კონცენტრირების დიდი პრობლემა არის ხოლმე , როდესაც ფიქრები ზღვასავით შემოდის სწრაფ-სწრაფად .... ბევრს გამოუცდია ეს..
ამიტომ იდოს ეს 6 რჩევა
რა თქმა უნდა ექვსივე დაგეხმარებათ (ეს არ არის ისე , რომ ვიღაცას შველოდეს და ვიღაცას არა . ზოგადად , ყველას ვისაც აწუხებს : შფოთვითი მოვლენები , ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დისტონია , შიშები , პანიკური შეტევები და ა.შ. ყველაზე გათვლილია.... ისე როგორ მაგალითად კლიბილის ტკივილის დროს გამაყუჩებელი წამალია მისაღები და არა ბოდიში და კუჭში გასვლის

ცოტა იუმორც დავურთოთ) , მაგრამ მაინც , თუ ერთი არ გამოდის მეორე სცადეთ, მეორე არ გამოდის - მესამე და ესე ....................
(მოდით ერთხელ რომ წაიკითხავთ , მეორე შემოსვლაზე კიდევ წაიკითხეთ)
რჩევა 1
სწორი სუნთქვა
არსებობს ერთი ძალიან კარგი ტექნიკა, რომელსაც ქვია "სუნთქვა კვადრატზე" იმისათვის, რომ ის გამოიყენოთ საჭიროა იპოვოთ ახლო-მახლო მდებარე სწორკუთხოვანი ან კვადრატული ნივთი. შეიძლება ქაღალდის ფურცლის გამოყენებაც, ან კარები ასევე სარკეც. გაიხედეთ მარცხნივ ზედა კუთხეში და ჩაისუნთქეთ. შეიკავეთ სუნთქვა 4 წუთით. ახლა დროა გადაიტანოთ მზედა მარჯვენა ზედა კუთხეზე და ამოისუნთქოთ. მას შემდეგ რაც ამას შეასრულებთ, გააკეთეთ ჩასუნთქვა და შეხედეთ მარჯვენა ქვედა კუთხეზე, აქაც შეიკავეთ სუნთქვა ზუსტად 4 წამის განმავლობაში და გადაიტანეთ მზერა მარცხენა ქვედა კუთხეზე. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო მანამ სანამ არ მიხვდებით, რომ სხვა აზრები აღარ გაწუხებთ და კონცენტრირებული ხართ.
რჩევა 2
მედიტაციის წუთი
ყველაზე საუკეთესო სავარჯიშოები კონცენტრაციის მისაღწევად არის ყველაზე მარტივი. როგორც წესი ისინი უბრუნებენ ადამიანებს აღქმადობას. კიდევ ერთი მარტივი გზა კონცენრაციის მისაღწევად : იპოვეთ რამე მშვიდი და წყნარი ადგილი, მოთავსდით კომფორტულად და წარმოიდგინეთ რომ ხართ სანაპიროზე. ამის გასაკეთებლად უკეთესია რომ დახუჭოთ თალები და წარმოიგინოთ ტალღების ხმა და ბრიზი, ასევე გაიხსენოთ ზღვის სუნი. შეეცადეთ არ აყვეთ გარე(სხვა) ფიქრებს. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ სპეციალური დამამშვიდებელი მუსიკა მედიტაციისთვის.
რჩევა 3
გათიშეთ მხედველობა
დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩვენთვის არის მხედველობა. ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის და ხშირად ვერ ვასწრებთ მის ტემპში აღქმას. იმისათვის, რომ მოვდუნდეთ ხანდახან საკმარისია მხოლოდ 5 წუთით თვალების დახუჭვაც. უბრალოდ გააფარეთ ფარდა და ჟალუზი, ჩააქრეთ შუქი და იყავით ცოტა ხანი ასეთ მდგომარეობაში. ცოტა ხანში მიხვდებით თუ როგორ დაწყნარდებით.
რჩევა 4
ნუ გააკეთებთ რამდენიმე საქმეს ერთდროულად
ძალიან ხშირად ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი ერთად და ძალიან სწრაფად, მაგრამ ჯამში გამოდის, რომ ხშირად გაუკეთებელი რჩება ბევრი რამ და გაკეთებულიც არასათანადო ხარისხისაა. მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაასაბუთეს, რომ მრავალფუნქციურობა ერთდროულად მითია. ჩვენი ტვინს არ შეუძლია რამდენიმე სხვადასხვა თემის განიხლივა, ანალიზი და გადამუშავება ერთდროულად კარგი ხარისხით. მარტივი ენით რომ ვთქვათ, შესაძლებელია ტელეფონზე ლაპარაკი და შარვლის გაუთოვება ერთთროულად, ამით შესაძლოა შარვალი ძალიან არ დაშავდება, თუმცა ფინანსური ანგარიშის კეთება, თვლა და ამავდროულად საქმიანი მიმოწერის ქონა სმარტფონის საშუალებით ფაქტიურად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე არის შემდეგი დასკვნა, თუ გსურთ ყველა საქმე სწრაფად გააკეთოთ და ხარისხიანად, საჭიროა მათი თანმიმდევრული კეთება.
რჩევა 5
ისწავლეთ საკუთრი ემოციების მართვა
არსებობს ასეთი ტერმინი "კონცენტრაციის ოპტიმლური ზონა" იმისთვის, რომ იმყოფებოდეთ ამ ზონაში, საჭიროა შეძლოთ საკუთარი ემოციების კონტროლი. ემოციონალური ინტელექტი არის შესაძლებლობა როცა ადამიანს აქვს უნარი აკონტროლოს მისი გრძნობები მაქსიმალურად. მაგალითა განგაშის და ნერვიულობის გრძნობა სერიზოულ პრობლემას უქმნის პროდუქტიულობას. ადამიანი რომელიც განიცდის რამე ძლიერ, დადებით ან თუნდაც უარყოფით ემოციებს იშვიათია ოქროს შუალედი დაიჭიროს. ადამიანები ვერ აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს, რადგან ჰგონიათ, რომ ეს შეუძლებელია. უმეტესწილად ეს სიმართლეც არის, თუმცა არსებობს ხერხი როცა შეიძლება თავის შეკავება და კონტროლი. შეუძლებელია პირდაპირ ემოციების შეცვლა, საჭიროა თავიდან აზრები და ფიქრები შეიცვალოს, ხოლო ეს თავისტავად მოქმედებს აღქმასა და ხასიათსა და ემოციებზე.
რჩევა 6
დაუსვით თავს კითხვა "რას არ ვაკეთებ ეხლა?"
ადამიანის ტვინი ჰგავს კომპიუტერს, თუ მასში გახსნილია რამდენიმე პროგრამა ერთდროულად, ამას შეუძლია შეანელოს მთელი სისტემის მუშაობა. არსებობს კარგი კითხვა, რომელიც დაგეხმრებათ პრიორიტეტების გამორჩევაში. დაუსვით თავს კითხვა თუ რას არ აკეთებთ ეხლა? როგორც კი მიიღებთ პასუხს ამ კითხვაზე, გაგიადვილდებათ მასზე კონცენტრირება. ეს ტაქტიკა დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რა არის მართლაც მნიშვნლეოვანი თქვენვის და ყურადღება ასე მარტივად არ გადავა სხვა უმნიშნვნელო და ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე.
ეს ექვსი ეფექტური რჩევა დაგეხმარებთ განივითაროთ კონცენტრაციის ნიჭი რაც გარანტია მუშაობის დროს პროდუქტიულობის. შეგეძლებათ შეასრულოთ რთული დავალებები ბევრად მარტივად, ხარისხიანად და მობილიზებულად. გამოიყენეთ ეს მეთოდიკები და გაუზიარეთ მეგობრებსაც.
მისამართიც:
http://www.rogor.ge/article_1706_rogor-mov...eli-rcheva.htmlროცა მოიპოვებთ ამ სიმშვიდეს , ამ ჩამოთვლილი მეთოდებით (ან თუნდაც პრეპარატებით მოპოვებული სიმშვიდისდროს )
გ ა ა ც ნ ო ბ ი ე რ ე თ კარგად , რის გეშინიათ, რატომ გეშინიათ, არის კი ისეთი საშიში რეალურად , სხვამ თუ დაძლია ე.ი. დაძლევადია , რას ვაკეთებ კონკრეტულს რომ კარგად გავხდე ? )
ნელნელა მიყევით და გააცნობიერეთ. არ იზარმოაცოთ და არ გადადოთ , იმიტომ , რომ მაინც თქვენი გასაცნობიერებელია
რაც მალე მიხვდებით , რომ ეს ყველაფერი არის ილუზია და ფანტომი , მით მალე დაძლევთ
ნუ გეშინიათ ! ყველაზე დიდხანს ცოცოხლობენ ნერვოტიკები :დ
უბრალოდ თავი უყვართ (გვიყვარს) ძალიან

და ყველაფერზე პანიკიორობენ