#42436530 · 3 Oct 2014, 23:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
wox1997
| QUOTE | | და რამ გამოგიყვანა მერე მაგ მდგომარეობიდან? |
პირველ რიგში იმან, რომ ვცდილობდი, მოვლენები შედარებით მსუბუქად აღმექვა. ზოგიერთი რამისთვის, რაც ჩვეულებრივ მამძიმებდა ხოლმე, შეძლებისდაგვარად ყურადღება აღარ მიმექცია ან მაქსიმალურად გულგრილად მიმეღო. მეორე რიგში იმან, რომ პატარ-პატარა ცხოვრებისეული სასიამოვნო მოვლენებით კმაყოფილებისა და სიხარულის მიღება ვისწავლე. მანამდეც შემეძლო ეს, მაგრამ მაშინ იშვიათად ხდებოდა ასე და (თითქმის) ყოველდღიური სახე არ ჰქონია, როგორც ახლა. ყველაზე მარტივ მაგალითს მოგიყვან. ... ამინდი... ახლა თუნდაც ქარისგან იმხელა სიამოვნების მიღება შემიძლია, რომ ნეტარებაშიც კი ვვარდები ხოლმე ზოგჯერ. ქარი ან ნიავი რომ მიბერავს, ხანდახან ლამის ნირვანაში ჩავვარდე. იმხელა სიამოვნებას მანიჭებს.
და კიდევ იმან, რომ 1-2 ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სხვადასხვა, თუმცა საჭირო დროს. მეგობრების სახით.
| QUOTE | | შენც რელიგიის მორევში გადაეშვი და თავს იტყუებ? |
ნწ. საერთოდ ურელიგიო ვარ. არ ვიცი, ღმერთი არსებობს თუ არა, მაგრამ დიდად აღარც მაინტერესებს. გინდაც არსებობდეს, ბიბლიურ ღმერთს თაყვანს მაინც ვერ ვცემ. ვფიქრობ, ის არც ისეთი კეთილი, შემწყნარებელი და სამართლიანია. აქ მგონი შენნაირად ვარ. ეკლესიური წესები და რიტუალები ხომ საერთოდ, მიუღებელია ჩემთვის. უბრალო პროცედურებად მიმაჩნია. თუმცა რეინკარნაციის, სულების არსებობისა და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მჯერა. ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ მჯეროდეს.
| QUOTE | | ასაკის ბრალი არაფერი არაა, ადვილია ჰორმონების , გარდატეხის პერიოდის და ასევე ეეშმაკისთვის ყველაფრის გადაბრალება ან საერთოდ ბედზე დაბრალება ყველაფრის. |
როგორ არა. ასაკის ბრალიცაა. დაახლოებით შენს ასაკში ემოციურობა პიკს აღწევს ხოლმე. როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით. ჩემი აზრით ასეა.
| QUOTE | | ადრე მეც სულ უაზრო რამეზე ვდგებოდი კარგ ხასიათზე , უბრალოდ მეგობრებთან ერთად ყოფნა მიხაროდა, ეხლა უკვე აღარ. |
'ის' წავიკითხე (და მოვალ იქაც). მაგრამ მაინც ვთვლი, რომ შეგიძლია, ისევ დაიბრუნო მეგობრებთან ყოფნის სიხარული. მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ გაქვს ბოლომდე დაკარგული.
| QUOTE | მერე რა დასვკნა გამოიტანე? აზრიანად გეჩვენება ჩემი პოსტები თუ უაზროდ? |
ის დასკვნა გამოვიტანე, რომ გონიერი ბიჭი ხარ. მაგრამ ბიძგი გჭირდება. სტიმული გაკლია. ისეთი ადამიანი გინდა, ვინც "იდაყვს წაგკრავს" ხოლმე და არ მოგცემს "დაძინების" საშუალებას (აი, ისეთ უიმედო განწყობაზე ყოფნის საშუალებას, როგორზეც ახლა ხარ).
მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, თავად შენ შეცვალო შენ თავში რაღაცებისადმი დამოკიდებულება.
სხვათა შორის, არც Wren-ს აწყენდა ეს.
| QUOTE | | თუ სულელურია ცხოვრება, მაშინ რა გაკავებს ამ სულელურ ცხოვრებაში ? |
თუნდაც, აი, ის პატარ-პატარა წუთიერი თუ წამიერი ლამაზი დეტალები, რომლებიც ამ სულელურ ცხოვრებას გააჩნია და რაც ზემოთ ვახსენე. - ერთ-ერთი მიზეზი.
| QUOTE | რა იცი, რომ მაჯას ისერავდა? ეგრე მე კლასელი მყავდა, უბრალოდ სიამოვნებდა ხელების დასერვა. ტატუებს იკეთებდა მსიამოვნებს , ვკაიფობო ნემსი , რომ მერჭობაო და ა.შ. მაგრამ თავის მოკვლაზე არ უფიქრია, ხარივით ჯანმრთელია და დღედაღამე გაკრეჭილი დადის |
სურათები მაქვს ნანახი. შენი კლასელისგან განსხვავებით, ეჭვი მეპარება, იმ ფორუმელს მაზოხისტური გადახრები ჰქონოდა.
| QUOTE | სუიციდი გამბედაობაა იმ მოცემულ მომენტში. როგორ ფიქრობ 16 -ე სართულიდან გადახტომას გამბედაობა არ უნდა? შუბლზე იარაღის დადებას და სასხლეტის გამოკვრას გამბედაობა არ უნდა? მაგრამ ეს გამბედაობა არის წამიერი. ხოლო თუ სხვა კუთხით შევხედავთ ჯამში სიმხდალეა. ცხოვრებისგან, პრობლემებისგან გაქცევა.
|
მეც ზუსტად ასე ვფიქრობ.
| QUOTE | | რომ ამ პრობლემების მოგვარება შეუძლებელია |
აქაც არსებობს გამოსავალი: დამოკიდებულების შეცვლა.
| QUOTE | | რა მიზანიც დავისახე ვერაფერს ვერ მივაღწიე, |
აიღე და ახალი მიზნები დაისახე. იმ ძველ აუსრულებელ მიზანზე დარდს კი შეეშვი. ეცადე მაინც. ნუღარ იქნები მასზე ჩაციკლული. სხვა, ასრულებად მიზანზე გადაერთე.
| QUOTE | | შენთვითონ რისი გწამს? |
ადამიანურობის.  ქრისტესთან მიმართებაში მეც დაახლოებით შენნაირად ვარ. მისი მესიობის არ მჯერა. თუმცა ადამიანურად ჩემთვისსაც მისაღებია მისი იდეოლოგიის დიდი ნაწილი. | QUOTE | | არვიცი წაიკითხე თუ არა, ჩემი პოსტი აი სადაც მეწერა მამაზე რომელმაც შეიძლება შვილების გამო თავი მოიკლას. ეს პოსტი ნახე? თუ ნახე რა პასუხი გაქვს? მაინც მხდალად თვლი ეგეთ ადამიანს? ( თუ არ გინახავს დავწერ მეორედ , მაინტერესებს რას მიპასუხებ |
ეს გამომრჩა. კი, გუშინვე წავიკითხე და დაკომენტარებაც მინდოდა, მაგრამ მერე ამომვარდა გონებიდან.
მაინც არასწორად მოიქცა მამა. არ ვამართლებ. ის ვერ გაითვალისწინა, რომ ოჯახის წევრებს და სხვა ახლობლებს მისი სიკვდილი ტკივილს მიანიჭებდა და ძალიან დააკლდებოდათ. საყვარელი ადამიანი აღარ ეყოლებოდათ. ფინანსური კეთილდღეობა ხომ ამასთან შედარებით არაფერია.
This post has been edited by *Artless* on 4 Oct 2014, 00:00
|