როცა გაგიჟების საფრთხე მართლა დგას ამას ვერ აცნობიერებ, რადგან რეალობის შეგრძნება გამქრალია უკვე, შესაბამისად როცა აზრი სრულად გაქვს და გეშინია არ გაგიჟდე ცოტა არიყოს არარეალურია, ეს ემოციაა და ემოციას ყოველთვის ახასიათებს თავისებურება.
პირველი ეტაპი თუ გახსოვს როგორ დაიწყო ეს ყველაფერი მაშინ სწორი გზით მიდიხარ, თუ ვერ იხსენებ როგორი განცდა იყო როცა პირველად იგრძენი დისკომფორტი ესეიგი გამოსავალი კი არ გიპოვნია მისი დამარცხების, არამედ მისი უბრალოდ მიჩქმალვა შეძელი ადამიანმა.
პირველი შგერძნების დროს უეცრად ხვდები გაურკვეველ სამყაროში სადაც საშინელი ქაოსია და ყველა გარემოება შენს წინააღმდეგაა მიმართული, მერე ნელ ნელა იზრდება ს ყველაფერი და იწყებ მსჯელობას, რა შეიძლება იყოს მიზეზი, ამ დროს არავისი გჯერა და არც არავის აზრი გაინტერესებს, რადგან თვლი რომ განსაკუთრებული რაღაც დაგემრთა რაც სხვებმა არიციან და ვერც ვერასოდეს გაიგებენ.
ცდილობ შენით გაერკვე ამ ყველაფერში და არ იმჩნევ რომ რაღაც გაურკვევლი შენზე დამანგრევლად მოქმედებს (თუმცა ეს ინდივიდუალურია).
ჩნდება ეჭვები ორგანიზმზე და მიდის იქამდე რომ იწყებ გამოკვლევევბის ჩატარებას, ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება რომ სრულიად ჯანმრთელი ხარ და ეხლა ექიმებზეც ეჭვი გეპარება რომ მათმა არაფერი იციან (არადა აქ ჩვენთან არავინ უშვებს პაციენტს თუ ოდნავ რაღაც ხელჩასაჭიდია, ექიმები ნუ გამლანძღავთ

)
უმნიშვნელო დეტალებს უღრმავდები რომ შეიძლება ეს იყოს მიზეზი ან ის ხომ შეიძლბეა იყოს, ანალიზებმა აჩვენა რომ რაღაც ოდნავი ცვლილებაა და ა.შ
შემდეგი ეტაპია როცა იწყებ ამ შიშების მოქმედების არეალის გაზრდას, იჯერებ რომ ეს რაღაც ამოუხსნელი მოვლენაა და ნელ ნელა ხსნი კარტებს, ოღონდ რათქმაუნდა შირმით, იგონებ მიზეზებს რომ არგინდა სადმე წასვლა, საქმე გაქვს და ვერ მიხვალ, სტუმრები არიან და ვერ გადიხარ და უამრავია კიდევ.
იკეტები საკუთარ თავში და ცდილობ იპოვნო მდგომარეობა როცა ეს რაღაც არ შეგაწუხებს და იქნება თავისთვის, ესეთ დროს უმეტეს შემთხვევაში ჩნდება ადამიანი რომელმაც მაქსიმალურად შეიმჩნია შენი ცუდად გახდომები და ყველაფერი გააკეთა რომ კარგად გამხდარიყავი, გაგიზომა წნევა, სიცხე, დაგალევინა წამლები, გესაუბრა და შენთან ერთად დაიჯერა შენი ცუდად ყოფნა, ეს ადამიანი ხდება დასაყრდენი შენს სამყაროში, გაქვს მისი იმედი და ცდილობ რომ მასთან სულ ახლოს იყო, თუ მასაც საქმე აქვს და ვერ შეძლო შენთან ერთად ყოფნა და შენზე ზრუნვა ღიზიანდები იწყებ დრამატიზირებას რომ არავის ესმის შენი და აი მოვკვდები და მერე ინანებს ყველა, ანუ საკუთარი თავის სიბრალული ჩნდება უსაზღვრო.
შემდეგი ეტაპი უკვე არის მცდელობების დაწყება რომ ეს რაღაც მოიშორო, ცოტა მეტს რისკავ ვიდრე მანამდე მაგრამ დიდი სიფრთხილით, დიდი წარმატება უმნიშვნელოდ გეჩვენება და პატარა მარცხი უსაშველოდ დიდი.
რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო მეტად ხვდები რომ ცვალებია ეს რაღაც, ანუ მანამდე თუ მიზეზი სიტყვაზე ფარისებრის ფუნქცია გეგონა მერე შეიძლება გულს დააბრალო, ანუ უკვე ვეღარ ხვდები არის კი ორგანიზმი დამნაშავე ამ ყველაფერში თუ არა.
ეს აზრი რაც უფრო ხშირად მოდის მით უფრო აქტუალურად ხდება ფიქრი რომ ეს რაღაც ილუზიაა და აქედან იწყება უკვე სიტუაციის გაანალიზება.
მანამდე თუ საშინლად გეშინოდა ავტობუსით მგზავრობის ეხლა ეს შეიძლება სასაცილოდ აღარ გეყოს.
ანუ ნელ ნელა იწყება დაჯერება რომ ილუზიაში მოხვდი და ეს ყველაფერი ბოდვას უფრო გავს ვიდრე რეალობას, რაც მეტად უღრმავდები ამ ყველაფერს მით უფრო ნათლად ხედავ რომ აბსურდია, რადგან უმეტეს შემთხვევაში მაშინ როცა გეგონა რომ კვდებოდი უბრალო კაპლმა ან დამამშვიდებელმა გიშველა, ისიც იცი რომ ვერ შეიძლება ვალერიანმა გიშველოს თუ გულის შეტევა გაქვს ან რაიმე მძიმე ფიზიკური დაავადება.
ივიწყებ ნელ ნელა შენს შიშებს და ნელ ნელა უბრუნდები რეალობას, თუმცა რაც დატოვე მისგან რადიკალურად განსხვავებული გხვდება, ადრე თურაღაც საკითხი გეგონა იცოდი ეხლა უამრავი რამ შეიძლება აღმოაჩინო აქვე, თითქოს უფრო დიდი ხარ, დიდიხანს გეძინა და კოშმარი დაგესიზმრა.
MmSsცოტა მოგვიანებით მაგრამ მაინც ვეცდები ჩემი აზრი გადმოგცე. იმასაც გეტყვი ამდენი რატომ ვწერე

ამბობ რომ პირველი შემთხვევის დროს ეს ყველაფერი გაატარე, რადგან მეორე ბავშვის შეძენამ მართლა შეცვალა შენი განცდები, ეს ბუნებრივიცაა, დედობრივი ინსტიქტი იმდენად ძლიერი ფენომენია რომ ვერაფერი აკავებს, ამ დროს მიმართული ხარ რომ პატარას მაქსიმალური კომფორტი შეუქმნა და თუ რამე ამას ემუქრება ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავ როგორიც არუნდა იყოს.
შეიძლება შეუძლოდ იგრძნო თავი მაგრამ არასოდეს მიცემ აზრებს იმის უფლებას რომ საკუთარ შვილს რაიმე მოაკლდეს შენი ცუდად ყოფნის გამო, ეს ძალა დაგეხმარა შენ მე ესე მგონია.
დანარჩენი ყველაფერი ილუზია მგონია მე პირადად, ყველას თავისებური გამოსავალი აქვს ნებისმიერი სიტუაციიდან, ჩემი გამოსავალი ეხლაც ავხსენი და წინა პოსტებშიც ვეცადე, შემიძლია ბევრად უფრო კონკრეტულად ვისაუბრო ამაზე მაგრამ არ მგონია ვინმეს მოუნდეს წაკითხვა

წარმატებები ყველას