ეს დავიმახსოვროთ:
შფოთვის სიმპტომები რაც არის ( გულისაჩქარება , სისუსტე , ტრემორი და ასე შემდეგ .... აღარ გავაგრძელებ ჩამოწერას) საბოლოო ჯამში ყველაფერი თავის ტვინს გადაეცემა ნერვული იმპულსებით და იქ მუშავდება ინფრომაციის სახით
და თვითონ ეს სიმპტომებიც ხშირ შემთხვევაში თავის ტვინიდანვე მოდის .... ამიტომაც უწოდებენ ხოლმე "ილუზიურ სიმპტომებს"
ანუ , ჯერ რაღაც ფიქრი ----> შიშის განცდა ----> სიმპტომები
ზიხარ , ჩვეულებრივ ხარ , უცებ გაიფიქრე ცუდი რამე (რაიმე დაავადება ხომ არ მჭირს?!) ეს ფიქრი განვითარდა განცდაში , შიშის განცდაში (ვაიმე , რომ მჭირდეს!!) და ამ განცდამ გამოიწვია შესაბამისი სიმპტომი ( გული აუჩქარდა ადამიანს ამ შიშის ფონზე )
ანუ , ეს სიმპტომები ყველაფერი არის (გასაგები ენით რომ ვთქვათ) - შ ე გ რ ძ ნ ე ბ ე ბ ი
როგორც კი თავის ტვინში სხვა შეგრძნებების სიგნალი წავა , ეს შემაწუხებელი შეგრძნებები იკლებს
აი , მაგალითად რომ ავიღოთ: ადამიანს ხელი დაეწვა . ის ცდილობს ეს ტკივლის შეგრძნება სხვა შეგრძნებით ჩაანაცვლოს (მაგალითად ეძებს რაიმე ცივს რომ მხურვალება გადაფაროს )
ადამიანს ხელი გაეჭრა , მეორე ხელის უჭერს რომ სხვა შეგრძნება გამოიწვიოს.
აი , მოკრივეს როცა მოხვდება ხოლმე

ნიშადურის სპირტს აყნოსიებენ , იმიტომ რომ ტვინი სხვა შეგრძნენების რეჟიმში გადავიდეს და "გამოფხიზლდეს"
კარგად გააცნობიერეთ ეს
ეს ვიდეოც ზუსტად ასეთი რამეა...
როდესაც თავის ტვინს გადაეცემა რაღაც შემაწუხებელი შეგრძნებები
გააკეთეთ ეს მარტივი მოქმედება და შიშის შეგრძნება ჩაენაცვლება სხვა შეგრძნებით
ანუ , თავის ტვინი გადავა სხვა შეგრძნებების აღქმის რეჟიმში