დავიღალე.
...
ჩემივე უსაქმურობით.
თავს ვიმართლებ ხოლმე, - არეული ცხოვრება.
ხო, ხო.
გვიან გამოვიღვიძე. . . და მრცხვენია. აიტ!!! ხო მითხრა იმ გოგომ. ნუ გრცხვენიაო. სულ გრცხვენიაო. ყველაფრის. ხო, სულ მრცხვენია!

სულ!
ნუ გრცხვენია სალომე. ...

მრცხვენია რომ ბაღში მჩაგრავდნენ.
მრცხვენია რომ ბავშვობის დაქალი მჩაგრავდა. და საზიზღრობებს მიკეთებდა.
მრცხვენია რომ მამაჩემი ასეთი ჩხუბისთავი და ღრიალა იყო და არის.
მრცხვენია რომ ჩემებს ჩემი განცდები სულ ფეხებზე ეკიდათ.
მრცხვენია რომ კლასს ვერ მოვერგე და დამიცონდნენ.
მრცხვენია, (სასტიკად მრცხვენია) რომ უნივერსიტეტსაც ვერ მოვერგე და გამრიყეს.. და უცნაურ ტიპადაც მიმიჩნევდნენ ვიღაც-ვიღაცეები.
მრცხვენია რომ დაქალები მჩაგრავდნენ და დამცინოდა, ერთი განსაკუთრებით. და ეხლა ცარიელ ბოდიშს მიხდის ცხოვრების არევისათვის. ისიც ისე, სასხვათაშორისოდ, სიტყვას მოყვა.
მრცხვენია რომ დედასთან არ ვარ ახლოს. და ადრე ხო საერთოდ არ ვიყავი. ორი პოლუსის იქით იყო.
მრცხვენაი რომ ვარ დიდი, არ მაყვს შეყვარებული და არ მაქვს სამსახური.
მრცხვენია! და არ მიკვირს, ლოგიკურია ეს ყველაფერი. ! მაგრამ სხვებმა ხომ არ იციან? ! ჰდაო მრცხვენია, მრცხვენია!
მრცხვენაი, რომ ასეთი შტერი, მიამიტი, სუსტი, და ბანძი აღმოვჩნდი ამდენ ### ადამიანში.