#39812208 · 12 Feb 2014, 14:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
natiko22
QUOTE | არ ვიცი სად დავწერო,ვის ვკითხო,რა გავაკეთო... ბოლო დროს შიშები დამჩემდა. სულ მეჩვენება,რომ რაღაც ცუდი ხდება ან უნდა მოხდეს. კარგზე ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. მომავლის შიში მაქვს. ხანდახან მგონია,რომ რაღაც საშინელი უნდა დამატყდეს თავს. ძალიან ცუდად მძინავს (ნუ ეს ყველაფერი იმას უკავშირდება,რომ ბოლო რამოდენიმე თვეა ბავშვი მყავს ავად და ამას ვაბრალებ ჩემს სულიერ და ემოციურ მდგომარეობას).არ მახსოვს ბოლოს ტკბილად როდის მეძინა. ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს. ადრე განტვირთვის მიზნით ინტერნეტში შემოვდიოდი,ახლა რომ შემოვდივარ კიდევ უფრო მეტად ვითრგუნები იმდენ ცუდ ინფორმაციას ვკითხულობ.ძალიან მინდა დადებითად განვეწყო,მაგრამ არ გამომდის. ბოლო დროს სულ ჩემს გარდაცვლილ დეიდას ვხედავ სიზმარში და შესაბამისად მასზე ძალიან ბევრს ვფიქრობ (მისი გარდაცვალების თარიღი ახლოვდება და ვფიქრობ ამიტომ).ძალიან დამღალა ჩემმა დაძაბულობამ და გაღიზიანებულობამ. |
რამდენიმე კითხვა გამიჩნდა: რომ რამდენად მძიმეა ბავშვის მდგომარეობა? რამდენად შეესაბამება მის მდგომარეობას ის ღელვა და ნერვიულობა რომელსაც განიცდით?
მნიშვნელოვანია როგორი ურთიერთობა გქონდათ დეიდასთან? ბუნებრივია რომ განიცდით მის გარდაცვალებას და სიზმარშიც ეს განცდები ჩნდება
მე გირჩევდით თუ სურვილი გექნათ ამ ყველაფერზე ფსიქოლოგთან ერთად გემუშავათ ninc_lfc
QUOTE | როგორ გავუმკლავდეთ სტრესს და როგორ განვიტვირთოთ? |
გააჩნია რაში მდგოიმარეობს და რითია გამოწვერული სტრესი, ზოგადად არსებობს სხვადასხვა განსამუხტი და სარელაქსაციო ფსიქოლოგიური სვარჯიშო, თუმცა ამავე დროს გასათვალისწინებელია რა იწვევს სტრესს * * * თემა გადაცილდა 100 გვერდიან ლიმიტს, ამიტომ ვხსნი ახალ თემას, კითხვების დასმას ვაგრძელებთ აქ - კითხვა ფსიქოლოგთან This post has been edited by DrJohnes on 12 Feb 2014, 15:45
--------------------
Rocky Raccoon, he fell back in his room Only to find Gideon's bible Gideon checked out, and he left it no doubt To help with good Rocky's revival ))))
|