გამარჯობა

დაახლოებით 1კვირის წინ ვეძებდი მასალას ინტროვერტებზე. შემთხვევით აღმოვჩნდი აქ, თემის პირველ ნაწილში. ასე გამოვყევი და აგერ ამ თემამდე მოვედი. მოკლედ, წავიკითხე ექვსი ნაწილის თითოეული პოსტი და რაოდენ სილელურადაც არ უნდა ჟღერდეს - სიამოვნებით.
ყოველთვის ჩემს საზიზღარ ხასიათს ვაბრალებდი ყველაფერს და ვერ წარმომედგინა რომ სხვებიც თუნდაც 5-6 კაცი სადღაც იგივეს გრძნობდა. აქ კიდე რამდენნი ხართ.
ინტროვერტი ვარ, მიხარია რომ ვარ და არც მინდა ფიქრი იმაზე რომ შეიძლება "გამოვსწორდე", როგორც ამას სხვები ისურვებდნენ.(ნათესავები, მეგობრები...)
და ერთადერთი რაც მჭირდება იმისათვის რომ ვიყო კარგად, მეტიც, ბედნიერი, ეს მარტო ყოფნაა.
დაახლოებით 1 თვეა სრულიად მარტო მიწევს ცხოვრება და ასეთი სიცოცხლით სავსე არასოდეს ვყოფილვარ

ეს სიცოცხლისუნარიანობა ფიზიკურად არ მეტყობა არანაირად ოღონდ. ანუ სხვებისთვის ისევ ისეთი მუდო დავრჩები. მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ბედნიერი ვარ და ამ დროის მანძილზე გავაკეთე ყველაფერი რასაც ხალხთან ურთიეღთოობის დროს 1წელიც ვერ გავაკეთებდი.
ეს თემა ჩამკვდარი რატომაა, ექსტროვერტებიც ისვენებთ? არამგონია
ცოტა უთავბოლოდ გამომივიდა მაგრამ აქვე ვიტყვი რომ ამდენინაწერის წაკითხვის შემდეგ თამამად შემIძლია გავაცხადო,რომ Silencio იდეალად დამესახა ამ ინტროვერტულ "სამყაროში"