ზოგადად ნებისმიერი შიშის წარმოშობის კერა და მიზეზი ერთიანდება ერთ გლობალურ ძირეულ შიშთან ეს ფაქტია, ხოლო მიმართულებები მრავლად არის, თეორიულ დონემზე რომ განვიხილოთ შიში როგორც შგერძნება ცხოვრების ყველა ეტაპზე მუდმვად თანმდევი განცდაა, ხან გვეშინია რომ სადმე არ დავაგვიანოთ, საქმე წარმატებით ვერ შევასრულოთ, ვინმეს არ ვაწყენინოთ, არ დავკარგოთ და ძალიან ბევრია კიდევ.
რატომ შეიძლება ეხლა ეს შიშები ერთიანდებოდეს ერთ ასპექტში?
პასუხი ამ კითხვაზე უნდა ვეძებოთ ზემოთ ჩამოთვლის წვრილმან მაგრამ მაინც შიშებში.
თითოეული ჩვენთაგანი ამ ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირში ვართ, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში გამოიხატება. ვმუშაობთ, ვისვენებთ, გვყავს ნათესავები, მეგობრები, გვაქვს საყვარელი ადგილები, საყვარელი ადამიანი და ა.შ.
ამ ყველაფერთან გვაკავშირებს ურთიერთობა, შეხება და განცდა ბედნიერების.
ამიტომაა რომ ეს წვრილმანი შიშები მუდმივად თან გვახლავს, ის გვაძლევს სიგნალს რომ ისეთი რამ არ მოხდეს რაც ამ ბალანსს დაგვირღვევს. დაგვაკარგინებს თუნდაც ერთ ერთს ზემოთ ჩამოთვილიდან.
ანუ ჩვენი ცხოვრების შემადგენელი კომპონენტების გაფრთხილება აუცილებელ პირობად გვაქვს ჩამოყალიბებული, რადგან თუ არ გავუფრთხილდების ის დაიწყებს რღვევას და ყველაფერი რც ამ ცხოვრებასთან გვაკავშირებს ნელ ნელა გაქრება.
რამოხდება თუ ჩვენი ცხოვრების მაკავშირებელი ძაფები გაქრება? ჩვენ გავხდებით ხორცის მასაში გამოკეტილი აზრი რომელსაც ბუნებრივი მოთხოვნილებების გარდა არაფერი აკავშირებს სამყაროსთან.
რაც უფრო ძირეულად ვუღრმავდებით თითოეულ მაკავშირებელ ძაფს მით უფრო ნათლად ვხედავთ რომ მისი გაწყვეტა უმარტივესია განსხვავებით მისი გაბმისაგან, ამიტომ შიში მძაფრდება და თუ ადრე ეს უბრალო შეგრძნება იყო ეხლა შემაწუხებელ განცდაში გადადის, ეს ფიქრი ციკლურია, რაც მეტ სიღრმეს ჩახედავ უფრო და უფრო ძლიერდება, ეს არ სრულდება მანამ სანამ არ მოვა ფიქრი, თუ მე სუფთა ვარ ჩემს სინდისთან და მაკავშირებელ ძალასთან ის არ გაწყდება.
ამიტომ აქტუალური ხდება საკუთარ თავთან მუშაობა.
მანამდე თუ გარემოს ათვალიერებდი ეხლა უკვე საკუთარ თავს ათვალიერებ და ცდილობ მუდმივად იყო ფორმაში, იმ დონემდეც მიდის ზოგი რომ უბრალო ხუმრობას რომელსაც მის მიართ იქნება მიმართული მთელი სერიოზულობით უღრმავდება ეძებს მიზეზს თუ რატომ უთხრეს ესა თუ ის.
ანუ ჩნდება ეჭვი რომ რაღაც ისე არაა და აუცილებლად მიზეზი შენშია, გაშინებს უკვე საკუთარი უსუსურობა, შეუძლოდ ყოფნა, გაგიჟების შეგრძნება როცა იცი რომ გიჟი ვერ რეალიზდება ისე როგორ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი (ეს სამწუხარო რეალობაა ძალიან) ამიტომ საშინლად გვეშინა გაგიჟების რადგან ჩვენი ყველა ძაფი ერთბაშად წდება ვიცით.
ასევეა სიტუაციის კონტროლის შეგრძნების დაკარგვის შიშიც, ჩვენ ამ დროს გვგონია რომ სიტუაცია თუ არ ვაკონტროლეთ ის აუცილებლად აირევა და ამ ქაოსში ისევ იგივე ფატალური შედეგი გვემუქრება.
იმის შეგრძნება რომ სამყარო ჩვენი ილუზიაა და შეიძლება სადღაც სხვა სამყაროში სულ სხვა გარემოცვაში უბრალოდ გვძინავს და ეს უბრალოდ ერთი მორიგი სიზმარია ხომ საერთოდ დმანგრეველია, რადგან რასაც ესე ძლიერ ეპოტინება ადამნიანი უცებ საპნის ბუშტივით შეიძლება გაქრეს, ამიტომ ამაზე ფიქრი ძალიან მძიმეა ხოლმე.
ეხლა მოკლე შეჯამება ნებისმიერი შიში რაც ამ დროს გვეუფლება ხოლმე საბოლოოდ დადის იმ განცდამდე სადაც აზრები ერთიანდება ერთი მთავარის გარშემო, ეს მთავარი კიდევ ცხოვრებაა, თითოეულის ცხოვრება.
ეხლა ის თემაც განვიხილოთ რა ხდება როცა პანიკა აქტუალურია, ამ დროს ადამიანი თავს ნებით წყვეტს ურთიერთობას ყველასთან და ყველაფერთან რაც აკავშირებს სამყაროსთან, იკეტება ესრთ ადგილას და იწყება მუდმივი სტრესული მდგომარეობა, როდესაც არავინ და არაფერი აღარ გინდა გარდა იმისა რომ ოღონდ ეს კოშმარი დასრულდეს.
აქ ერთი მომენტია დასაჭერი რაც რაციონალური ფიქრის გზაზე დაგაყენებს, თუ უკვე დაკარგე ის რაც ამ სამყაროსთან ასე გაკავშირებდა ნეტა რაღაა საშიში? პასუხიც აქვეა, საკუთარი თავის სიბრალული და უსაზღვრო ეგოიზმი, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხორციელ მანქანას ვუფრთხილდებით და გვიყვარს რადგან ის ჩვენი გადაადგილების უნიკალური საშუალებაა, მე მინდა ეს მქონდეს კარგად და ჯანდაბას სამყარო, შევქმნი ახალ სამყაროს სადაც სხვა ბედნიერებას ვიპოვნი, ეს ფიქრი მუდმივია პანიკების და შიშების დროს.
ჩვენ ადამიანებს გვაშინებს შეუცნობელი გარემო სადაც არვიცით რაიქნება, თორემ არავინ იცის რახდება სიკვდილის შემდეგ, იქნებ ბევრად თავისუფლებაა ვიდრე აქ დედამიწაზე. მაგრამ არგვინდა არაფერი, შეჩეული ვართ ამ გარემოს და ოღონდ ეს არ დავკარგოთ და იქეთ რახდება არავის აინტერესებს.
მაგრამ, ამ დროს გვეპარება ერთი დეტალი, ჩვენზე არაა დამოკიდებული ჩვენი ამ ქვეყნად ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ამას რაღაც კანონზომიერება აკონტროლებს, იმდენად გაუგებარია მისი პრინციპი რომ რამდენიც არუნდა ჩაუღრმავდე პასუხები უფრო და უფრო აბსურდული ხდება.
ეხლა რაც შეეხება გამოსავალს.
პირველ რიგში ცხოვრებასთან არასოდეს უნდა გაწყვიტო კონტაქტი და არ დაიყვანო ინსტიქტის დონეზე, მაქსიმალური განცდა უნდა მიიღო თითოეული წამით, რადგან არცერთი წამი არ მეორდება და უნიკალურია თავის განსხვავებულობით, ამიტომ ყოველი წამით უნდა დაუკავშირდე სამყაროს.
მეორე ის რომ ყველამ ვიცით ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს ყოფნა არ ყოფნის საკითხს (რათქმაუნდა თუ არ ჩავერიეთ უაზოდ), ამას უნდა გაუსწოროთ თვალი, ვიცი ეს ძნელია მაგრამ აბსოლუტური რეალობაა, ამიტომ რასაც ვერ შეცვლი იმასთან თანაცხოვრების სწავლა ჯობია მისგან გაქცევის მცდელობას.
მესამე ის რომ თუ უკვე სიცოცხლეში დაკარგავ იმას რაც ამ სამყაროსთან გაკავშირებს აზრს დააკარგვინებ ყველაფერს, რადგან ადამიანში ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებები შეხება, ხედვა, სმენა და ყნოსვა რომელთა ერთობლიობაც შეგრძნებებში გადადის თუ ჩაახშე მაშინ უკვე მოკალი საკუთარი თავი და ტყუილად ცდილობ გადამალო უაზრო ხორცის მასა რომელსაც აქვს სუსტი წერტილები და ცდილობ იმ წერტილებს გაუფრთხილდე.
რათქმაუნდა ეს ყველაფერი ჩემი ფიქრის ნაბოდვარია, თუმცა ჰაერიდან არაა წამოსროლილი სიტყვები

გამოსავალი და შიშის დაძლევის საუკეთესო საშუალება მაინც ფიქრი მგონია მე, გაიაზრო თუ ვინ ხარ, რატომ ხარ, რამდენი შესაძლებლობა გაქვს და რას იყენებ ამდროს, მიხვდე რაა ჭეშმარიტი შეგრძნება ცხოვრებაში, იგრძნო სამყარო და ის აუცილებლად ჩაგითრევს.
არ უნდა ჩათვალო მზე უაზრო მანათობელ ციურ სხეულად რომელიც ან თვალებში განათებს ან გწვავს, წვიმა როგორც ტალახის მომტანი უაზრო წყალი ზეციდან, ქარი როგორც უაზრო ბუნებრივი მოვლენა რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს და ა.შ

ეს ყველაფერი შენია, შენთვისაა, იყავი მართალი სუფთა და არაფერს დაკარგავ, პირიქით შეიძენ, უნდა ვისწავლოთ აღიარება, საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალურად წარმოჩენა, ჩვენი კომპლექსების გააზრება და მათი მინიმუმამდე დაყვანა, რადგან ჩვენ მოკვდავი ქმნილებები ვართ, ეს ისაა რაც არცერთ არ აგვცდება ადრე თუ გვიან და წინასწარ ამაზე გლოვა ძალიან უაზრობად მიმაჩნია.
პირიქით შეგვიძლია მისი მოსვლა საინტერესოდაც დავინახოთ, რადგან თუ სამყაროს შეერწყმები უკვალოდ ის არ გაგაქრობს არასოდეს.
მოკლედ ამ თემაზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, თუმცა რამდენად გასაგები იქნება ეს არვიცი, უბრალოდ მექანიკურად ვწერ იმას რაც ჩემს აზრშია.
იმედია ძალიან გაუგებრად არაა გადმოცემული
This post has been edited by zurieli on 5 Feb 2017, 01:17