მგონი მართალი ხარ.
შეიძლება სავსე მთვარის ან მაგნიტური დღეების ამბავია,
კი გაგეცინებათ , მაგრამ ძალიან მოქმედებს.
როცა ახალგაზრდა ვიყავი და რადიოში ვაცხადებდი მაგნიტური დღეები ესაო,ისაო , მე თითონ არ მჯეროდა.
მაშინ არც პანიკები მაწუხებდა და არც არაფერი. ძალიან ჯანსაღი ფსიქიკის მხიარული ადამიანი ვიყავი.
ახლა როცა ცუდად ვარ, მერე გავიგებ ხოლმე რომ ,ასეთი დღეები ყოფილა.
ახლა ზღვაზე ვარ. ჩემ საყვარელ ადგილას, მაისიდან მოყოლებული ყოველ თვეში თითო კვირით ჩავდივარ.
გუშინ კარგა შორს ვიყავი გასული , ვარ ერთ განცხრომაში და ვგრძნობ რომ წამოვიდა.
როგორც ვიცი, უცბად მიფუჭდება ხასიათი, მოდის ველური, ცხოველური, ირაციონალური შიში.
თქვენ ხომ გეშინიათ სიკვდილის და ათასი რამის. მე პანიკის დროს , პირიქით, სიკვდილი მინდა, ოღონდ ეს უაზრო შიში დამთავრდეს.
რის ვაი-ვაგლახით მოვიკრიფე ძალები, ამან როგორ უნდა მაჯობოს-თქო.
თან ხომ უკვე კარგად ვიცნობ, რა ვერაგი ვინმეა.
ამოვედი ნაპირზე , მაშინვე სახლში სახლში. დავლიე ქსანაქსი , ცოტა დამეძინა და გაქრა უკვალოდ.
ადრე, სადაც პანიკა დამემართებოდა, ან მეგობრის სახლში ან სადმე , იმ ადგილას , იმ უბანში წლობით ვერ მივდიოდი, განმეორების შიში მქონდა.
ახლა პრობლემა აღარ მაქვს.
უკვე ავდექი და საცურაოდ მივდივარ. თითქოს არაფერიც მომხდარა, ერთია,რომ ძალიან მძიმე დაღლილობოს გრძნობა მაქვს.
მოკლედ , უსაშველო არ არის. ბოლომდე თუ ვერ მოვიშორებთ, მართვა მაინც ხომ ვიცით.
This post has been edited by nigo on 30 Jul 2016, 07:01