ეგ არაფერი, მთავარია რომ ინდომებ და ვინც ინდომებს ის შედეგამდე აუცილებლად მიდის.
nigoმახარებს შენი პოსტები

ერთი მომენტი კიდევ, ვისაც მსგავსი რამ აწუხებს, ანუ პანიკა და მისი თანმდევი სიმპტომები, მაშინ ერთი რამაა გასააზრებელი, მოთმინების სწავლა, ანუ რაღაც როცა გვინდა ან ხდება, არ აქვს მნიშვნელობა კარგი თუ ცდუი, გვინდა რომ ეს მოხდეს მაშინვე, დალოდების რეჟიმი ჩვენში თითქოს გათიშულია, რაიმე სიტუაცია თუ უკავშირდება დროის გათვალისწინებით ლოდინს მსგავსი სიმპტომები რაც ახლავს პანიკას მაშინვე თავს იჩენს ხოლმე.
ცუდად ყოფნის დროსაც ეს მომენტია, გვინდა რომ ყველა სიმპტომი წამში გაქრეს და ესე რომ არ ხდება უფრო და უფრო ვიძაბებეით, თუ შეეჩვევა ადამიანი იმ აზრს რომ სამყარო დროზე აგებული და დაფუძნებული მექანიზმია (მექანიზმი პირობითად) მაშინ გამოდის რომ ნებისმიერ მოვლენას გარკვეული დრო სჭირდება განსახორციელებლად, ჩვენ კიდევ ამ დროს არ ვითვალისწინებთ და ხდება აცდენა, მოვლენასა და ჩვენს შორის, ეს იწვევს იმ სიმპტომებს რომელსაც ქვია გაბრუება, თითქოს სხვაგან ხარ და ა.შ
თუ ვისწავლით დროსთან სინქრონს, გავიაზრებთ რომ ყველა მოვლენას განსაზღვრული დრო აქვს და საერთოდ სამყაროში ყველაფერს დრო განაგებს მაშინ ბევრად გამარტივდება ფიქრებიც და სხვადასხვა სიტუაციებში გარკვევაც.
არვიცი ეს რამდენად სასარგებლო ინფორმაციაა ან რამდენად გასაგებადაა ახსნილი მაგრამ ფაქტია რომ ეს ესეა
* * *
Choncxis mzeraაბა როგორ ხარ მეგობარო?

ყველაფერს სწორად და კარგად აკეთებ ჩემის აზრით, მაგრამ თუ გაინტერესებს უფრო კონკრეტული ჩემი შეხედულება გეტყვი კარგი?

შენს პოსტებში ბევრი რამაა საინტერესო და სასარგებლო, გეთანხმები 100%, მაგრამ ერთ რამეს დააკვირდი და თუ ის ყველაფერი რასაც შენ ცდილობ ისე არ იქნება აღქმული და გაგებული რა აზრიც შენ ჩადე ნუ გაგიკვირდება.
ანუ რისი თქმა მინდა, როცა ადამიანი განიცდის ამ ყველაფერს და თავს ცუდად გრძნობს, მას დიდი ოდენობით აქვს უნდობლობის შეგრძნება ყველაფრის მიმართ, საკუთარი აზრების იქეთ ჭეშმარიტებას ნაკლებად აფასებს და ცდილობს ამ ყველაფერში თავად გაერკვეს, თან ამ ყველაფერს თან ახლავს სირცხვილის გრძნობა, ყველა ცდილობს ეს დამალოს, რადგან მიაჩნია უმრავლესობას რომ ეს მდგომარებოა სამარცხვინოა და ხალხის თვალში ის დამცირებულად ჩანს.
როცა ესეთ რამეს განიცდის ვინმე, რატომ გგონია რომ შენს რჩევებს და აზრებს ბოლომდე გაიზიარებს?

ნუ იქნები ზედმეტად თავდაჯერებული იმაში რომ შედეგს ყველას დაანახებ, უბრალოდ შეუბერე და შენი გამოცდილება დადე ბოლომდე, არა საჭირო ვინმეს PM ში მიწერო, თუ ვინმე მოინდომებს თავად მოგწერს, ამ ყველაფერს იმიტომ გწერ და თან ყველას დასანახად რომ მინდა იცოდეს ყველამ ვინც ამ თემას კითხულობს, რომ შენს აზრებს მე ვეთანმხმები, სწორი ერთ ერთი მიმართულებაა, მაგრამ არმინდა რომ შენ ისევ დაგიბრუნდეს ცუდი ფიქრები და ერთ დღესაც უბრალოდ თავი ცუდად იგრძნო იმის გამო რომ კარგის გაკეთება გინდოდა.
ეს ყველაფერი ჩემი პირადი აზრია მინდოდა მეთქვა და ღიად დავაფიქსირე

ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ

პ.ს იმედია ვინმე პირადულად არ მიიღებს ამ ზოგად საუბარს

წარმატებები ყველას
This post has been edited by zurieli on 17 Dec 2015, 10:46