Choncxis mzeraშენი სიტუაცია ძალიან ნაცნობია ჩემთვის

ივნისში ჩემა პარანოიკობამ პიკს მიაღწია, როცა ხალების კონტრლოზე მივედი და ფეხის გულზე არსებულ ხალზე, მითხრეს რომ უნდა მოვიცილო. რა თქმა უნდა ვიფიქრე, რომ მელანომა მჭირს ( კანის სიმსივნე), მანამდე უკვე ვფიქრობდი, რომ გაფანტული სკლეროზი მაქვს, რადგანაც თითქმის ყველა სიმპტომი ნაცნობი იყო ჩემთვის ( ზედმიწევნით შევისწავლე ენციკლოპედიებსა და ინტერნეტში) და ეს მდგომარეობა დაახლოვებით 2 წელიწად ნახევარია რაც მქონდა, რისი საწყისი მიზეზი ფეხების ტკივილი იყო, რამაც მაფიქრებინა რომ ძვლის სიმსივნე მჭირს

))))))))) ხო ეს ყველაფერი ხდება იმ ადამიანებისგან შორს, ვისაც ჩემი შეჯანჯღარება შეუძლია, გარდა ამისა ჩემს ახლობელ სჭირს სიმსივნე და მარტოხელაა და ისე მოხდა, რომ დედა ტერეზობა ავიღე ჩემს თავზე ( ძალიან დიდი შეცდომა იყო) და რამოდემინეჯერ მასთან დავრჩი კრიტიკულ სიტუაციაში, რამაც არანორმალურად დამთრგუნა.
ივლისსში ჩამოვედი თბილისში და უკვე შვება ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ მიანც შიშები შინაგანად მღრღნიდა, ახლა იმაზე ვნერვიულობდი, ის ხალხი ვინც დავტოვე თბილისში ჩამოსვლით, იმათ არ მოსვლოდათ რამე. მაგრამ როგორც ჩანს გარემოს შეცვლამ და ამ ჩემს შიშებზე აბსოლუტურად ღიად საუბარმა ყველასთან ( არ ვარ ინტროვერსული, გახსნილი და კონტაქტური ვარ), ჩემს მეგობრებთან, მათ მეგობრებთან რომლებიც პირველად ვნახე და ახალი გაცნობილები იყვნენ, ჩემს ნათესავებთან და აი ლამის მეზობელი რომ შემხვდებოდა იმათთანაც კი, რაღაცნაირად მიშველა. მერე ისე დაემთხვა, რომ ერთ ჩემს მეგობარსაც სჭირდა თურმე ეს შიშები და მასთან საუბარი იყო არაჩვეულებრივი. მე ჩემი მიზეზები მაქვს სიკვდილის შიშის ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, რაც თავის დროზე ჩავკუჭე და დავლექე არანორმალურ სიღრმეებში, რასაც უკვალოდ ეტყობა არ ჩაუვლია და ეხლა წამოყო თავი ამ შიშების სახით, რაც დავასკვენი ჩემს კიდევ სხვა მეგობართან საუბარში, რომელსაც რაღაც აანალოგიური გამოცდილება აქვს. ხოდა ასე, ვლაპარაკობდი, ვიცინოდი, ვტიროდი და ვყვებოდი ამ ჩემს გიჟურ აკვიატებებზე და ძალიან მომეშვა. ერთი შავი ლაქა ის იყო, რომ ჩემ შვილს 3 დღე ზედიზედ ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და ეგრევე დამიბრუნდნენ დემონები, არიქა რაღაც ჭირს თქო. მაგრამ გაუარა. ვარბენინე 15 ექიმთან საწყალი და რაღაც იდიოტობა იყო, რომელიც უბრალო მალამოთი მორჩა.
ხოდა რა მინდა ვთქვა, ის, რომ საუბარი და ძალიან გახსნილი საუბარი ამაზე, ძალიან გშველის, მაგრამ არა აქ, არამედ პირადად, როცა სხვა ადამიანს თვალებში უყურებ.
გარემოს შეცვლა და მადლიერება ყოველი ახალი დღისთვის, რომ შენ და ყველა შენი ახლობელი კარგადაა, მადლობა ღმერთს ( ან განგებას ან ვისაც გინდა იმას), რომ ყველა ცოცხალია და კარგადაა.
სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე გადმოტანა არაა საჭირო და ნეგატიურის ძიება ყველაფერში, რელუარდ უნდა შეაფასო სიტუაცია, თუ ექიმმა გითხრა რომ არაფერი არ გჭირს, ესე იგი ასეა, რადგანაც წინასწარ ჩვენა არასდროს არ ვიცით რა მოხდება და შევძლებთ თU არა ამ რაღაცის გადაწყვეტას, შესაბამისად არაა საჭირო წინასწარ ნერვიულობა იმაზე, რაც არ ვიცით.
სიარული მე ძალიან მშველის, რომ მომივლის ხოლმე გავარდები გარეთ და დავყიალობ

მესმის არაა ადვილი, მაგრამ პატარ პატარა ნაბიჯებით ყველაფერს დაძლევს ადამიანი. მე ფსიქოლოგიც მირჩიეს, მაგრამ დრო არ მქონდა საამისო თორემ მივიდოდი. უბრალოდ ეხლა უკეთ ვარ თან აღარ ვგრძნობ იმ სიმპტომებს რაც მაგიჟებდა

ისე შიში არის სიმსივნესავით, არ გეშვება და გჭამს მთლიანად. არ შეაჭმევინო თავი!
მესმის რომ არაა იოლი ( მე თვითონ არ ვიცი, როდის მექნება შემდეგი პერიოდი ჩავარდნის), მაგრამ სიტუაციის რეალურად შეფასებაა საჭირო და ყურადღების გადატანა და ბრძოლა

წარმატებები
Non faccio mai eccezioni. Un'eccezione dimostra la falsità della regola.
Arthur Conan Doyle