გავიხსენოთ იესო რას ასწავლიდა: შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ გაგანთავისუფლოთ თქვენ!
ეხლა მე ვეცდები, ცოტა გასაგები რომ იყოს, თუ რატომ მოვიყვანე იესოს ეს სიტყვები, მოდი ერთ პატარა მაგალითს გეტყვით:
დავუშვათ ადამიანს შეერჭო ეკალი თითში და წავიდა აფთიაქში. შევიდა იყიდა წამლები, გაიკეთა დეზინფექცია და ანტიბიოტიკებიც დალია.
1-კითხვა: განა წამლები მოარჩენს? იტყვით რომ არა!
2-კითხვა: ამ ადამიანს, რომ ეკალი უხსენოთ ან დაანახოთ, აი ეს მოგარჩენსო, დაგიჯერებთ(თუ არ გაგინათ იქამდე.)? იტყვით რომ არა!
პ.ს. მაგრამ თუ ეტყვით, რომ ეკალი(ამ შემთხვევაში ეკალი და არა ნემსი) ეს ის იარაღია, რითიც იმ თითში შეჭრილ ეკალს ამოგაცლისო, მაშინ რაღას იტყვით?

ხოდა ასეა ჭეშმარიტებაც, ეკალივითაა.
კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით: შიშებს შიშებით კურნავენ. როცა ადამიანს ეშინია, იმას რომ უთხრა შიში მოგარჩენსო, როგორ გგონიათ დაგიჯერებთ? არა!
რაშია საქმე როცა ადამიანს კბილი სტკივა? ეშინია!!!<<(ექიმის გაგებაზე ბევრს ისტერიკები ეწყება), ურჩევნია წამალი დალიოს, ვიდრე დავუშვათ ექიმთან მივიდეს, ხოლო როცა ტკივილი "გახეთქავს" და მეტი აღარ შეეძლება მერე მივა, იქამდე კი რას აკეთებდა? რას აკეტებდა და თავს ისიაფანდებდა წამლებით! უშველა წამლებმა რამე? ვერა!
ხოდა ეს ამდენი რატომ დავწერე ხვდებით ეხლა? : (
პ.ს. რავიცი თუ მოგწონთ წუწუნობანა და წამლების სმა, თქვენი ნებაა... : (
იქამდე კი ზემოთ წერია, პასუხები ეძიეთ საკუთარ თავშიო!
არვიცი არაცნობიერიდან ადამიანმა რა გასკვნა უნდა გამოიტანოს(იმის არ იცის ვერ გაიგებს და ტყუილად სიზმრებში ფორთხიალს და ჰიპნოზებში ძრომიალს ნუ დაიწყებთ, ცნობიერის აქვს ადამიანს და სანამ დაემართებოდა იმის იქეთ რაც "ჭამა" ჯობია ისინი გაიხსენოს და მიხვდება მერე...)
პ.ს. მე ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით: გეტყოდით წადით და ეკლესიაში მამაოს გამოალოცვონეთო, მაგრამ... როცა სახლში დაბრუნდებით და მაინც არ გექნებათ პასუხები. ისევ, რომ დაგემარტოთ? მერე იტყვით აი ისევ დამემართა, ლოცვებმა არ გაჭრაო და მსგავსი რაღაცეები... ხოდა აგია ზუსტად საქმე, კარგად ჩაყურყუმელავდით საკუთარ თავში და წარსული გაანალიზეთ, ვის რა დაუშავეთ, ვის აგინეთ, ვინ აწყენიეთ, ან წყენა თუ გაქვთ ვინმეს მიმართ აპატიეთ, ყოველმხრივ განთავისუფლდით არასწორი ქმედებებისგან და მაგისთვის დაგჭირდებათ 10 მცნება! დანარჩენი რა გითხრათ, შეიძლება ვერც გაიგოს ადამიანმა ცხოვრებაში რატომ აქვს შიშები, მაგრამ ლოცვებით საერთოდ განთავისუფლდეს!
ამიტომ, პირველი იარაღი არის რწმენა! სიყვარული! სიკეთე! ლოცვები!
ხოლო შიშები არის ბოროტის ხლართები რწმენაში!

იქ სადაც სიყვარულია(ნამდვილი!) იქ შიშები არ არსებობს(კიდევ კარგი წერია და მე არ ვიგონებ)!
გეტყვით ერთ ამბავს, ალბათ ბევრმა იცის, მაგრამ ვინც არ იცის: წმინდა მამა გაბრიელს(ურგებაძეს) დემონი ეჩვენა თავისი სიმახინჯით და რარაც დიალოგიც იყო მგონი... ნუ აღარ გავაგრძელებ, თუ გაინტერესებთ მოიძიეთ ეგ ინფორმაცია, უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ მას რომ უფლის რწმენა არ ჰქონოდა საერთოდ გაიპარებოდა შიშისგან, ასე რომ ავტომატებს აისხავთ თუ ტანკში იჯდებით შიში მაინც არ მოგეშვებათ!
ამიტომ, გულით გიყვარდეთ, გულით აპატიეთ, გულით მოეფერეთ ერთმანეთს!

ვიღაცამ დაწერა ძაღლების და კატების მეშინიაო, მეც ზუსტად მასე დამემართა, საკუთარ ძაღლებს ვუფრხოდი და მგონი კიდევ მასე ვარ ცოტა... : (
იქ ნერწყვის მეშინოდა, იქ ბეწვის, მაგრამ... ერთ დღეს დავფიქრდი, კი მაგრამ სად გაქრა ის სიყვარული მე ხომ ასე ძალიან მიყვარდა ჩემი ძაღლები : ( პასუხები მივიღე! შიში, საკუთარი თავის მახინჯმა, ეგოისტურმა სიყვარულმა, ყველანაირად მოჭრა სიყვარულის გარეთ გაღწევის გზები, ჩაიხვია შიშში და გააქრო საერთოდ! აი რა სიმახინჯეა ეს შიშები! : (
რომ მივხდი ეგრევე ცრემლები წამომივიდა, მივედი და ჩავეხუტე ჩემს ძაღლებს...

უტყვი პირუტყვია, ელემენტარული შენი დანახმა უხარია, მოდის გეფერება და როგორი უგულო უნდა გახდე ადამიანი ხელს ვერ კიდებდე, უბრალოდ საზიზღარი ხდები, უსიყვარულოდ ხარ ადამიანი ნაგავი, ხორცის გროვა, აქოთებული ნაგავიხარ მთელს შენ არსებობას თუ გადახედავ სიყვარულის გარეშე, შიშების მონა, რა აზრი აქვს მასეთ ცხოვრებას? ააქვს აზრი? მუცლის და სექსის მონა რა საცხოვრებელია? გაიხედავ და ულამაზესი სამყაროა შენს გარშემო და შენ ამ შიშებით იტანჯები, ზოგი ვერ ჭამს წესივრად, ზოგი ვერ სუნქავს, ვერ ეფერება, ზოგს რა ჭირს და... ფუ ბლიატ რა... და რატომ? იმიტომ რომ ელემენტარული გეშინია, იქ რაღაცა წაიკითხე, ტვინმა ეგრევე დაცვის მექანიზმი შექმნა, დაგაკეტა გულთან სიყვარულის გზები და შედეგად ადამიანი აიბლანდა, დგას და ვერ გაუგია რა ჯანდაბა დაემართა, სული ვერ ისვენებს რომ ხედავს ადამიანის ასეთ უგულო საქციელ(ებ)ს, ხოდა წრიალებს და გამოხატავს სხვადასხვა ფორმით, ზოგს რისი ფობიები და კომპლექსები ემართება და უმწარებს ცხოვრებას, მეტსაც გეტყვით ვინც სიყვარულით იტანჯება იმას სიყვარულში აქვს დაშავებული დიდი პროცენტით! (ნუ ეხლა აქ კარმაზე საუბარი უკვე შორს წაგვიყვანს, თუმცა იმის თქმა მინდა რომ ვხედავ ადამიანებს როგორ ტანჯავთ თავიანთი ცოდვები და რომ ეუბნევი თითქოს არ ესმით, არ უნდათ გაიგონ და რატომ, იმიტომ რომ მათ არ უნდათ სიმართლის გაგება. სიმართლე ხომ ყველაზე მწარე რამეა! ხოდა ზუსტად მაგას გვასწავლის იესო, შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ გაგათავისუფლებთ თქვენო! გვესმის??? რაღაც არამგონია წესივრად გვესმედეს.
ხოდა როცა ადამიანი ვირობას მიაწვება, იქამდე დარჩება ვირი! მოდით ეხლა თქვით ასეთი ადამიანი ცოდოა თუ მახინჯი? ან საერთოდ ღირსია რომ რაიმე წამალმა უშველოს? მგონი რომ არაა ღირსი! იქამდე სანამ არ მიხვდება რატომ ემართება, იმაქმდე არ ეშველაბა და არც შველის რაც მე ვხედავ! სასტიკივარ? ხოო? იქამდე მე, შენ, მას რომ გაგვიქვავდა გული სასტიკები არ გავხდით? განა სასტიკად არ ვექცეოდით შეყვარებულებს? არ ვპატიობდით, არ ვუჯერებდით(საუბარი მაქვს ყველაზე, ვის რა სიმახინჯები აქვს გაკეთებული გაიხსენოს, თორე გაპრავებებით ნებისმიერ რამე შეიძლება გააპრავოს ადამიანმა. ამ ქვეყნად შეიძლება სასჯელს გაექცე, მაგრამ მერე "გაგერჭობა ბრუზავიკივით" უკან და ზოგი ვერ ხვდება რატო ემართება. : (
არვიცი რა... მაგრამ მე ვიცი, რომ მას(ადამიანს) ვიღაც ეხმარება! და ეგ ვიღაც არის მახინჯი! სულიერად მახინჯია! ვერ იტანს ადამიანებს და უნდა ყველა დაამახინჯოს... : (
ადამიანი თავისით ვერ დამახინჯდება, ელემენტარულად ბავშვი ვერ გეტყვის ეს ძაღლი დამნერწყვავსო ან ბეწვი გადამეყლაპებაო, მთელი დღეც რომ ითამაშოს არაფერი მსგავსი აზრად არ მოუვა, მაშ დიდებს რა უბედურება გვემართება? დიდებს ის გვემართება რომ სულში სიყვარული გვიქრება ნელნელა, ხოდა შესაბამისად ყველა სხვადასხვა სფეროში მახინჯდება! ფობიები, კომპლექსები... სიმახინჯეებს ბოლო არ უჩანს.
მე კიდევ მიკვირს, რომ ადამიანებს ამდენს გვითმენს უფალი იცით... აი მიკვირს რა საცხოვრებელია მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნავი არსება, უგულო, ჭამა-სმა, სექსი... დროა რა შევიცვალოთ ყველანი, თორე მასე მეგობრებო ვზილოთ ერთმანეტის პრობლემები გამოვა რამე? : (
უკაცრავად ამდენი წერისთვის!
This post has been edited by Aquarius_A888 on 16 Oct 2013, 05:41