ადამიანის ტვინის ერთი ნახევარსფერო რაციონალურობაზე, მეორე კიდევ ემოციურობაზეა პასუხისმგებელი.
რაციონალიზმის და ემოციურობის ბრძოლა მგონია ჩემი ცხოვრება. აი რაციოალურად ხო ვიცი, დარწმუნებული ვარ რაღაცეებში, ემოციური მხარე კიდევ სულ სხვა
მიმართულებით ცდილობს ჩემს წაყვანას. სულ სხვაა ის ცოდნა ,რომელისაც რაციონალიზმი გაძლევს და სულ სხვაა ის მეხსიერება, რომელიც ემოციურად გაქვს.
ემოციებში შეიძლება განვიხილოთ ინტუიციაც, რომელიც სინქრონში რაციონალობასთან იშვიათად მოდის. იმ შემთხვევაშიც თუ მოდის და შენი მიზანი ბედნიერებაა რთულად შეიძლება თქვა, რა მიმართულებით წაგიყვანს.
დღევანდელი დღე ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ბედნიერების შეგრძნება მაქვს.
ბედნიერების განცდა შეუძლია მოგიტანოს ინტელექტური სამუშაოს კარგად შესრულებამაც. თურმე. თუმცა ბედნიერების ჰორმონი ენდორფინების მთავარი მწარმოება ორგანიზმში ბუნებრივი გზით მაინც უფრო ურთიერთობებზეა დამოკდიებული: კოცნა, სექსი, სიყვარული. შეიძლება იცეკვო კიდეც ან შოკოლადი ჭამო. ხშირად რაციონალიზმია ხოლმე მთავარი დამაბრკოლებელი გზა, რომელიც არ გაძლევს საშუალებას განიცადო ბედნიერება.
ემოციური ნაწილი ტვინის მხოლოდ დადებითს არ გთავაზობს, ნეგატიურ ემოციებსაც გაძლევს. შეიძლება მაშინ, როცა არ გაქვს ბენდიერების და სხვა დადებითი ემოციების აღქმის საშუალება ტვინი მექანიკურად ნეგატიურის გამომუშავებას იწყებს. რაღაც პერიოდის მერე კიდევ სწორედ ამ ნეგატიური ემოციური აღქმის ტყვეობაში ექცევი.
რაციონალური განსჯა იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ემოციები, შეიძლება სრულიად მცდარია. მაშინ როცა რაციონალურად დარწმუნებული ხარ , რომ სიყვარული ტვინში გამოყოფილი ქიმიური ნივთიერება, მარტო არ ყოფონის სურვილი და ადამიანზე მიჯაჭვულობის განცდაა შესაძლებელია რომ ემოციურადაც მშვიდად მიიღო ის, რომ ერთ მომენტში საერთოდ სხვა სუბიექტთან იქნება ეს ყველაფერი დაკავშირებული ? იქნება ამ მომენტში საკუთარი მარტოობის და ნეგატიურ ემოციების ტყვეობაში ყოფნიდან ცდილობ თავის დაღწევას და სწორედ ამიტომ გიჭირს აღიქვა მისი მრავალმხრივ განვითარებულობის?!
სიყვარული, როგორც ასეთი, აღარ გავს დისნეის მულწიკებს და ზღაპრებს. მისი მონოგამიურობა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იყო უარყოფილი. რწმენა მისი მუდმივობის და რაც მთავარია ორმხრივობის სრული სისულელეა. განსაკუთრებით დროსთან მიმართებაში. დრო, რომელიც მნიშნველობას მხოლოდ ამ მომენტში იძენს, ის რაც იყო ხდება წარსული, ის რაც იქნება კი განუსაზღვრელი და არაპროგნოზირებადია.
სურვილი იყო კარგად, ბედნიერი და შეყვარებული მაშინ როცა ძალიან დიდი ემოციური გამოცდილება გაქვს ცუდად ყოფნის სრულიად ბუნებრივია. განსაკუთრებით მაშინ როცა იცი , როგორია იყო კარგად, ბედნიერი და შეყვარებული. უბრალოდ უნდა დაამარცხო ტკივილი, დამცირება, უარყოფა, შეგრძნება რომ მიგატოვეს, არასაკმარისად კარგი იყავი მისთვის. დაუშვა ის , რომ შენ უბრალოდ არ(ან აღარ) უყვარდი. კავშირი გაწყდა.
უბრალოდ უნდა აჯობო საკუთარ ნეგატიურ ემოციებს, მაშინ როცა რაციონალურად იცი მხოლოდ მაშინ შეძლებ მიიღო ახალი დადებითი ემოციები, როცა ძველი ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლდები. იმიტომ რომ შეპყრობილი ხარ. შეუძლებელია ახალმა ემოციებმა ძველთან ერთად იარსებოს. დადებითი ემოციები , რომელიც ასევე დაძველების ეფექტითაა მეხსიერებაში შეინახო. მოუყვე შენს თავს ისტორია და აღქმადობა გქონდეს ისეთი, როგორც სხვისი ისტორიის.
ეს ყველაფერი თუ იცი, თუ გააზრებული გაქვს და თუ მიღებული, რატომ ვერ ახერხებ ადამიანი განთავისუფლდე? დაძლიო და წინ წახვიდე? იმიტომ რომ ჯერ კიდევ გჯერა დისნეის მულწიკების ? ან იმიტომ რომ ჯერ კიდევ გრძნობ კავშირს, მიუხედავად იმისა რომ რაციონალური ცოდნა გარწმუნებს მის გაწყდომას( აღარ არსებობას) ? ან იქნებ იმიტომ რომ ინტუიცია, რომელსაც არასდროს უღალატია შენთვის გარწმუნებს რომ ჯერ ყველაფერი არ არის დამთავრებული ? თუ უბრალოდ თავის მოტყუებაა ეს ყველაფერი?!
რთულია მიიღო პასუხები საკუთარი თავისგან, შეიძლება სხვა ადამიანებისგან იმიტომ რომ ცოდნა საკითხების სუბიექტური და თავისთავად მცდარია. შეიძლება ყველაფერი უბრალოდ მეხსიერების ბრალია, რომელიც გამოცდილებას გიდებს წინ : მაშინაც კი , როცა სრულიად გააზრებული გქონდა , რომ სიყვარული ტვინში წარმოქმნილი ნივთიერება, მარტო არ ყოფნის სურვილი და სხვა ადამიანზე დამოკიდებულობაა - შენ შეგიყვარდა. ისე, რომ ვერასდროს ახსნი ამას, ისე რომ ვერასდროს მართავ.
უბრალოდ ჯობია იცხოვრო მომენტით: იყო ბედნიერი აქ და ახლა. რამდენადაც შეძლებ მოახერხო ეს!
This post has been edited by kathrine on 22 Dec 2013, 15:04