გამარჯობათ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველაფერს ერთად, რაც იყო და რაც იქნება

მოკლედ შოთვაა პოსტებში, ეხლა ისევ ვეცდები ჩემი აზრი და შეხედულება დავაფიქსირო თქვენს პოსტებთან დაკავშირებით.
ის ყველა სიმპტომი რაც პოსტებშია ისევ და ისევ შფოთვაა და მეტი არაფერი, დაძაბულობაც გულის აჩქარებაც გაბრუებაც და ა.შ გამომდინარეობს იქედან რომ აზრები რომლებიც ეძებენ გასაქანს "ცუდისაკენ" პოულობენ მოვლენებში.
ანუ როდესაც მუდმივად ამოწმებ თუ როგორ ხარ, გული ხომ არ აჩქარდა ან სხვა რამ ხომ არ ხდება, თან მიზეზებს ეძებ რომ ეს შოფთვა გაამართლო და პოულობ კიდეც, ან წინა დღისით დალიე, ან ვერ გამოიძინე წესივრად მაშინვე ჩნდება გამართლებაც ცუდად ყოფნის, აი მე დავლიე და ეხლა ცუდად გახდომის მიზეზიც მაქვს და რატომ არ უნდა გავხდე ცუდად?
უძილობა გაბრუებას იწვევს, თან ეს საახალწლო სუფრები და ძალიან რთულად მოსანელებელი საკვები, ალკოჰოლის არეული ასორტიმენტი, უძილობა, ემოციური ფონები, ეს საბოლოო ჯამში აისახება ჯანმრთელობაზე, როცა მუდმივად ეძებ მიზეზს რომელიც ცუდად გაგხდის ამ პერიოდში ძალიან ადვილად იპოვნი, ამიტომაა ჩემის აზრით პოსტებში შფოთვა

არვიცი რამდენად გასაგებად გადმოვეცი, მეც ახალი წლები გავიარე და შესაბამისად აზრების დალაგებაც ცოტა მიჭირს

ჩემი რჩევა იქნება რომ "პახმელიას" მაქსიმალურად მოერიდოთ.
სხვა ყველაფერი ისევ და ისევ აზრებია, განგაშის შემცველი აზრები, რომლებიც მუდმივად მიმართულია იქეთ რომ დაიჭიროს რაიმე რაც ორგანიზმის ცუდად ყოფნას განაპირობებს, ძალიან დიდი ძალა აქვს რწმენას, ანუ თვითდაჯერებას, თუ რაიმეს დაიჯერებ ემოციურადაც აუცილებლად დაგიბრუნდება ის შფოთვის სახით, თუ ეს რარაც ცუდის შემცველია.
პ.ს ბევრი გამოჩნდა ისევ ვინც ძალიან წინააღმდეგია ჩემი აქ ყოფნის, მინდა გითხრათ, აქ დაწერეთ რა არ მოგწონთ, რას ხედავთ ამ ყველაფერში ცუდს, რატომ არ უნდა დავწერო ჩემი გამოცდილება და რატომ არ უნდა გავუზიარო სხვებს რაც საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი?
შეეშვით პმ ებში წერას და აქ ვიპოვნოთ ჭეშმარიტება თუ ესე ძალიან გულით ეძებთ, განმანათლეთ მეც

წარმატებები ყველას