საქმე რაშია იცი, ტიპი უსასრულოდ კითხულობ ამ სამედიცინო ლიტერატურას და აი ეგაა ცუდი, ბაზარი არაა უნდა გაიგო რა ჯანდაბა გჭირს მარა მე აი ამ საკითხს ასე მივუდექი რამოდენიმე დღეა რა მოკლედ რაც მაწუხებს ყველაფერი დავგუგლე ექიმს ვკითხე და მივიღე პასუხები
გავიგე ის რაც მაწუხებდა ანუ
პანიკური შეტევით სიკვდილი შეუძლებელია
პანიკური შეტევით გაგიჟება შეუძლებელია
ზოგადათ ამ შფოთვებით არაფერი არ მოგივა (ფიზიკურ ზიანზე მაქვს ლაპარაკი თორე მაქსიმუმ დეპრესია და ჩაიკეტო სახლში მე კიდე არ მინდა არც ერთი და არც მეორე ასე რომ ვიკიდებ მაგ შფოთვებსაც)
ხელები იმიტომ მიბუჟდება რომ კუნთები სულ დაჭიმული მაქვს და კაპილარებს არ მიეწოდება საჭირო რაოდენობით სისხლი, დავამუღამე ეს მეთვითონ სპაზმის და გაბუჟების დროს ვცდილობ რო მოვადუნო კუნთები და ეგრევე ვგრძნობ როგორ მივლის დაბუჟება/სპაზმი
გულზე არაფერი პრობლემა არ მაქვს გადავიღე კარდიოგრამა კარდიოლოგმაც კლასიკური ნერვოზიაო
ინსულტის რისკ ფაქტორი პანიკიორებს უფრო ნაკლები აქვთ რადგან შეტევები და წნევის აწევ დაწევა იგივე ვარჯიშია გულისთვისაც და სისხლძარღვებისთვისაც, (ეს მაკარიძემ მითხრა და არგუმენტად ის მომიყვანა რო აბა ფეხბურთელები და ის ხალხი ვინც ვარჯიშობს რა ვარჯიშის დროს წნევა არ უთამაშებთ? თუ გული არ უჩქარდებათ? სავსებით ლოგიკური პასუხია და ესეც დავიკიდე
პირი რო მიშრებოდა შეტევის დროს შაქარზე მქონდა ეჭვი წავედი ავიღე ანალიზე ყველაფერი ნორმაშია
ჩიყვის ანალიზი გავიკეთე ყველაფერი ნორმაშია
თავის ტვინის ტომოგრაფია გადავიღე არანაერი სიმსივნე და ასე შემდეგ სირობები არ მჭირს
აქედან გამომდინარე პროსტა მაგრა ტეხავს ეხლა ჩემი გადმოსახედიდან რომ ისევ დავიწყო იმაზე ფიქრი რომ აუ ხელები რატო მიბუჟდება? პირი რატო მიშრება? გული რატო მიჩქარდება ყველაფერის მიზეზი ვიცი, ნერვიულობის და სტრესის დროს 99% ხელები მიბუჟდება მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რო 1 ხელ დავსვი კითხვები და მივიღე პასუხები ეხლა რო ვიჯდე და კიდე ვიკითხო და ვეძიო აუ და იქნება და ეს მჭირს იქნებადა ის მჭირს ამით ამ ჩემ პანიკებს და ნერვოზებს მივცემ ძალას/საჭმელს/ბენზინს თუ როგორც არის

ანუ აი ამ ჩემი მაინც ეჭვებით და აი ამ უაზროდ გუგლში ძრომიალით ძლიერდება ნერვოზი და მექნება მანამდე სანამ ერთხელ და სამუდამოდ არ გავიგებ რომ ეს ყველაფერი არის ილუზია და მაგრა მიტყდება დღეს მე ის ფაქტი რომ ამდენი დრო უაზროდ დავკარგე რამდენი კარგი პონტი გავმაზე იმიტომ რომ აუ იქ რო წავალ იქ რო ცუდათ გავხდე და მსგავსი იდიოტიზმები რა
კაროჩე რა კითხვებიც გაქვთ მაგ კითხვებით მიდით ექიმთან გამოიკვლიეთ ყველაფერი მიიღეთ პასუხები დანარჩენი კიდე უკვე თქვენზეა დამოკიდებული რამდენად მალე შეძლებთ რომ აღარ ეძებოთ მიანც და მაინც კიბო და შიზოფრენია სრულიად ჯანმრთელ ორგანიზმში
ჭირი იქა ლხინი აქა