DrJohnesგამარჯობათ.
მაინტერესებს რითი შემიძლია ვებრძოლო ასეთ რაღაცას:
უნივერსიტეტში მაგალითად,მიწევს ბევრი გონებრივი სამუშაოს ჩატარება. პროფესია ასე მოითხოვს,ვარ პროგრამისტი და დამწყები ფიზიკოსი.
სიტყვაზე არის ასეთი მომენტი,დაფასთან გავდივარ და ვიწყებ რთული მაგალითის ამოხსნას. თუ არის ლექტორი და წინ დიდი აუდიტორიაა ეგრევე ვიბნევი და ელემენტალურ რამეს ვეღარ ვწერ. აი საერთოდ მეთიშება და ჩემი გვარიც რომ მკითხონ მაინც ვერ ვეტყვი ალბათ. 2 პატარა რიცხვები ვერ გადამიმრავლებია ერთმანეთზე.
და საერთოდ ასე ვარ ხოლმე. მაგრამ თუ მარტოვარ ან მახლავს 1-2 ახლო მეგობარი მაშინ შედარებით კარგად ვაზროვნებ.
პიროვნულად ვარ ძალიან დაბალი თვითშეფასების მქონდე ადამიანი. მგონია,რომ ყველა ჩემზე მეტია და ყველას ჩემზე მეტი გონებრივი შესაძლებლობები აქვს.
ერთი სული მაქვს ხოლმე მიწა გაიხლიჩოს და შიგ ჩავვარდე როცა ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდები ხოლმე.
-----
ასე მემართება როცა ჩვეულებრივ ხასიათზე ვარ ან კარგ,ნორმალურ ხასიათზე. მაგრამ მაქვს მეორე მხარეც,როცა ძალიან ცუდ გუნება განწყობაზე ვარ,იგივე სიტუაციაში შედარებით კარგად გავართმევ თავს რაიმე გონებრივ სამუშაოს.თითქოს დაწყნარებული ვარ და ლაითად მივყვები ჩემს აზროვნებას.
ამის გამოა ხოლმე ხშირად,რომ როცა დგება ეგ მომენტები,ვცდილობ ცუდზე ვიფიქრო რომ განწყობა შევიცვალო.
ვერ ვხვდები რატომ მჭირს ასე. როგოც წესი კარგ განწყობას მოზდევს კარგი აზროვნება და ცუდს ცუდი და არეული,ნელი აზროვნება.
ბევრ რამეში მიშლის ხელს,ახლახანს სამსახურის შემოთავაზება მივიღე და შიში მაქვს,რომ თავს ვერ გავართმევ და უარსაც ვიტყვი ალბათ.
არმინდა დავთანხმდე სამუშაოს და ისე აღმოჩნდეს,რომ ჩემი სამუშაო ვერ შევასრულო და ამით უფრო დავიგრუზები და უფრო ჩავიკეტები კიდეც.
რითი შემიძლია თავს ვუშველო? ან რატომ მემართება ასე?
ორიოდე რჩევას თუ მომცემდით მადლობები დაგრჩებით

***
ხო, და კიდე მჭირს ასეთი რაღაცას. სიტყვაზე არის მომენტი,როცა ლექტორის ნაწერში შეცდომას აღმოვაჩენ ხოლმე და როცა დათანხმდება,რომ ეს იყო მისი შეცდომა თითქოს ხასიათი მეცვლება და თავდაჯერება იწევს ზემოთ.უფრო თავისუფლად ვარ და ლაღად.
This post has been edited by Anonim on 19 Sep 2013, 18:22
გაუქმებულია,PM-ს ნუღა მომწერთ ვეღარ ვნახავ მაინც.