გულსატკენია რომ პმ-ში მონაწერებს აიგნორებთ

))
მარა მესმის იმდენად ხართ ეჭვებში რომ დახმარებაც კი გეეჭვებათ. არაფერია , გაივლის ეს მდგომარეობაც და მიხვდები ვის უნდა ენდოთ და ვის არა
სად არის სიმართლე და სად სიყალბე......................................
ზოგადად კი , მე არ მაქვს არანაირი ვალდებულება აქ ვწერო ან გწეროთ პირადში .... განა ვინმე მავალდებულებს ან აქ დაპოსტვას ან პირადში მოწერას?
არა , არავინ

)
მე მინდა დაგეხმაროთ და ეს ღმერთმა იცის რომ ასეა

) და აქაურებიც კარგად მიხვდებიან

))
კაი , მე ვიღაც ცუდი ვარ რა და არ მინდა რომ დაგეხმაროთ რა , მაშინ ზურეილს დაუჯერეთ . არა? მაშინ სხვებს დაუჯერეთ. არც მაგათ?
მაშინ რა გამოდის , სად არის პრობლემა ? პრობლემა არის ეჭვში
ხოდა ამ ეჭვზე გავაგრძელოთ
______________________________________
არაფერია გაივლის ესეც
გავაგრძელოთ მოკლედ
მაინ რა არის ეს "პანიკური შეტევა"?
ალბათ დამეთანხმებით რომ პ/შ არის შიში , დიდძალი , დიდი შიში......... ასეა ? ასეა.
შიში რა არის? ანუ , შეიძლება შიში და ეჭვი ერთად განვიხილოთ?
იმიტომ რომ თუ მე რაღაცის მეშინია რომელიც არ ვიცი რომ რეალურად მოხდება თუ არა , გამოდის რომ მე მეეჭვება . ასეა ?
ჩემი აზრით ასეა
და შეიძლება ერთი მოვლენა იყოს რეალურად საფრთხის შემცველი და მეორე კი აბსოლიუტრად უვნებელი , მაგრამ ვიღაც სუბიექტს ეშინოდეს ამ მეორე მოვლენის?
და თუ ჩემი შიში საფუძვლიანია , ანუ , ესა თუ ის მოვლენა თუ რ ე ა ლ უ რ ა დ შეიცავს საფრთხეს , საჭიროა თუ არა შიშის არსებობა ჩემში? პასუხი ერთია , კი.
აი შემოვიდა იარაღიანი ადმაიანი და მე შემეშინდა . ეს არის თუ არა რეალური ? რა თქმა უნდა კი. იმიტომ რომ იარაღი უჭირავს და მიმიზნებს , საფრთხე რეალურია რომ მესროლოს ან რაიმე გამომძალოს და ა.შ.
ანუ , რა გამოდის. დარჩა გასარკვევი ერთადერთი რამ -----
ია საფრთხე , რომლისაც მე მეშინია რეალურად საშიშია თუ არა? ანუ , ჩემი შიში , ეჭვი ნამდვილია თუ ცრუ ? ( ეჭვი , თვითონ სიტყვას დაუკვირდით კარგად)
რა უნდა ამის გამორკვევას?
აქ ყველს გვაერთიანებს ერთი რამ ხო ასეა ? პანიკური შიში , შფოთვა , ნერვოზი და ა.შ. რაც გინდათ ის დავარქვათ მაგრამ საერთო ეს გვაქვს ყველას
ე.ი. მეც , შენც , მასაც ერთი პრობლემა გვქონია, ასეა ? ასეა !
მაშინ რა გამოდის ? თუ ჩვენგან რამოდენიმემ დაძლია (და თან რამდენმა როგორი რთული ფორმებით) და ბედნიერია და ეს 100000000000000 %-ით ასეა და სიმართლეა , გამოდის რომ ეს მდგომარეობა დაძლევადია , ხო ასეა? ასეა!
ანუ , ვინც დაძლია რატომ დაძლია?
იმიტომ რომ მიხვდა განსხვავებას რეალურა შიშსა და მოჩვენებით , გამოგონილ , არარსებულ შიშს შორის აი , მთელი ძალისხმევა , მთელი გონება (რომელიც ასეთი კარგი და ნათელი გაქვთ) დაძაბეთ და ჩა მოწერეთ
ის რისიც მე მეშონოდა მოხდარა როდისმე ?
ჩამოწერეთ რა გეგონათ და რეალურად რა მოხდა
მაგალითად : მე მეგონა , აი 100 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი რომ ენა გადამეყლაპებოდა და ისეთი შეტევა დამემართა რომ. მეგონა , სუნთქვა გამეთიშებოდა , მოვკვდებოდი...... არადა , არ გადამყლაპია ენა , არც სუნთქვა გამთიშია , გაგიკვირდებათ და არც მოვკვდი :დ
აქ ვარ მშვენივრად

და გწერთ
მოკლედ:
კარგად ჩამოწერეთ ასეთი ცრუშიშების ფაქტები
გააცნობიერეთ რამდენჯერ შეცდით , რამდენჯერ გადაააჭარბეთ და რამდენჯერ შეგაშინათ ა რ ა რ ს ე ბ უ ლ მ ა
უნდა გაივლოს ზღვარი რეალურ და არარეაულს შორის.