დიდი ხანია აღარ გამოვჩენილვარ, მაგრამ სულ გაკვირდებით და გულიანად არა მაგრამ ცოტას ვიცინი, იმიტომ რომ მე უკვე რაღაც წილად გამიარა. არ მიწყინოთ...
მოკლედ მე ეს ინსტინქტური შიშები სიკვდილზე დავამარცხე. თავიდან ყველაფერი უძილობით დაიწყო, კარგი თვეები არ მეძინა (2-4 საათი დღე-ღამეში) ხოდა 2015-ში შედეგმაც არ დააყოვნა და დამეწყო ირაციონალური შიშები, პანიკები. მეშინოდა ღია სივრცის, მეშინოდა გულის ტკივილის, მეშIნოდა არ მოვმკვდარიყავი, და ქუჩაში რომ დავდიოდი ხალხს ვუყურებდი და მომენტალურად მიელვებდა აზრები რომ აი ჩემგან დამოუკიდებლად: რამდენი ადამიანის თავში მიწევს არსებობა და ვისთვის როგორი ტიპი შეიძლება ვიყო და რაც არ უნდა ვეცადო ჩემს შინაგან სამყაროს ზუსტად ვერავის გადავცემ. ამის შემდეგ ჩავიკეტე სახლში. სახლში რომ ჩავიკეტე დავიწყე ჩემს უბადრუკ ცხოვრებაზე ფიქრი და სამყაროს უაზრობაზე ნერვიულობა. მერე მივედი ფსიქოლოგთან, დამსვა და მითხრა რომ უნდა ვმართო ჩემი შიშები და გზები მასწავლა, ბოდიში და ჩემი ფეხები... დაფეთებული ვიყავი მთელი 2 თვე ვერაფერს ვაკეთებდი წესიერად, სულ მუდმივად ვკანკალებდი და სამყაროს დამახინჯებულად აღვიქვამდი. მერე ჩემი მოკრძალებული თხოვნით, რომ მე ამ მდგომარეობას ჩემით ვერ გადავლახავდი სრულიად გაურკვეველია რატომ მაგრამ დამინიშნა ზოლოფტი. დავიწყე ზოლოფტის მიღება, ვსვამდი თუ არა გა*ლევებული ვხდებოდი (

) ) და მოკლედ ისე აღვიქვავდი თითქოს ეს ყველა ფიქრი და ნერვიულობა ვიღაცა მესამე ტიპს სჭირდა და ერთხელაც ღამე ვერ დავიძინე 2 დღე, მესამე დღეს ამიწია სიცხემ და დამეწყო კანკალი ღამით, მე მაგრა ფეხებზე მეკიდა მინდოდა მოვმკვდარიყავი მეთქი დამთავრდეს ეს ტანჯვა სულ ფეხებზე მკიდია უფრო კარგად ვიქნები მეთქი. გამოვიძახეთ სასწრაფო, სასწრაფომ დიაზეპამი მომცა დავმშვიდდი. ის დღე 3 დღის უძინარი ვიყავი და ყველაფერს დაგვიანებულად აღვიქვავდი და მოკლედ ცხოვრება აღარ მინდოდა, მივხვდი რომ ამოვწურე ჩემი თავი. მაგ დღეს გარეთ სეირნობისას ჩემგან დამოუკიდებლად დამემართა პანიკური შეტევა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა თქრიალით ვეღარ ვსუნთქავდი და ეგრევე ვიფიქრე ფილტვებში ჩამდის ვიგუდები მეთქი და დავიწყე სირბილი, დავეცი და თავი დავარტყი მაქედანაც სისხლი წამომივიდა. მივედი სახლში, გავიზომე სიცხე და 39.1 მქონდა, ჩავწექი და ვეცადე დამეძინა მაგრამ როცა დავაპირე დაძინება უცბად მეგონა რომ არც სიშავეში და არც არ სიშავეში აღმოვჩნდი, და მოკლედ ძალიან შემაშინა ამ აზრმა, განცდა იყო საშინელი. თვალები გავახილე და ვერ აღგიწერთ რა ვიგრძენი, ვერც ჩრდილები და ვერც სინათლე და ვერც ობიექტები ვეღარ აღვიქვი და დამეწყო პანიკური შეტევა, დავიწყე სირბილი, ვყვიროდი. თავში თითქოს მილიარდი ნემსი მერჭობოდა, და უკვე გვერდიდან დავუწყე ჩემ თავს ყურება, ყველაფერს თვითონ აკეთებდა ორგანიზმი და მოკლედ რაღაცნაირად შევეგუე რომ მოვკვდი მაგრამ სხეული მაინც საზიზღრობებს აკეთებდა. ის მახსოვს რომ სანამ სრულ სიმშვიდეს ვიგრძნობდი დროის აღქმა დავკარგე და ოთახში სავარძელზე რომ დავეცი ეგ მომენტი გაიწელა მთელი უსასრულობა. და მოკლედ რომ გამოვთვალე მერე 7 წუთი გაგრძელდა მაგრამ ყველაზე საშინელი შვიდი წუთი იყო ჩემს ცხოვრებაში. ცოტა ძალა რომ მოვიკრიბე არ ვიცი რანაირად მაგრამ სასწრაფოში დავრეკე მოვიდნენ და ჩვენ ვერაფერს გიზამთ უნდა წაგიყვანოთ ფსიქიატრიულშიო, წამიყვანეს. ის დღე სიცხეც მქონდა და ვერ აღვიქვავდი სად ვიყავი, რას ვხედავდი, მობილიზაცია მიჭირდა. იქ ჩემი ნებით, რომ ეშველათ ჩემთვის დავწექი გაურკვეველი დროით. ხოდა რომ დავწექი ისედაც 66 კილო ტიპმა მემგონი უფრო დავიკელი (190 სმ ვარ სიმაღლეში) არ ვჭამდი საერთოდ არაფერს, დღეში 3-ჯერ წამალს მასმევდნენ და მიტარებდნენ რორშახის ტესტებს, და ერთ-ერთ დღეს გამიყვანეს ექიმებმა კონსილიუმზე და გაიგეს ჩემზე ადრეც თუ მჭირდა რაიმე ამდაგვარი და ჩემს შიშებზე მოვუყევი რომ მსგავსი განცდა 2011-შიც მქონდა, მოკლედ ვუთხარი რომ თავს ძალიან უსუსურად ვგრძნობ ჩემგან დამოუკიდებლად რომ გავჩნდი და თავისუფალი ნება რომ არ მაქ, ისიც ვუთხარი რომ ყველა ჩვენი მისწრაფება წარმავალია და ყველანი მოვკვდებით :დ და ბლა ბლა ბლა, ძალიან საშინელ გონებრივ მდგომარეობაში ვიყავი მაშინ, მოკლედ მითხრეს რომ ფსიქოზი მჭირს, მაგრამ როგორი არ უთქვამთ და კინაღამ შევიშალე ჭკუიდან იმიტომ რომ ფსიქოზი ძალიან ზოგადი ტერმინია. ვიწექი 10 დღე მოკლედ, სრულ დეპრესიაში ვიყავი და დამეწყო ასეთი რაღაცა: ყველაფერს რასაც ვუყურებდი უსასრულოდ აღვიქვავდი.
წყალი ონკანიდან რომელიც მუდმივად ცირკულირებს და ვეღარ შეეხები, ან თუ შეეხები ვეღარ მიხვდები რომელი ზუსტი ნაწილაკი გეხებოდა როცა ხელი დაიბანე.
ფორთოხალს ჭამ, ფორთოხალი მიწაში ამოვიდა, მზემ ამოიყვანა, მზე საიდან გაჩნდა?
კედელს უყურებ ხედავ სითეთრეს, სითეთრის უკან ბეტონია, მაგრამ ვიცით რომ ამ ყველაფრის ატომი 99% სიცარიელისგან შედგება.
საწოლიდან ვერ ვდგებოდი. და ვერც მეძინა წესიერად, ერთ ღამეს რომ ვერ დავიძინე დამემართა ასეთი რამ: ჰალუცინაციები დამეწყო რომელიც ძაააააალიან არასასიამოვნო იყო, არ მსიამოვნებდა, ვიღაცეები მომსდევდნენ, ზოგი თავს მაჭრიდა და სრული აბსურდი იყო. შახმატის დაფაზე ელასტიკებიანი ბრიტანელი პოლიციელი იდგა და შპაგით მებრძოლებოდა, თვალი დავხუჭე გავახილე და დავინახე ორი დინოზავრი ტი-რექსი ეჩხუბებოდა ბოქსიორის ხელთათმანებით ერთმანეთს. და მაშინ უკვე დავიწყე ყვირილი, მომკალით ვინმემ მეთქი ხოდა შემომივარდნენ დარაჯები დამაბეს, გამიზომეს წნევა და ძალიან დაბალი მქონდა, გამიკეთეს ორი დარჭობა კოფეინი, ცოტახანში ჯანზე და ენერგიაზე მოვედი და ყველაფერს წითლად ვხედავდი, ისევ იგივე ჰალუცინაციები მქონდა. და ვიფიქრე რომ არ ვისუნთქებ და იქნებ რამენაირად დავამთავრო ეს ტანჯვა მეთქი და მართლაც ვცადე :დ მივედი გონების დაკარგვამდე და აღარ მახსოვს როდის გამეღვიძა.
ძლივს გამოვედი და დამეწყო ახალი აზრები. ყველაფერი ჩემს გარშემო რაც არსებობს ჩემი წარმოსახვის ნაყოფია და რეალურად არც მე და არც ეს სამყარო არ არსებობს. მანქანების ნომრების დამახსოვრება დავიწყე რომ თუ არსებობენ ესეიგი მეორეჯერაც ვნახავ თუ არადა ესეიგი სიმულაციები არიან. და ნებისმიერ ადამიანს აღვიქვავდი სიმულაციად, ქუჩაში რომ გავდიოდი თავი მისკდებოდა ისეთი საშინელი დიდი ტაიფუნივით დარტყმადი განცდა იყო... მივედი ფსიქიატრთან და დამიწყო მკურნალობა. 8 სახის წამალს ვსვამდი, განგებ არ დავწერ რომ ექიმის რევიზიის გარეშე ვინმემ ფატალური შედეგი არ მოიმკას. პირველი 3 თვე ვერც ვჯდებოდი ვერც ვდგებოდი მუდმივად ბჟუილი მქონდა. და მოკლედ ვცხოვრობდი ტანჯულად, ყოველ ღამით ვკანკალებდი ვფიქრობდი სად ვარ ამხელა კოსმოსში, ვინ ვარ, რატომ ვარ, რატომ მაქ ასეთი აზრები, რა ვარ რისგან შევდგები, რამდენი პატარა ნაწილისგან შედგება დედამიწა, სამყარო, და ყველაფერი ერთად მირტყავდა იქამდე რომ ყველა კუნთი მეჭიმებოდა და ვყვიროდი. მთელი უსასრულო სივრცე ჩემ თავში წარმომედგინა და ვერ ვიტევდი.
ჩემი მეგობარი გარდაიცვალა ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნით და დავფიქრდი ცხოვრების აზრზე. აღარაფერი მიხაროდა. მოკლედ ცხოვრების მიზანი გამიხდა ნოლი. კაი 6 თვე არც მშობლებს ვურეკავდი არც მეგობრებს, ყველაფრისგან თავს ვარიდებდი. და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი სიკვდილი იყო. იცით რაზე დავფიქრდი რომ ქრისტიანული სწავლებით თუ ბედნიერება ცხოვრების შემდეგ უნდა ნახო, ცხოვრებას რა აზრი აქვს მაშინ? ჩემთვის გზაში როდესაც ვარ მაშინ უფრო მნიშვნელოვანია ბედნიერად ყოფნა ვიდრე საბოლოო დანიშნულების წერტილში მისვლისას. და ეს იდიოტობები რომ მუდმივად კეთილ სამყაროში მუდმივად ღმერთს ადიდებ და ცხოვრობ ასე უაზროდ, რა აზრი აქვს. და მოკლედ იმ აზრამდე მივედი რომ ადამიანი ჯერ არ არსებობს > შემდეგ არსებობს ანუ სიცოცხლე აქვს > შემდეგ კი არც არსებობს და არც არ არსებობს იმიტომ რომ არარსებობაც ნახა და არსებობაც. და მოკლედ ამ აზრებმა დამაპიპინებინა როგორც იტყვიან. მთელი შიშები და ჭკუიდან შეშლები მქონდა, წესიერად ვეღარ ვუყურებდი სამყაროს. მერე ამან ისე იმოქმედა რომ ყველაფერს სენსიტიურად აღვიქვამდი, ტელევიზორში რომ ადამიანი კვდებოდა ცუდად ვხდებოდი, მოკლედ ტელევიზორი გამოვრთე, კომპიუტერი გადავაგდე, მთელი დღეები ვიჯექი და გიტარაზე ვუკრავდი. ძალიან ბევრი უსახელო კომპოზიცია დავწერე. ვიღებდი წამლებს გარეთაც ვაძალებდი სიარულს ჩემ თავს. და მოკლედ ბუნებაშიც დიდ დროს ვატარებდი, ვისწავლე მედიტირება და ძალიან ბევრჯერ გავათენე ღამე კუს ტბის უკან ტყეში. არავისთან ვკონტაქტობდი და ნელ-ნელა ცხოვრების ძალაც მოდიოდა.
2016-ის ივლისში, რაჭაში წავედი. 1 თვე. მთელი ჩანჩქერები, ტბები და ბუნება დავათვალიერე, მობილური და ინტერნეტი საერთოდ არ გამომიყენებია. ვებრძოდი ჩემ თავს რომ არ დამემახსვორებინა მანქანის ნომრები და არ მეფიქრა ამ ყოვლად უაზრობაზე. ჩამოვედი და იმის მერე გაცილებით უკეთ ვარ. წამლებმა იმოქმედა მეც ვიმოქმედე და მოკლედ დღეს %-ებით რომ გითხრათ 5% მაწუხებს ჩემი ყველა პრობლემა.
ცხოვრების მიზანი არ მაქ ანუ არ ვიცი ხვალ ზეგ რას გავაკეთებ როგორ ვირჩენ თავს, სამსახურიდან წამოვედი რადგან ჩემი ცხოვრების 30% ოფისში ჯდომისთვის არაა განკუთვნილი. ვწერ მუსიკას და ვცდილობ ჩემი გრძნობები მუსიკით გადმოვცე. მინდა ბევრი ახალი ადამიანი გავიცნო, და ცხოვრების ყველა სიტკბოება შევიგრძნო სანამ გონება გამაჩნია, და თუ შეიძლება საინტერესოდ მოვკვდე.
ეს ყველაფერი არ მექნებოდა თუ დროზე მივიდოდი ექიმთან და არ გავწელავდი თვეობით ვიზიტი.
ახლა თქვენით გამოიტანეთ აზრი თქვენს თავზე ,ღიირს დროული ვიზიტი ექიმთან თუ არა?
"Once you're dead, you're made for life" - Jimi Hendrix. This post has been edited by Jimi Hendrix on 9 Mar 2017, 21:55