მივაბიჯებდი მშობლიურივით ნაცნობ ქუჩაში ტელეში თავჩარგული და ადევნებულ ცუგას დროდადრო ღიმილ-სიცილ-შეცოდებით გადავხედავდი ხოლმე. ანდაც რა ცუგა, იმხელა ბომბორა ძაღლი იყო. უწყინარი... სავარაუდოდ უპატრონო... ჩემი მეშვეობით რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა. ვხედავდი. ისე ათვალიერებდა იქაურობას. 1-2-ჯერ სადარბაზოშიც შეიხედა. ყველგან დამყვებოდა. გადასასვლელებზეც კი უპრობლემოდ გადმოვიდა. ვჩერდებოდი, ჩერდებოდა. გზას ვაგრძელებდი, გზას აგრძელებდა. უჩვეულო თანამგზავრი იყო. გზადაგზა ვეღარ ითმენდა და მღალატობდა. ხან სასეირნოდ გამოყვანილ პატრონიან ძაღლებს აეკიდა, ხან რიგით გამვლელებს. შეყვარებული წყვილიც კი შეაწუხა. მამხიარულებდა. "ვკაიფობდი." ზოგიერთი მათგანი დავამშვიდე კიდეც. არაფერს დაგიშავებთ, უწყინარია-მეთქი. მათ მისი პატრონი ვეგონე. : ) მის გამო მაღაზიაში შევედი. დამაყოვნეს. შემდეგ სასწრაფოდ გამოვვარდი, მაგრამ ცხადია ის აღარ დამხვდა. მაინც მოვიძიე. ასე იოლად არ მსურდა მისი ხელიდან გაშვება. დაღლილები მცირე ხნით ჩამოვჯექ-წამოვწექით. ჭკვიანად იყო. სანამ ერთმა კეთილმა, თვალებ- და პირღიმილიანმა ახალგაზრდამ არ გამოიარა და ნაყიდი პური არ უწილადა. ლამის ისევ მიღალატა... მაგრამ როგორც იქამდე, ახლაც ბოლოს ისევ მე დამიბრუნდა და განვაგრძეთ სვლა.
ჩემი პატარა ქუჩის ჩასახვევს რომ გავუსწორდით, წინ გაიხედა და მხიარულად გავარდა. აღარ გამომყვა. აღარ ვჭირდებოდი.
მხოლოდ ამის მერეღა ვიცანი. ამის მერეღა გავაცნობიერე, მეგზურად მე რატომ ამომირჩია. ის ხომ ერთ-ერთი "მშობლიური" მაღაზიის ძაღლია. გზადაკარგულმა დამინახა და მაშინვე მიცნო. მიხვდა, საჭირო ადგილას რომ მივიყვანდი. : ) (იმსიშორეზე რა უნდოდა ოღონდ)
ჩვენც სახლში დავბრუნდით.
მე და ის. : )
განსაკუთრებული საღამო იყო. თავისი სულისშემაგუბებელი ამბებითა და ამინდით.
დღეს კი გოგონებმა ტკივილის ამტანობის გამო ლამის ძეგლი დამიდგეს. გმირად შემრაცხეს. :დ ჩემგან ამდენს არ მოელოდნენ. : ) ... ისევე, როგორც მე... ჩემი თავისგან... მაინც.
მათ რა იცოდნენ,... )) მე კი მაშინვე მივხვდი, რისი დამსახურება იყო. ძალაუნებურად, პრაქტიკაში გამომადგა.
კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ მედალს ორი მხარე აქვს.