არ ვიცი,რა დამემართა და რატომ ვარ ასე.
მეზარება ახალი ურთიერთობები და თავის მოწონების მცდელობები.
მაინც არ გამომდის.
აი,ძააან მეზარება.
თან არასდროს არ მიგრძვნია მარტოობა ისე,როგორც ახლა. ვერც ამის მიზეზს ვხვდები.
არც მეცადინეობა მინდა,არც გართობა.საერთოდ არაფერი.
სავსე ვიყავი ემოციებით, შთაბეჭდილებებით..და ახლა პირიქით ვარ. უმიზეზოდ.
იმედია,მალე გამივლის.
////////
დაბლოკვაზე უკეთესი ვარიანტი რა იყო,არ ვიცი.
თავი რომ შემეკავებინა და რაღაც გაუაზრებელი და გაუგებარი გრძნობების გამოხატვის ნაცვლად,მემეგობრა? თითქოს ნრ კი არა,თმ ან გბ ვარ.
მეღადავა და ფეხებზე დამეკიდა.
თავისუფლების შეზღუდვა არც მდომებია.:/
/////////////////////
ის "ჩემთან მინდა იყო" მაინც რა იყო. რატომ ვფიქრობ ასეთებს
სექსუალურად აქტიური ვენერა კურო?
//////
ოჰ, შემცვლია 1-3 წლის პროგნოზი,და როგორ იწყება
Тригон Плутон - Луна
Период благоприятных, но зачастую трудных изменений в эмоциональном состоянии.
//////
ყოველთვის ვაღწევ იმას,რაც მინდა.
ოღონდ ახლა ერთი პრობლემა მაქვს : არ ვიცი,რა მინდა.
არაფერი მინდა მთელი გულით.
სანამ არ მომინდება,ალბათ არ გამივლის ეს ცუდად ყოფნა (?)
/////////
ვერ ვიტან ერთ ადგილზე დგომას!!!
სულ მგონია,რომ ჩამოვრჩი; რაღაც შანსი ხელიდან გავუშვი..
/////////
ახლა ასე ვარ და ვერ ვისვენებ!
არ ვიცი,რა მიშლის ხელს,წინ წასვლაში.
ეს უხასიათობა და უუნარობა რატომ დამემართა?
/////////////////////