არ ვიცი სწორედ ვპოსტავ თუ არა.
მოკლედ დაშორებისას როცა წყენაა და ტკივილი და ბრაზი...როცა უბრალოდ გინდა ადამიანმა გითხრას რომ გაფასებდა,როცა გინდა გაიაზროს რამდენი ტკივილი მოგიტანა და მოკლედ მინდა ვიგრძნო სინანული მისიდან.
და კიდევ რომ წასულიყო ისე რომ ვიცოდე რომ ვუყვარვარ და ტკივა უჩემობა ასე უფრო ადვილი იქნებოდა.
ალბათ ეგოიზმია ეს.დაშორებაზე მეტად მისი განურჩევლობაა მტკივნეული.
ვიცი მისი ეს სიტყვები არც არაფერს შეცვლის.უბრალოდ მჭამს ეს ყველაფერი შიგნიდან,მხრავს და მიშლის ხელს ცხოვრების გაგრძელებაში.
ადვილია სათქმელად აპატიე...ვერ ვპატიობ.ვერ ვივიწყებ და ვე რ ვუშვებ.
არადა მე თვითონ ვაძლევ ხალხს რჩევებს