Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(105)
« პირველი
...
77
78
[79]
80
81
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ინტროვერტები
, ნაწილი VI
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
herooftheday
Red Black & White
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
herooftheday
Red Black & White
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4812
წევრი No.: 48408
რეგისტრ.: 3-December 07
#37241787
· 14 Jul 2013, 20:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
ეს რეებს ვკითხულობ...შეეშვით საკუთარი თავის იდეალიზებას და სრულყოფას!იდეალურები არ არსებობენ. ნუ ებრძვით საკუთარ თავს - მიიღეთ ის ისეთი როგორიც არის!
არა
საკუთარ სრულყოფას რატომ უნდა შევეშვათ? რას გვერჩი?
შენ შეეშვი სხვის დარიგებებს!
იდეალური ადამიანები რომ არ არსებობენ ეგ არ ვიცით მე და ზიმბარდომ შენი აზრით? მაგრამ იდეალურობისკენ სწრაფვა რომ შესაძლებელი და ყველაზე მაგარი რაღაცაა ეგ შენ არ იცი სამწუხაროდ. "მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის!" დიდი სისულელეა... რა მივიღო, ვთქვათ მიდრეკილება მაქვს ადამიანის წამებისკენ, მივიღო ეს? დაგიჯერო? საკუთარ თავს კი არა, საკუთარ თავში ყველაფერ ცუდს ვებრძვი, მარტივად რომ ვთქვა.
This post has been edited by
herooftheday
on 14 Jul 2013, 20:51
--------------------
გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი.
ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული.
როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა
მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#37241813
· 14 Jul 2013, 20:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
herooftheday
QUOTE
იდეალურობისკენ სწრაფვა რომ შესაძლებელი და ყველაზე მაგარი რაღაცაა ეგ შენ არ იცი სამწუხაროდ. "მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის!" დიდი სისულელეა... რა მივიღო, ვთქვათ მიდრეკილება მაქვს ადამიანის წამებისკენ, მივიღო ეს? დაგიჯერო?
+++
საკუთარ თავს კი არა, ცუდს უნდა ებრძოლო შენს თავში. ,,ცუდი" ძალიან ზოგადი სიტყვაა, ყველამ თვითონ გადაწყვიტოს რა არის მასში ცუდი. ეხლა გამოჩნდებიან მავანნი და მეტყვიან - არავითარ ცუდი კარგი არ არსიბობს, ეგ პირობითი ცნებებიაო. კი ბატონო, ვინც მასე ფიქრობთ მასე იფიქრეთ, ყველანაირ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მასეთი სოფიზმებით ვერ მომატყუებთ გენაცვალე.
რეალური ცხოვრება ცოტა შორს დგას ამ ფილოსოფიური თუ ფსევდოფილოსოფიური თეორიებისგან. ვერავინ დამარწმუნებს რომ ცუდი და კარგი არ არსებობს. ადამიანს რომ მოკლავ ცუდია და ვერცერთი ფილოსოფოსი ვერ გადამარწმუნებს ამაში...
This post has been edited by
BELLA-DONNA
on 14 Jul 2013, 20:57
--------------------
და გულწრფელობა თქმაში კი არა, უთქმელობაში არის მეტადრე.
თუ დუმილი დროული არის, წრფელია იგი.
მაგალითისთვის ჰკითხეთ, მეთევზე მამიკოს ჰკითხეთ,
და იგი გეტყვით, რატომ იჭერენ და ჰკლავენ თევზებს?
მაშინ თევზები მოგაპყრობენ მდუმარე თვალებს.
ეს არის ღრმა და ზუსტი პასუხი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1321
წევრი No.: 169220
რეგისტრ.: 22-June 13
#37241832
· 14 Jul 2013, 20:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
მსგავსი რჩევები IMHO დიდი უაზრობაა, იმიტომ რომ მათი მიყოლის და შესრულების მცდელობისას, საკუთარი თავის იძულება გვიწევს, კონცენტრირებას ვცდილობთ, ახალ ფიქრებს ვბადებთ და ყურადღებას კიდევ უფრო ვფანტავთ ამით. საკუთარ თავთან მოვდივართ კონფლიქტში - იმას ვაკეთებთ რაც არ გვინდა. ამით ჰარმონია კი არა, პირიქით - თვითკონფლიქტი იქმნება და თუ ვაი და მცდელობა ჩაგვივარდა (და უმეტესად ასეც ხდება), იმას კი არ ვიტყვით "ოჰ ეს არაფერია"-ო - არა, ისევ ახალი თვითუკმაყოფილების განცდა გვეუფლება, რომ მცდელობამ კრახი განიცადა, რაღაც ისევ არ გამოგვივიდა, რაღაც ისევ გვაკლია და ამით კიდევ უფრო ვამძიმებთ საკუთარ მდგომარეობას. კიდევ უფრო მეტად უკმაყოფილონი ვრჩებით საკუთარი თავით.
შეუქცევადი პროცესი მიდის და "ნაკლოვანებების" გამოსწორების მცდელობებია სწორედ ერთ-ერთი კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოება.
სწორედ ამიტომ დავწერე წინა პოსტში სხვა იუზერთან,თუ ზუსტად იცი რომ უნდა შეცვალო რაღაც,მხოლოდ მაშინ უნდა შეცვალოთქო.ამის დაზუსტებად კი სჭირდება დრო და ბევრი თვითანალიზი.
აქამდეც მაქვს ნათქვამი,რომ როგორც კი ვაღიარე ჩემი თავი ისეთი,როგორიც ვარ ბევრად მარტივი გახდა სამყარო და იმ პოსტზე კიდეც უნდა მიმეწერა,რომ ბევრი რამ მეგონა შესაცვლელი ჩემში,მაგრამ აღმოვაჩინე რომ სულაც არ ყოფილა შესაცვლელითქო.
მგონი ერთი და იგივე რაღაცას ვიმეორებთ მე და შენ სხვადასხვა სიტყვებით
QUOTE
პ.ს. ძველ პოსტებს ვკითხულობდი და ადრეც არაერთხელ შემომიხედავს აქ, თუმცა ადრე არ გამჩენია სურვილი რამე დამეწერა.
საწყენია, რომ უმეტეს პოსტებში გამოხატულია საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების განცდა და არ შემიმჩნევია ვინმეს ეთქვას: "მერე რაა; რა პრობლემაა; დიახ მე ასეთი ვარ!"
შეიძლება ვცდები.
მთავარია ობიექტური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ,ზოგჯერ შეიძლება უკმაყოფილო იყო,ზოგჯერ კმაყოფილი,წარმავალია ეგენი,მთავარია იყო ობიექტური ყველგან და ყველა სიტუაციაში შენივე თავის მიმართ
თორემ შანსი თანაბარია განდიდების მანიასა და არასრფულფასოვნების კომპლექსს შორის სუბიექტური შეფასებეიბსას.
პ.ს. სხვა პოსტები არ წამიკითხავს,მხოლოდ ის რაზეც მონიშNული ვიყავი,გადავხედავ მერე მაინტერესებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#37241907
· 14 Jul 2013, 21:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BELLA-DONNA
QUOTE
გასაგებია ჩემო კარგო, მაგრამ შენც სხვისი აზრი მოგეწონა, რომელიც იმ ავტორის აზრის საწინააღმდეგოა, ჭეშმარიტება რომელია კაცმა არ იცის და მოდი ნურავის აზრს ნუ გადავუვლით...
ჰო, ამ მხრივ ჭეშმარიტება ჩვენშია, ეს დავწერე სწორედ თავიდანვე
ნებისმიერ ინდივიდს უნდა ინდივიდუალური მიდგომა. განსაკუთრებით კარგია თუ ის თავად მოძებნის საკუთარი თავის ხსნის გზას. ამ საკითხში ინსტრუქციები არ არსებობს IMHO.
რაც უფრო მეტს შეეცდება თავისით, მეტი წინააღმდეგობები ექნება, მაგრამ მით უფრო მეტს აღმოაჩენს და თვითონ იქნება საკუთარი თავის მშველელი და არა ექიმი.
(ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიას ვეხები და არა ფიზიოლოგიას).
როცა ეკლის ამოღებაში ექიმი გეხმარება, მეორედ რომ შეგესობა ისევ ექიმთან გარბიხარ და ვერ სწავლობ საკუთარი თავის შველას, ეგ კი არა, აღარც კი ცდილობ თავად უშველო საკუთარ თავს.
QUOTE
სიმორცხვის მიზეზი სრულიად უაზრო და და უშინაარსო კომპლექსებია ჩემი აზრით. თუ არ შეებრძოლები, იქნები კომპლექსიანი და ეს ზუსტად ჰარმონიას დაგირღვევს.
ჩემი აზრით სიმორცხვე და დაბნეულობა თვითკონფლიქტია, ანუ ორი სხვადასხვა შიშია, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და ინდივიდი შეყავთ ჩიხში.
ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შიშიდან ერთ-ერთს მაინც თუ აღმოვაჩენთ და აღმოვფხრავთ, შედეგი ნაწილობრივ მიღწეულია.
"არ უნდა მრცხვენოდეს" ძახილი და სხვა თავისშექცევის მეთოდები, შედეგთან ბრძოლაა, რომელიც იშვიათად, ან მხოლოდ მცირეხნით წყვეტს პრობლემებს.
პ.ს. თუ ჩემთან მსჯელობა გაღიზიანებს, ან შეგაწუხე შეგიძლია არ გამომეხმაურო, არ მეწყინება.
* * *
Gentle_Girl
QUOTE
აქამდეც მაქვს ნათქვამი,რომ როგორც კი ვაღიარე ჩემი თავი ისეთი,როგორიც ვარ ბევრად მარტივი გახდა სამყარო და იმ პოსტზე კიდეც უნდა მიმეწერა,რომ ბევრი რამ მეგონა შესაცვლელი ჩემში,მაგრამ აღმოვაჩინე რომ სულაც არ ყოფილა შესაცვლელითქო.
+1
This post has been edited by
Hushta
on 14 Jul 2013, 21:08
--------------------
"But whoever is despised by the people like a wolf by dogs; this is the free spirit, the foe of fetters, the non-adorer, the one who houses in the woods."
_Friedrich Nietzsche
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#37241968
· 14 Jul 2013, 21:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
აგრამ მით უფრო მეტს აღმოაჩენს და თვითონ იქნება საკუთარი თავის მშველელი და არა ექიმი.
თვითმკურნალობა - ყველაზე დიდი შეცდომა!..
QUOTE
ჩემი აზრით სიმორცხვე და დაბნეულობა თვითკონფლიქტია, ანუ ორი სხვადასხვა შიშია, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და ინდივიდი შეყავთ ჩიხში.
ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შიშიდან ერთ-ერთს მაინც თუ აღმოვაჩენთ და აღმოვფხრავთ, შედეგი ნაწილობრივ მიღწეულია.
"არ უნდა მრცხვენოდეს" ძახილი და სხვა თავისშექცევის მეთოდები, შედეგთან ბრძოლაა, რომელიც იშვიათად, ან მხოლოდ მცირეხნით წყვეტს პრობლემებს.
რა ვიცი, რა ვიცი, ყველას ტავისი აზრი აქვს. პრინციპში მეც დაახლოებით იგივეს ვწერდი მგონი წეღან, ოღონდ სხვა სიტყვებით. მეჩვენება რომ წყალს ვნაყავთ...
QUOTE
პ.ს. თუ ჩემთან მსჯელობა გაღიზიანებს, ან შეგაწუხე შეგიძლია არ გამომეხმაურო, არ მეწყინება.
ეგ თავისთავად იგულისხმება, გამოხმაურება რომ არ მდომებოდა, არც გამოგეხმაურებოდი, ამისთვის შენი ნებართვა და რეზოლუცია რაში მჭირდება, ჰანი...
წავედი ეხლა მე და ვინც აპირებთ რომ ჩემს პოსტებს უპასუხოთ, გაითვალისწინეთ, რომ პასუხს ცოტა დააგვიანდება...
Gentle_Girl
OFFTOPIC:
hey. soulsister! გამარჯობა და ნახვამდის...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#37242275
· 14 Jul 2013, 21:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
herooftheday
QUOTE
საკუთარ სრულყოფას რატომ უნდა შევეშვათ? რას გვერჩი?შენ შეეშვი სხვის დარიგებებს! იდეალური ადამიანები რომ არ არსებობენ ეგ არ ვიცით მე და ზიმბარდომ შენი აზრით?
მაგრამ იდეალურობისკენ სწრაფვა რომ შესაძლებელი და ყველაზე მაგარი რაღაცაა ეგ შენ არ იცი სამწუხაროდ. "მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის!" დიდი სისულელეა... რა მივიღო, ვთქვათ მიდრეკილება მაქვს ადამიანის წამებისკენ, მივიღო ეს? დაგიჯერო?
მე და სხვებს რომ არ უნდა დაგვიჯერო ამაზე მქონდა სწორედ საუბარი. საკუთარ თავს დაუჯერე თქო.
ცუდი რომ არის ამას ხო გრძნობ და ხო გაწუხებს? ვიდრე საკუთარ თავს ბრმად შეეწინააღმდეგებოდე, იქნებ ჯობდეს ის გაგეგო რატომ გაქვს ადამიანის წამებისკენ მიდრეკილება?
ისიც შეგეფასებინა და განგესაჯა რა არის კარგი. რატომ ფიქრობ რომ იდეალურობისკენ სწრაფვა "ყველაზე მაგარი რაღაცაა".
საიდან გაქვს იდეალურის იდეა და რატომ გგონია ეს ასე.
მოკლედ, ისევ მიზეზებთან მივდივარ, რომელიც ჩვენში უნდა ვეძებოთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
herooftheday
Red Black & White
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
herooftheday
Red Black & White
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4812
წევრი No.: 48408
რეგისტრ.: 3-December 07
#37242380
· 14 Jul 2013, 21:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
მე და სხვებს რომ არ უნდა დაგვიჯერო ამაზე მქონდა სწორედ საუბარი. საკუთარ თავს დაუჯერე თქო.ცუდი რომ არის ამას ხო გრძნობ და ხო გაწუხებს? ვიდრე საკუთარ თავს ბრმად შეეწინააღმდეგებოდე, იქნებ ჯობდეს ის გაგეგო რატომ გაქვს ადამიანის წამებისკენ მიდრეკილება?ისიც შეგეფასებინა და განგესაჯა რა არის კარგი. რატომ ფიქრობ რომ იდეალურობისკენ სწრაფვა "ყველაზე მაგარი რაღაცაა".საიდან გაქვს იდეალურის იდეა და რატომ გგონია ეს ასე.მოკლედ, ისევ მიზეზებთან მივდივარ, რომელიც ჩვენში უნდა ვეძებოთ.
ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი მიფიქრია მეგობარო... გამოცდილებაც მაქვს გარკვეული ოდენობით და საკუთარ თავის გაცნობაც დაწყებული მაქვს... არგუმენტაციის გარეშე ბრმად, საერთოდ არაფერს ვიჯერებ და არავის სიტყვას ვიღებ უდავო ჭეშმარიტებად. კრიტიკული აზროვნება მუდმივად აუცილებელია ყველა საკითხში. მიზეზებზე ფიქრიც საჭიროა, რა თქმა უნდა. მაგრამ არ უნდა დაგვავწიყდეს მიზანზე ფიქრიც, თუ მიზანი არ გვაქვს, მითუმეტეს.
This post has been edited by
herooftheday
on 14 Jul 2013, 21:48
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1321
წევრი No.: 169220
რეგისტრ.: 22-June 13
#37242707
· 14 Jul 2013, 22:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე ვფიქრობ საკუთარ თავში გვაქვს სამყაროს გასაღები და რესურსი ვიპოვოთ ის.
მეცნიერებები ადამიანის გარეშე ვერ იარსებედა,ის ჩვენ გამოვიგონეთ,რაც ადამიანის პროდუქტია მასშივე არის,უბრალოდ საჭიროა მისი პოვნა.
არ ვამბობ რომ არაფერი უნდა წაიკითხო,არავის მოუსმინო,მაგრამ ყველაფერი შენი შინაგანი გონის თანახმად უნდა მიიღო.
QUOTE
აი მორცხვი და ჩაკეტილი სწორედ იმიტომ ხარ, რომ არ გინდა მიიღო საკუთარი თავი. გინდა სხვანაირი გახდე, სხვებს მიბაძო, იდეალი გაქვს სხვების სახით და გგონია სხვები უკეთესები არიან და იმიტომ გიჩნდებათ თვითუკმაყოფილების ეს განცდა. მაგას ვამბობდი თვითრწმენა არ გაქვთ თქო მორცხვებს (ჩემ თავს არ გამოვყობ - ჩემ თავზე საერთოდ არ ვსაუბრობ).
+1 და სიმორცხვე ჩნდება საკუთარი თავის უარყოფისგან და თვითწრმენის ნაკლებობიდან.
QUOTE
საკუთარი აზრი იბადება მხოლოდ ორი განსხვავებული აზრის გაცნობიერების და შერწყმისას, რომელიც წარმოშობს ახალს ჩვენში და ეს არსებობს,
მე ბევრი განსხავებული აზრი მაქვს ახლა, ნელ-ნელა ვყალიბდები,უბრალოდ ზოგი გადავდე...
ნუ ძირუული პრინციპები მაქვს,მაგრამ არც იმას გამოვრციხვავ მომავალში შემეცვალოს ეს "ძირეულობები".
QUOTE
იდეალური ადამიანები რომ არ არსებობენ ეგ არ ვიცით მე და ზიმბარდომ შენი აზრით? მაგრამ იდეალურობისკენ სწრაფვა რომ შესაძლებელი და ყველაზე მაგარი რაღაცაა
იდეალის გაგება პირობითია და ყველას საკუთარი აქვს.
QUOTE
თვითმკურნალობა - ყველაზე დიდი შეცდომა!..
მე კი ამაში ვხედავ ადამიანის სიცოცხლის აზრს.
BELLA-DONNA
QUOTE
hey. soulsister! გამარჯობა და ნახვამდის...
ჰეი ჯოი!
უკვე წასული ხარ სავარაუდოდ.გვიან მოველ რათა ეს გული გადამეშალა :უკბილოიუმორი:
This post has been edited by
Gentle_Girl
on 14 Jul 2013, 22:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#37243344
· 14 Jul 2013, 23:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Gentle_Girl
QUOTE
მე ბევრი განსხავებული აზრი მაქვს ახლა, ნელ-ნელა ვყალიბდები,უბრალოდ ზოგი გადავდე...ნუ ძირუული პრინციპები მაქვს,მაგრამ არც იმას გამოვრციხვავ მომავალში შემეცვალოს ეს "ძირეულობები".
ყოველთვის მზად უნდა იყო აზრის შეცვლისთვის და ამის გამო საკუთარ თავს არ უნდა აკრიტიკებდე.
ჭეშმარიტება არავინ არ იცის, მხოლოდ ის უახლოვდება ვინც ეძებს და ვინც ეძებს ის ყოველთვის ახალ-ახალს აღმოაჩენს.
ამისთვის ვარ აქ, ფორუმზე - გავიგო სიმართლე ჩემში.
herooftheday
QUOTE
ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი მიფიქრია მეგობარო... გამოცდილებაც მაქვს გარკვეული ოდენობით და საკუთარ თავის გაცნობაც დაწყებული მაქვს... არგუმენტაციის გარეშე ბრმად, საერთოდ არაფერს ვიჯერებ და არავის სიტყვას ვიღებ უდავო ჭეშმარიტებად. კრიტიკული აზროვნება მუდმივად აუცილებელია ყველა საკითხში. მიზეზებზე ფიქრიც საჭიროა, რა თქმა უნდა. მაგრამ არ უნდა დაგვავწიყდეს მიზანზე ფიქრიც, თუ მიზანი არ გვაქვს, მითუმეტეს.
მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი როგორებიც ვართ და ეს მოგვცემს ენერგიას შევცვალოთ მასში ის რაც არ მოგვწონს - ეს არის ჩემი ინდივიდუალური მიდგომა რაც გამოვიმუშავე ცოტაოდენი კითხვით და ცოტაოდენი დაკვირვებით.
წვრილმანებშიც კი, არასოდეს არაფერს არ ვუკრძალავ საკუთარ თავს. წორედ ეს მაძლევს ენერგიას არ გავაკეთო ის რაც საჭირო იყო ამეკრძალა.
იმიტომ, რომ როცა რაღაცას უკრძალავ საკუთარ თავს, იქვე გიჩნდება შიში რომ ეს რაღაც აღარასოდეს არ შეგეძლება გაიმეორო და თუ გაიმეორებ, საკუთარი თავის მიმართ გაგიჩნდება ზიზღი და უკმაყოფილება - "ისევ ვერ შევძელი" - აი ეს ორი ურთიერთწინააღმდეგობა ძალიან გვასუსტებს და კიდევ უფრო გვამძიმებს.
(მაგალითებს არა აქვს მნიშვნელობა, თითქმის ნებისმიერი სიტუაცისას ხდება იგივე).
მთავარია ყურადღებით ვუყუროთ საკუთარ თავს და მაქსიმალურად გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან - მოვერიდოთ ფაქტების შეფერადებას - შემსუბუქებას ან დამძიმებას (ამ უკანასკნელს იმიტომ ვაკეთებთ, რომ თვითუკმაყოფილების გვეშინია და გავურბივართ).
რადგან ეს მიდგომა ხშირად წარმოშობს საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების განცდას, მაგრამ ეს კიდე ვიმეორებ: წინასწავე უნდა მოვიშოროთ, უნდა გვესმოდეს რომ იდეალურები არ ვართ და ნუ განვიკითხავთ საკუთარ თავს ამის გამო. ნურც სრულყოფას ნუ მოვინდომებთ, თორემ მონდომებაც შიშს ქმნის, რომ ესა და ეს შეიძლება ვერ შევძელოთ. უბრალოდ ვიმოქმედოთ - რაც არ მოგვწონს ის შევცვალოთ დაკვირვებით. არა წინააღმდეგობით, არა დიდი მონდომებით, არა მიზნის მტკიცედ დასახვით და არა საკუთარი თავის დათრგუნვით.
ესაა ჩემი მიდგომა ფსიქოლოგიური პრობლემების მიმართ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pippa
Super Member
ჯგუფი: Registered
pippa
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 720
წევრი No.: 166674
რეგისტრ.: 5-May 13
#37243373
· 14 Jul 2013, 23:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Gentle_Girl
QUOTE
თუ ზუსტად იცი რომ რაღაცის შეცვლაა საჭირო უნდა შეცვალო. ))
ვიცი რაც უნდა შევცვალო და როგორც,მაგრამ მართალი ხარ,ჯობს შევეშვა და ნაკლებად ვიფიქრო ამაზე,ბუნებრივად უნდა მივიღო ჩემი ხასიათი და ამის გამო წვრილმანებზე არ ვინერვიულო.მითუმეტეს,რომ ამ რაღაცების გამოსწორების დროს საშინლად ვგრძნობ ხოლმე თავს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#37243593
· 14 Jul 2013, 23:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
75-ე გვერდზე შოპენჰაუერის ნაკვესი იმიტომ დავდე, რომ რასაც გადავხედე პოსტებს დავინახე რო აქ ხალხი უკმაყოფილო იყო საკუთარი თავით.
წაიკითხეთ და დააფასეთ თქვენი თავი ინტროვერტებო.
შოპენჰაუერი არის დაცემულ არწივთა ასაფრენი!
This post has been edited by
Hushta
on 14 Jul 2013, 23:22
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pippa
Super Member
ჯგუფი: Registered
pippa
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 720
წევრი No.: 166674
რეგისტრ.: 5-May 13
#37243826
· 14 Jul 2013, 23:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
წავიკითხე და მომეწონა,თუმცა ოდნავ გადაჭარბებულად მეჩვენა,სულ ოდნავ ;დ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1321
წევრი No.: 169220
რეგისტრ.: 22-June 13
#37247355
· 15 Jul 2013, 11:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
ყოველთვის მზად უნდა იყო აზრის შეცვლისთვის და ამის გამო საკუთარ თავს არ უნდა აკრიტიკებდე.
ჭეშმარიტება არავინ არ იცის, მხოლოდ ის უახლოვდება ვინც ეძებს და ვინც ეძებს ის ყოველთვის ახალ-ახალს აღმოაჩენს.
ნამდვილად ასეა,ბევრი უნდა გავიგოთ რომ ცოტათი მივუახლოვდეთ.
QUOTE
ამისთვის ვარ აქ, ფორუმზე - გავიგო სიმართლე ჩემში.
ცოტა ხმამაღალი ნათქვამია,მარტო ფორუმის იმედად ვერ იქნები
pippa
QUOTE
ვიცი რაც უნდა შევცვალო და როგორც,მაგრამ მართალი ხარ,ჯობს შევეშვა და ნაკლებად ვიფიქრო ამაზე,ბუნებრივად უნდა მივიღო ჩემი ხასიათი და ამის გამო წვრილმანებზე არ ვინერვიულო.მითუმეტეს,რომ ამ რაღაცების გამოსწორების დროს საშინლად ვგრძნობ ხოლმე თავს.
ხო ჩემთანაც ასე იყო,ბევრს ვფიქრობდი და ვნერვიულობდი ზუსტად ისეთი "ხმაურიანი" რომ არ ვიყავი,როგორც ჩემი მეგობრები.
ერთი პერიოდი ყველა "გიჟი" მეგობარი იკრიბებოდა და მე ვიღლებოდი მათთან,იმის მაგივრად რომ მეთქვა არ მინდა წამოსვლა,ვიმალებოდი სახლში.
1-2 ჯერ ჩემი სუპერ-ექსრტა მეგობარი კიდეც მოვიდა შეწუხებული სახით დახმარება გჭირდებაო....
არადა კარგად ვიყავი,გარდატეხის ასაკის კრიზისი მქონდა + ინ ლავ
ახლა მეცინება,რა უტვინო ბავშვი ვიყავი
იმიტომ ვერ ვამბობდი არ მინდა წამოვიდე თქვენთან ერთად,რომ მეგონა არ წასვლის მიზეზი გამოსასწორებელი მქონდა.
წინა გვერდებზე სწორედ ამაზე იყო საუბარი და მე პირადი მაგალითით დავაგვირგვინე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#37247431
· 15 Jul 2013, 11:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Gentle_Girl
QUOTE
ცოტა ხმამაღალი ნათქვამია,მარტო ფორუმის იმედად ვერ იქნები
დისკუსიას და კამათს სერიოზული ძალა აქვს!
სამწუხაროა რომ ცოტაა ასეთი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Gentle_Girl
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1321
წევრი No.: 169220
რეგისტრ.: 22-June 13
#37247470
· 15 Jul 2013, 11:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
დისკუსიას და კამათს სერიოზული ძალა აქვს!
სამწუხაროა რომ ცოტაა ასეთი.
+1
გეთანხმები,ჭეშმარიტება იბადება კამათში.
მაგრამ მე არ მიყვარს კამათი,სადაც ორივე მხარე ცდილობს მისი სიმართლე დაამკტიცოს, არ სცეს პატივი მეორე მხარის მოსაზრებას,მოკლედ რომ ვთქვა არაჯანსაღი კამათი,
ამიტომ თავს ვარიდებ ყველანაირ კამათს,ფურცელს ვეკამათები ხოლმე ან ვორდპრესს
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(105)
« პირველი
...
77
78
[79]
80
81
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0813 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.