იმსახურებს პირველ გვერდზე ყოფნას.
Silencioმარტოობა
ექსტროვერტის განმარტებით: იყო მარტოსული.
ინტროვერტის განმარტებით: ტკბებოდე სიმშვიდით და სიწყნარით.
წიგნი
E: საყრდენი, საფუძველი ცოდნისთვის.
I: მოგზაურობის, საინტერესო ადამიანების გაცნობის, თავგადასავლების ყველაზე უსაფრთხო და იაფი საშუალება.
მოწყენილი
E: როცა არაფრით ხარ დაკავებული.
I: ყოველდღიურ თემებზე საუბარი, რომლიდანაც ზრდილობიანად თავის დაღწევის საშუალება არ არსებობს.
თავისუფალი დრო
E: დრო, რომლის განმავლობაში ჩართული ხარ ჯგუფურ აქტივობებში (იხ. მუშაობის ინტროვერტისეული განმარტება).
I: დრო, როცა შეგიძლია დაბრმავებამდე იკითხო.
მეგობარი
E: ადამიანი, რომელიც არასოდეს დაგტოვებს მარტო.
I: ადამიანი, რომელიც არ იფიქრებს, რომ მას ხელს კრავ, თუ მარტო გინდა ყოფნა.
კარგი მანერები
E: საუბრებს შორის უხერხული სიჩუმის სიტყვებით შევსება, ყველასთვის სათანადო ყურადღების მიქცევა.
I: ადამიანებთან კონტაქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია და დარწმუნებული ხარ, რომ არ აწუხებ.
სახლი
E: ადგილი, სადაც შეგიძლია ნაცნობები მიიპატიჟო.
I: ადგილი, სადაც შეგიძლია დაემალო ნაცნობებს.
ინტერნეტი
E: რეკლამის საშუალება და ადგილი, სადაც ისინი იკრიბებიან, ვისაც პირადი ცხოვრება არ აქვს.
I: სხვა ინტროვერტების გაცნობის საშუალება.
სიყვარული
E: როცა არ გიწევს იყო მარტო.
I: როცა გიგებენ და გაფასებენ.
ტელეფონი
E: სხვა ადამიანებთან დამაკავშირებელი ხაზი.
I: აუცილებელი ბოროტება, რომელიც ზოგჯერ გამოსადეგია, მაგრამ ძირითადად უსარგებლო.
გართობა
E: ორ ან მეტ ადამიანთან ყოფნა (რაც მეტი, მით უკეთესი), ხმამაღალი მუსიკა, საუბარი უმნიშვნელო თემებზე, სპორტული ღონისძიებები, ხალხმრავალი ადგილები.
I: მარტო ან სხვებთან ერთად ყოფნა, როცა ამის გარკვეული მიზანი არსებობს: ფილმის, სპექტაკლის ნახვა, მყუდრო საუბარი ერთ ან ორ ახლო მეგობართან.
მუშაობა
E: როცა გიწევს კითხვა, წერა, მოსმენა, გარკვეულ ამოცანაზე კონცენტრაცია.
I: როცა ყოველ 5 წუთში გაწუხებენ რაღაც ტრივიალურით და კონცენტრაციის საშუალებას არ გაძლევენ.
და მითები

მგონი პირველი თემიდან მოგვყვება

მითი 1 - მათ არ უყვართ ლაპარაკი
სიცრუეა. ისინი არ ლაპარაკობენ, თუ არაფერი აქვთ სათქმელი. მათ სძულთ „მცირედ თემებზე“ ლაპარაკი. ალაპარაკეთ ისინი იმ თემაზე, რაც აინტერესებთ და მალე არ „მოკეტავენ“.
მითი2 - მორცხვები არიან
არ არის მართალი, თითქოს მათ ხალხის ეშინიათ. მათ უბრალოდ სჭირდებათ მიზეზი ურთიერთობისთვის. ისინი არ ურთიერთობენ, მხოლოდ იმისთვის, რომ იურთიერთონ.
თუ გინდათ, ისინი აალაპარაკოთ, უბრალოდ დაუწყეთ ლაპარაკი.
მითი 3: ისინი უხეშები და ქედმაღლები არიან
სინამდვილეში მათ მხოლოდ სურთ იყონ ნამდვილი და გულწრფელი, რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ასეთი გარემოს შეხვედრა, სამწუხაროდ, ძნელია, ამიტომ მათ უჭირთ და ღლით ასეთ გარემოში ჩატევა
მითი 4: მათ ხალხი არ უყვართ
პირიქით, ისინი ძალიან აფასებენ იმ ორიოდე მეგობარს, ვინც მათ ყავთ, ისინი ბრმად ენდობიან მათ. თუ თქვენ გაგიმართლათ და მან მეგობრად მიგიღოთ, მთელი ცხოვრება ერთგული მოკავშირე გეყოლებათ.
მითი 5: მათ არ უყვართ ხალხში გასვლა
კიდევ ერთი ნონსენსი: ისინი უბრალოდ ძალიან მგრძნობიარენი არიან მონაცემებისა და განცდების მიმართ. თუმცა მათ უჭირთ ამ ყველაფრის „გადახარშვა“, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმარტოვეში ყველაფრის გადამუშავება და „ხელახლა დამუხტვა“
მითი 6: მათ მუდამ მარტოობა სურთ
ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარ ფიქრებთან. ისინი ბევრს ფიქრობენ. ისინი ოცნებობენ. მათ უყვართ დანახული ან წარმოსახვითი პრობლემების ამოხსნა, მაგრამ ისინი ყოველთვის ეძებენ ერთ ადამიანს, ვისაც თავის განცდებს გაუზიარებენ.
მითი 7: ისინი უცნაურები არიან
უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი: ისინი ინდივიდუალისტები არიან, არ მისდევენ ბრბოს, ისინი გადაწყვეტილებებს ღებულობენ იმის მიხედვით რაც მათი აზრით სწორია და არაა იმის მიხედვით, რა არის მოდური ან ნორმა. მათ ძალიან სძულთ „პადხალიმი“
მითი 8: მათ არ იციან როგორ გაერთონ და იკაიფონ
ისინი ჩვეულებრივ სახლში, ან ბუნებაში ისვენებენ, ისინი არ არიან ადრენალინზე დახარბებული თავგადასავლებს მოყვარული ხალხი, იგივე მეცნიერს თუ დავუჯერებთ,ეს იმით აიხსნება, რომ ისინი მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან დოპამინის მიმართ.
მითი 9: ისინი შეიძლება გამოსწორდნენ და იქცნენ ექსტროვერტები
სამყარო მათ გარეშე იქნებოდა ბევრად ნაკლები მეცნიერით, მუსიკოსით, მხატვროთ, პოეტით, ექიმით და ფილოსოფოსით. ფაქტიურად, ერთერთი მკვლევარის, სილვერმანის 1986 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მათი პროცენტული წილი პირდაპირპროპორციულია ინტელექტის კოეფიციენტთან (აი-ქიუ IQ)
აუცილებელი არაა,ყველას უთხრათ სიმართლე, მაგრამ ყველაფერი, რასაც იტყვით, უნდა იყოს სიმართლე
ცხვარი ცხვარია და ის არ ცხარდება :@
We do not see things as they are. We see them as we are.
ჩვენთან, საქართველოში მრგვალი რიგებია :D
I am the Universe...