 Jul 2013, 20:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
რჩევები,მოსაზრებები და ვარაუდები მრავლად გვხვდება,თანაც ურთიერთ საპირისპიროები.
აქედან ჭეშმარიტი რომელია არავინ იცის.
სწორედ მაგიტომ ვთქვი უმნიშვნელო რჩევებიათქო,რომ შედეგებზეა ორიენტირებული და არა მიზეზებზე.
ზიმბარდო რომ ვერ გვეტყვის და ვერც ვერავინ ვერასოდეს ვერაფრს ვერ გვეტყვის საკუთარი თავის გარდა, ესეც ჭეშმარიტია და სწორედ ამიტომ ვართ ინდივიდუალურები და პატარა კოსმოსის მატარებელი საკუთარ თავებში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#37241554
· 14 Jul 2013, 20:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
კი ვთქვი აღარაფერს ვიტყვი მეთქი მაგრამ უცებ გამიჩნდა ამზე ჩემი აზრის დაწერის სურვილი: გეთანხმები რომ ჩვენს ტვინშია ყველა პრობლემაზე პასუხი, მაგრამ ამ ყველაფერს წვდომა ჭირდება, წვდომას კი ინტელექტი, ზოგჯერ კი სპეციალური ცოდნაც. სწორედ ამისთვის არსებობს მეცნიერება სახელად ფსიქოლოგია. ეს მაზამზარეული რჩევები რომ უნივერსალური არ არის ეს ისედაც ყველამ იცის, უბრალოდ არის რაღაცეები რაც შეგიძლია გაითვალისწინო, როცა შენს ტვინში ,,ჭეშმარიტებას" ეძებ, რადგან სწორედ ამ ძიებაში დაგეხმარება. მეც ეგ დავწერე წეღან ზუსტად, რომ ეს რჩევები წაკითხული არ მქონდა, მაგრამ დაახლოებით იგივე მეთოდები მე თვითონ შევიმუშავე ჩემი თავისთვის. მაგრამ ის რასაც მე წლები მოვანდომე, ფსიქოლოგი ორ კვირაში გამაკეთებინებდა. სწორედ ამის თქმა მინდოდა. ხსნა ჩვენშივეა ბატონო, მაგრამ ამის მიგნებას შესაბამისი ცოდნა ჭირდება...
სიმორცხვის დაძლევა კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ებრძვი ან სხვას ბაძავ. უბრალოდ ცდილობ მოიშორო ის, რაც დისკომფორტს გიქმნის და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება მორალზე შენს წარმოდგენას, ამაზე კამათს არ დაგიწყებ. ეგ სადავო საკითხია და მაგაზე დავობენ სამყაროს დასაბამიდან. შენ ეხლა თითქოს განსხვავებულ აზრს ამბობ, მაგრამ ეგ აზრი შენამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, ანუ გამოდის რომ შენც სადღაც წაიკითხე ან მოისმინე და მიბაძვაზე თუ ლაპარაკობ, ესეც არ დაგავიწყდეს. მიბაძვა არაფერ შუაშია, გვინდა არ გვინდა ყველა განვიცდით ვიღაცის ან რაღაცის გავლენას, ვაკუუმში არავინ ვცხოვრობთ, ასე რომ ჩევნი მოსაზრებები არ არის მთლად ჩვენი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#37241563
· 14 Jul 2013, 20:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Gentle_Girl
QUOTE
სწორედ მაგიტომ ვთქვი უმნიშვნელო რჩევებიათქო,რომ შედეგებზეა ორიენტირებული და არა მიზეზებზე.
მსგავსი რჩევები IMHO დიდი უაზრობაა, იმიტომ რომ მათი მიყოლის და შესრულების მცდელობისას, საკუთარი თავის იძულება გვიწევს, კონცენტრირებას ვცდილობთ, ახალ ფიქრებს ვბადებთ და ყურადღებას კიდევ უფრო ვფანტავთ ამით. საკუთარ თავთან მოვდივართ კონფლიქტში - იმას ვაკეთებთ რაც არ გვინდა. ამით ჰარმონია კი არა, პირიქით - თვითკონფლიქტი იქმნება და თუ ვაი და მცდელობა ჩაგვივარდა (და უმეტესად ასეც ხდება), იმას კი არ ვიტყვით "ოჰ ეს არაფერია"-ო - არა, ისევ ახალი თვითუკმაყოფილების განცდა გვეუფლება, რომ მცდელობამ კრახი განიცადა, რაღაც ისევ არ გამოგვივიდა, რაღაც ისევ გვაკლია და ამით კიდევ უფრო ვამძიმებთ საკუთარ მდგომარეობას. კიდევ უფრო მეტად უკმაყოფილონი ვრჩებით საკუთარი თავით.
შეუქცევადი პროცესი მიდის და "ნაკლოვანებების" გამოსწორების მცდელობებია სწორედ ერთ-ერთი კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოება.
პ.ს. ძველ პოსტებს ვკითხულობდი და ადრეც არაერთხელ შემომიხედავს აქ, თუმცა ადრე არ გამჩენია სურვილი რამე დამეწერა.
საწყენია, რომ უმეტეს პოსტებში გამოხატულია საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების განცდა და არ შემიმჩნევია ვინმეს ეთქვას: "მერე რაა; რა პრობლემაა; დიახ მე ასეთი ვარ!"
შეიძლება ვცდები.
This post has been edited by
Hushta
on 14 Jul 2013, 20:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#37241676
· 14 Jul 2013, 20:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
მსგავსი რჩევები IMHO დიდი უაზრობაა, იმიტომ რომ მათი მიყოლის და შესრულების მცდელობისას, საკუთარი თავის იძულება გვიწევს, კონცენტრირებას ვცდილობთ, ახალ ფიქრებს ვბადებთ და ყურადღებას კიდევ უფრო ვფანტავთ ამით. საკუთარ თავთან მოვდივართ კონფლიქტში - იმას ვაკეთებთ რაც არ გვინდა. ამით ჰარმონია კი არა, პირიქით - თვითკონფლიქტი იქმნება და თუ ვაი და მცდელობა ჩაგვივარდა (და უმეტესად ასეც ხდება), იმას კი არ ვიტყვით "ოჰ ეს არაფერია"-ო - არა, ისევ ახალი თვითუკმაყოფილების განცდა გვეუფლება, რომ მცდელობამ კრახი განიცადა, რაღაც ისევ არ გამოგვივიდა, რაღაც ისევ გვაკლია და ამით კიდევ უფრო ვამძიმებთ საკუთარ მდგომარეობას. კიდევ უფრო მეტად უკმაყოფილონი ვრჩებით საკუთარი თავით.
შეუქცევადი პროცესი მიდის და "ნაკლოვანებების" გამოსწორების მცდელობებია სწორედ ერთ-ერთი კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოება.
სწორედ ამიტომ მაგ რჩევებს ბრმად კი არ უნდა მივყვეთ, კომპეტენტური ადამიანების დახარებით გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ზუსტად ასეა მედიცინაშიც. არ შეიძლება ტაბლეტების ყლაპვა ექიმთან კონსულტაციის გარეშე...
წამლების დალევის დროსაც საკუთარი თავის იძულება გიწევს, მაგრამ თუ არ დალევ და იმას გააკეთებ რაც შენ გინდა, ალბათ ხვდები რა შედეგამდეც მიხვალ...
This post has been edited by
BELLA-DONNA
on 14 Jul 2013, 20:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#37241693
· 14 Jul 2013, 20:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BELLA-DONNA
QUOTE
მეც ეგ დავწერე წეღან ზუსტად, რომ ეს რჩევები წაკითხული არ მქონდა, მაგრამ დაახლოებით იგივე მეთოდები მე თვითონ შევიმუშავე ჩემი თავისთვის. მაგრამ ის რასაც მე წლები მოვანდომე, ფსიქოლოგი ორ კვირაში გამაკეთებინებდა. სწორედ ამის თქმა მინდოდა. ხსნა ჩვენშივეა ბატონო, მაგრამ ამის მიგნებას შესაბამისი ცოდნა ჭირდება...
მეც ვცდილობდი იგივეს, მაგრამ ბოლოს რაღაც მეც წავიკითხე, სრულიად განსხვავებული აზრის ინექცია მოვახდინე - თუნდაც ის რაც ზევით დავაციტირე და შევეშვი საკუთარი თავის სრულყოფას.
რაც უფრო ნაკლებს ვებრძოდი ჩემს თავს, მით უფრო კარგად ვგრძნობდი თავს. და ესეც ცოდნის შედეგი იყო რა თქმა უნდა.
მე ცოდნაზე არ მითქვამს არაა საჭირო თქო, პირიქით. აი განზოგადებული რჩევები და ქცევის წესები ძალიან გვთრგუნავს, განსაკუთრებით ინტროვერტებს და კიდევ უფრო გვიმძიმებს მდგომარეობას. ჩვენი პრობლემა სწორედ იდეალიზმია, რომელიც გარემოს გავლენაა.
QUOTE
სიმორცხვის დაძლევა კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ებრძვი ან სხვას ბაძავ. უბრალოდ ცდილობ მოიშორო ის, რაც დისკომფორტს გიქმნის და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
სიმორცხვეს ხომ აქვს მიზეზი?
იქნებ მიზეზი გვეძებნა? შედეგებთან ბრძოლა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. უფრო შრომატევადია და ხშირად არაეფექტური.
QUOTE
რაც შეეხება მორალზე შენს წარმოდგენას, ამაზე კამათს არ დაგიწყებ. ეგ სადავო საკითხია და მაგაზე დავობენ სამყაროს დასაბამიდან. შენ ეხლა თითქოს განსხვავებულ აზრს ამბობ, მაგრამ ეგ აზრი შენამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, ანუ გამოდის რომ შენც სადღაც წაიკითხე ან მოისმინე და მიბაძვაზე თუ ლაპარაკობ, ესეც არ დაგავიწყდეს. მიბაძვა არაფერ შუაშია, გვინდა არ გვინდა ყველა განვიცდით ვიღაცის ან რაღაცის გავლენას, ვაკუუმში არავინ ვცხოვრობთ, ასე რომ ჩევნი მოსაზრებები არ არის მთლად ჩვენი...
მე "თითქოს განსხვავებულ აზრს" კი არ ვამბობდი, აკი ამ აზრის საფუძველიც მოვიტანე და დავდე
გავლენას ნამდვილად განვიცდით, საკუთარი აზრი იბადება მხოლოდ ორი განსხვავებული აზრის გაცნობიერების და შერწყმისას, რომელიც წარმოშობს ახალს ჩვენში და ეს არსებობს, თუმცა რაზეც მე ვსაუბრობდი სულაც არ ყოფილა ჩემი აზრი. სხვისი აზრის გააზრებით და საკუთარი დაკვირვებით მიღებული ანალიზი იყო ჩემი მსჯელობა.
ავტორებს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია მივაგნოთ მიზეზებს.
This post has been edited by
Hushta
on 14 Jul 2013, 20:41
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#37241768
· 14 Jul 2013, 20:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
მეც ვცდილობდი იგივეს, მაგრამ ბოლოს რაღაც მეც წავიკითხე, სრულიად განსხვავებული აზრის ინექცია მოვახდინე - თუნდაც ის რაც ზევით დავაციტირე და შევეშვი საკუთარი თავის სრულყოფას.
აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო ნაკლებ ვებრძოდი ჩემს თავს, მით უფრო კარგად ვგრძნობდი თავს. და ესეც ცოდნის შედეგი იყო რა თქმა უნდა.
მე ცოდნაზე არ მითქვამს არაა საჭირო თქო, პირიქით. აი განზოგადებული რჩევები და ქცევის წესები ძალიან გვთრგუნავს, განსაკუთრებით ინტროვერტებს და კიდევ უფრო გვიმძიმებს მდგომარეობას. ჩვენი პრობლემა სწორედ იდეალიზმია, რომელიც გარემოს გავლენაა.
მაგაში გეთანხმები, საკუთარ თავთან ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს, უნდა იყო ის, რაც ხარ. თუმცა არის ჩვენში რაღაცეები, რაც ზუსტად ჰარმონიის მიღწევაში გვიშლის ხელს და ამას ზუსტადაც უნდა ვებრძოლოთ, ეს საკუთარ თავთან ბრძოლა სულაც არაა.
QUOTE
სიმორცხვეს ხომ აქვს მიზეზი?
იქნებ მიზეზი გვეძებნა? შედეგებთან ბრძოლა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. უფრო შრომატევადია ხშირად არაეფექტური.
სიმორცხვის მიზეზი სრულიად უაზრო და და უშინაარსო კომპლექსებია ჩემი აზრით. თუ არ შეებრძოლები, იქნები კომპლექსიანი და ეს ზუსტად ჰარმონიას დაგირღვევს.
QUOTE
მე "თითქოს განსხვავებულ აზრს" კი არ ვამბობდი, აკი საკუთარი აზრის საფუძველიც მოვიტანე და დავდე
გავლენას ნამდვილად განვიცდით, საკუთარი აზრი არსებობს მხოლოდ ორი განსხვავებული აზრის შერწყმისას, რომელიც წარმოშობს ახალს ჩვენში და ეს არსებობს, თუმცა რაზეც მე ვსაუბრობდი სულაც არ ყოფილა ჩემი აზრი. სხვისი აზრის გააზრების და საკუთარი დაკვირვებით მიღებული ანალიზი იყო ჩემი მსჯელობა.
ავტორებს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია მივაგნოთ მიზეზებს.
გასაგებია ჩემო კარგო, მაგრამ შენც სხვისი აზრი მოგეწონა, რომელიც იმ ავტორის აზრის საწინააღმდეგოა, ჭეშმარიტება რომელია კაცმა არ იცის და მოდი ნურავის აზრს ნუ გადავუვლით...
This post has been edited by
BELLA-DONNA
on 14 Jul 2013, 20:46
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(105)
« პირველი
...
76
77
[78]
79
80
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0786 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.