ერთი შეხედვით ძალიან უაზრო სიზმარი.
ვმგზავრობდი ავტობუსით.ჩვეულებრივი ავტობუსი იყო,ყვითელი,ბევრი ხალხი იჯდა.
რატომღაც მძღოლი ჩავიდა ცოტა ხნით.მარა მალევე დაიძრა ავტობუსი. მივხვდით,სხვა იჯდა მძღოლის ადგილას. გავხედე და ჩემი მეგობარი! მოკლედ,ვიცი რომ ჩემი მეგობარია.ძაან მიყვარს,ვგრძნობ. ვეძახი,ადგეს,ვეკითხები რა უნდა იქ

რეაქცია არ აქვს. მძღოლიც ცდილობს რომ ააყენოს,მარა ეს ზის და მიყავს ავტობუსი,არ დგება არაფრით. მერე ხან შეისვენებს ხოლმე და ადგება,გაივლის,გამოივლის..
ცოტა ხანში ისევ დაჯდება საჭესთან.
მე დავსდევ უკან და ვთხოვ,დაანებოს თავი ასეთ ქცევას. ხან ფაქტიურად დანებებული აქვს,საჭესთან ხომ აღარ ზის,მარა რატომღაც არც სხვა ვინმე ჯდება მის მაგივრად,მეც მაინც ვეხვეწები არ დაჯდეს და ეს მაინც ჯდება.
თან ამ ჩემს მეგობარს სახე აქვს სხვანაირი. სულ სხვანაირია გარეგნულად. ასეთი ვიღაც მგონი არც მინახავს. რიჟა იყო,ჭორფლებიანი,პატარა ცხვირით,ბავშვური.ძაან მშვიდად იყო.მიღიმოდა,მარა თვალებში არ მიყურებდა დიდხანს.
ან მე რატომ არ ვეშვებოდი და ჩავდიოდი ავტობუსიდან,ან თვითონ რატომ ჯდებოდა პერიოდულად საჭესთან..
ვერ ვიგებ
რა უაზრობაა. რამ მომაფიქრა
ახალგამოღვიძებული ვფიქრობდი,პატრული რატო არ გამოიძახეს მეთქი. ნახევრად მეძIნა.კიდე სიზმარს განვიხილავდი