Chupa Chups
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3393
წევრი No.: 125123
რეგისტრ.: 22-December 10
|
#41555401 · 7 Jul 2014, 16:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თვითმკვლელობით დაასრულეს...
ჟან ამერი (1912-1978) ავსტრიელი მწერალი. ზალცბურგის სასტუმროში ბარბიტურატების ზედმეტი დოზით მოიკლა თავი.
ჰუბერტ აქვინი (1929-1977) კანადელი ნოველისტი, ესეისტი. 15 მარტს საკუთარ თავს ესროლა. დატოვა წერილი, სადაც განმარტავდა, რომ სიკვდილი მისი პოზიტიური და თავისუფალი არჩევანი იყო: "ვცხოვრობდი დაძაბულად და ახლა ეს ყველაფერი დამთავრდა".
რეინალდო არენასი (1943-1990) კუბელი პროზაიკოსი, დრამატურგი. 1987 წელს დაუდგინეს შიდსი. ხანგრძლივ მკურნალობას ვეღარ გაუძლოა და თავი მოიკლა ბარბიტურატებით. სიკვდილის წინ დაწერა: "ჩემი ჯანმრთელობისა და საშინელი დეპრესიის გამო, რომელიც არ მაძლევს საშუალებას ვწერო და ვიბრძოლო კუბის თავისუფლებისთვის, ვიკლავ თავს...მე მინდა გამოვუტყდე კუბელ ერს, ქვეყნის შეზღუდულობაში, ასევე სახალინის და მინდა გააგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის...კუბა განთავისუფლებულ იქნება. მე მჯერა ამის."
ხოსე მარია არგედასი (1911-1969) რუანდელი მწერალი. თავი მოიკლა იარაღით.
მეი აეიმ (1960-1996) აფრო-გერმანელი პოეტი. 1996 წელს ის დააწვინეს ბერლინის ფსიქიკურ საავადმყოფოში. შემდეგ ექიმებმა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს და აპრილში შეუწყვიტეს ფსიქიკური წამლებით მკურნალობა. ივნისში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა, რადგან თვითმკვლელობა სცადა. ივლისში გამოწერეს, მაგრამ ბერლინის შენობის ოცდამეათე სართულიდან გადმოხტა...
ჯეიმს რობერტ ბეკერი (1946-1997) ამერიკელი მწერალი. ბოლო წლებში გამომცემლობები აღარ უბეჭდავდნენ წიგნებს. ამან გამოიწვია მისი ემოციური არასტაბილურობა და საკუთარ სახლში მოიკლა თავი. (იყო ჰომოსექსუალი და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი)
რ. ჰ. ბარლოი (1918-1951) ამერიკელი მწერალი, ანთროპოლოგი. შეშინდა არ გაეგოთ მის სტუდენტებს მისი ჰომოსექსუალობის შესახებ და თავი მოიკლა.
რექს ბიჩი (1877-1949) ამერიკელი მწერალი. 1949 წელს, მისი ცოლის გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე მოიკლა თავი 71 წლის ასაკში.
ტომას ბედოესი (1803-1849) ინგლისელი პოეტი. ბოლო წლებში სვამდა. ოჯახი მას დაკარგულ ადამიანად თვლიდა. რამდენჯერმე სცადა იარაღით მოეკლა თავი, უკანასკნელი ცდა (მიიღო უზომო რაოდენობის საწამლავი) ფატალური გამოდგა...
ვიქტორია ბენედიქტონი (1850-1888) შვედი ავტორი. მოიკლა თავი სასტუმროში, საძილე არტერიაზე ოთხჯერ გადაისვა ბრიტვა.
იენს ბიორნები (1920-1976) ნორვეგიელი მწერალი და მხატვარი. მრავალი წლის განმაბლობაში ებრძოდა ფსიქიკურ აშლილობას და ალკოჰოლიზმს. მორიგი დეპრესიისას თავი ჩამოიხრჩო.
თადეუშ ბოროვსკი (1922-1951) პოლონელი მწერალი. კომუნისტური რეჟიმის იმედგაცრუების გამო, რომელმაც მისი მეგობარი ციხეში შასვა უსამართლოდ, 28 წლის ასაკში თავი გაიგუდა გაზით.
კარინ ბოიე (1900-1941) შვედი მწერალი. მისი რომანები მამაკაცებთან უიღბლოდ მთავრდებოდა. 1941 წლის 23 ააპრილს გავიდა სახლიდან, ამ პერიოდში ის იტანჯებოდა თავისი მეგობარის მარგოტ ჰანელის სიყვარულით. 27 არილს, ჩრდილოეთის ქალაქ ალინგკოკში, ერთ-ერთ ბორცვზე, დიდ ქვასთან იპოვეს მისი ცხედარი (საძილე წამლების ზედმეტი დოზით). მარგოტმა მალევე თავადაც მოიკლა თავი...
ბოჟიდარი (ბოგდან პეტროვიჩ გორდეევი 1894-1914) რუსი პოეტი. 1914 წლის 7 სექტემბერს, ღამით გავიდა ტყეში ხარკოვთან ახლოს და თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი პირველი მსოფლიო ომის დაწყება იყო.
რიჩარდ ბროტიგანი (1939-1984) ამერიკელი მწერალი და პოეტი. 1984 წელს 49 წლის ასაკში რიჩარდი დაგავიდა საცხოვრელბად ბოლინასში, კალიფორნიაში, სადაც ის ერთ დიდ და ძველ სახლში ცხოვრობდა. მან მოიკლა თავი იარაღით. ზუსტი თარიღი მისი სიკვდილისა უცნობია. ცხედარი იპოვა დეტექტივმა რობერტ იანჩმა 25 ოქტომბერს. ექსპერტიზამ მიახლოებით დაადგინა რომ მან თავი 1 თვით ადრე, 14 სექტემბერს მოიკლა სასტუმრო ოთახში, მისი ახლო მეგობრის, მარსია კლეისთან ტელეფონზე საუბრის შემდეგ.
ანდრეს ჩაიჩედო (1951-1977) კოლუმბიელი მწერალი. მან თავის რომანში "¡Qუé ვივა ლა მúსიცა" თქვა, რომ ადამიანის სიცოცხლე 25 წელზე მეტს არ უნდა გაგრძელდეს. აღასრულა კიდეც დანაპირები და 1977 წელს 60 ცალი საძილე აბი გადაყლაპა. შემდეგ მასზე ალბერტო ფუგუეტმა (ცნობილი ჩილელი ჟურნალისტი) თქვა: "მან მოიკლა თავი იმიტომ, რომ ძალზედ ბევრი ნახა".
დონ კარპენტერი (1931-1995) ამერიკელი მწერალი. მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი 1984 წელი იყო. მისმა საუკეთესო მეგობარმა რიჩარ ბროტიგანმა მოიკლა თავი. 80-იანი წლების ბოლოს ის იტანჯებოდა ტუბერკულოზით, დიაბეტით და გლაუკომათი. 64 წლის ასაკში მან მოიკლა თავი ცეცხლსასროლი იარაღით.
კამილო კასტელო ბრანკო (1825-1890) პორტუგალიელი მწერალი. მოხუცებულობისას ვეღარ ახერხებდა მუშაობას. ბრმავდებოდა სიფილისის გამო და იტანჯებოდა ნერვოზისგან. 1990 წელს რევოლვერით მოიკლა თავი საკუთარ ხის სავარძელში. მას ორტუგალიელ ბალზაკს ეძახდნენ.
კონსტანტინე ჩხეიძე (1897-1979) ქართველი, რუსი მწერალი, ფილოსოფოსი და თეთრი ემიგრანტი. ქართველი ემიგრანტი რუსეთში, სიცოცხლე დაამთავრა თვითმკვლელობით.
ანა კრისტინა კესარი (1952-1983) რიო დეჟანეიროელი პოეტესა. ის მშობლების ბინის სახლის ფანჯრიდან გადმოხტა, რიო დე ჟანეიროში. მისი საყვარელი მწერალი იყო სილვია პლატი და მის ბედს უკავშირებდა თავის ცხოვრებასაც...
ნიკოლას შამფორტი (1741-1794) ფრანგი მწერალი, მორალისტი. შეიტყო რომ იჭერდნენ, ამიტომ 1993 წელს კაბინეტში ჩაიკეტა და სახეში ისროლა იარაღი. იარაღი კარგად გამართული არ აღმოჩნდა და მხოლოდ სახის ნაწილი დაიზიანა. ამიტომ ქაღალდის საჭრელი დანით დაგაისერა კისერი, თუმცა არტერია არ დაუზიანდა და მკერდიც დაისერა. ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს. 1 წლის შემდეგ მიყენებული ჭრილობა გაუმიზეზდა და გარდაიცვალა.
აირის ჩანი (1968-2004) ამერიკელი მწერალი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი. უკანასკნელ წიგნზე მუშაობისას ჩავარდა დეპრესიაში, რადგან დაეღუპა შვილი. 2004 წლის აგვისტოში პირველი ნერვიული აშლილობა დაემართა. 3 დღის განმავლობაში ლუისვილის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც თავისი მეოთზე წიგნისთვის მოიძია მასალა. ექიმები ეჭვის თვალით უყურებნენ მის გამოჯანმრთელებას (დიაგნოზი: მანიაკალური-დეპრესიული ფსიქოზი). 2004 წლის 9 ნოემბერს, დილით ის თავის მანქანაში იპოვეს ლოს გატოსთან ახლოს, მკვდარი (იარაღით მოიკლა თავი). მოგვიანებით აღმოაჩინეს 8 ნოემბრის ჩანაწერი, სადაც ეწერა: "პირობას ვდებ, რომ ყოველ დილით ავდგები და გარეთ გავალ. მე აღარ წავალ მშობლების მოსანახულებლად და დიდხანს ვისეირნებ. დავლევ ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს. გპირდებით არ დავიზიანებ სხეულს. გპრდებით არ შევალ იმ ვებ გვერდებზე, სადაც თვითმკვლელობაზეა საუბარი." ბრანკო კოპიკი (1915-1984) სერბი მწერალი. 1984 წლის 26 მარტს ქალაქ ბელგრადის ხიდიდან გადახტა. ამ ხიდს მოგვიანებით, მის საპატივსაცემოდ ბრანკოს ხიდი უწოდეს.
ელის კოუენი (1933-1962) ამერიკელი პოეტი. დეპრესიის გამო დაწვინეს ფსიქიატრიულში და იქ მკურნალობდნენ. ექიმებს არ დაემორჩილა და გამოუშვეს იმ პირობით, რომ ჩავიდოდა დასასვენებლად მაიამიში მშიბლებთან, მაგრამ ამის მაგივრად მივიდა მშობლების სახლში ბენეტის პროსპექტზე და ფანჯრიდან გადმოხტა.
ჰარტ კრეინი (1899-1932) ამერიკელი პოეტი. 1931 წელს პოეტი ჩავიდა მექსიკაში თავისი პემის დასასრულებლად. 1 წლის შემდეგ, უკანა გზაზე გადავარდა მექსიკის ყურეში. უმეტესობამ ჩათვალა რომ ეს თვითმკვლელობა იყო. სხეული ვეღარ იპოვეს.
რენე კრეველი (1900-1935) ფრანგი მწერალი. 1935 წლის 18 ივნის, საკუთარ სამზარეულოში გაუშვა გაზი და თავი მოიწამლა, დაბადების დღიდან რამდენიმე დღით ადრე. არსებობს ორი ვერსია: 1. კომფლიქტი ჰქონდა თავის თანამედროვეებთან, რომელიც 1935 წლის ივნისში, მწერლების კონგრესზე წარმოიშვა, რის შემდეგაც დატოოვა მან ეს შეხვედრა. 2. გაიგო რომ დაავადებული იყო ტუბერკულოზით. დატოვა შემდეგი სიტყვები: "გთხოვთ, დაწვათ სხეული. ზიზღი".
უილ კუპი (1884-1949) ამერიკელი იუმორისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბევრს ავადმყოფობდა და იტანჯებოდა დეპრესიით. მან მიიღო ბევრი საძილე აბი და 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში.
ზო დახა (1864-1930) ფრანგი ანტი მილიტარისტი, სატირსტი და ჟურნალისტი. იმოგზაურა მექსიკაში, კანადაში და აშშში, სადაც გაიცნო ქვრივი გაეტანო ბრესკისა (რომელმაც მოკლა იტალიის მეფე უმბერტი 1). შემდეგ დაბრუნდა საფრანგეთში და 30 აგვისტოს მოიკლა თავი.
ჯონ დევიდსონი (1857-1909) სკოტლანდიელი პოეტი. დევიდსონი გაუჩინარდა 23 მარტს. ვინაიდან დეპრესია აწუხებდა, დაასკვნეს რომ თავი დაიხრჩო რენზანსში. შემდეგ იპოვეს ახალი ნაწარმოების ნაწერი, რომელზეც ეწერა:'"ეს ჩემი უკანსაკნელი წიგნი იქნება". მისი სხეული აღმოაჩინეს რამდენიმე თვის შემდეგ.
დებორა დიგენსი (1950-2009) ამერიკელი პოეტი. 10 აპრილს დებორამ თავი მოიკლა ქალაქ ამჰერტში. ის სტადიონის ტრიბუნიდან გადმოვარდა.
მაიკლ დორისი (1945-1997) ამერიკელი ნოველისტი. 1995 წელს დორის და მის ცოლს, ერდრიხტს სასამართლოში უჩივლა საკუთარმა შვილმა, ჯეფრიმ მკაცრი მოპყრობისთვის. მალე ცოლ-ქმარი დაშორდა და განშორების სასამართლო პროცესით დაკავდნენ. 1997 წლის 10 აპრილს განარკომანებულმა და მთვრალმა დორისმა თავი მოკლა. სიკვდილამდე მას მესამედ დასდეს ბრალი საკუთარ ქალიშვილის სექსუალურ ძალადობაში.
იულია დრუნინა (1924-1991) რუსი პოეტესა. 1991 წლის 20 ნოემბერს, საკუთარი სახლის გარაჟში ჩაიკეტა და თავი გაიგუდა. სიკვდილამდე დაწერილ წერილში ითხოვა რომ მის ქმართან დაეკრძალათ.
ჟან პიერ დუპრეი (1930-1959) ფრანგი პოეტი. 1056 წელს მან პროტესტი გამოთქვა ალჟირის ომის წინააღმდეგ, რის გამოც პოლიციამ სცემა და რამდენიმე თვით ციხეში ჩასვა, მოგვიანებით იქიდან ფსიქიატრიულში დააწვინეს, სადაც მან თავი ჩამოიხრჩო.
ტრისტან ეგოლფი (1971-2005) ამერიკელი მწერალი, ნოველისტი. 7 მაისს, თავისი კრებულის დამთავრების შემდეგ იარაღით მოიკლა ტავი.
ძიუნ ეტო (1932-1999) იაპონელი ლიტერატურის კრიტიკოსი, მწერალი. დეპრესიამ, რომელიც გამოწვეული იყო მეუღლის სიკვდილით და გადატანილმა ინსულტმა, დააუძლურა მწერალი. ამიტომ 66 წლის ასაკში მოიკლა თავი საკუთარ სახლის აბაზანაში, კამაკურაში, ვენა გადაიხსნა.
ჯონ გოულდ ფლეტჩერი (1886-1950) ამერიკელი მწერალი. ფლეტჩერი იტანჯებიდა დეპრესიით და 20 მაისს, მოიკლა თავი, საკუთარ სახლთან ახლოს ჩაგუბებულ წყალში. არკანზასის შტატში. არკანზასის ცენტრალური ფილიალის ბიბლიოთეკას მისი სახელი დაერქვა.
მისაო ფუჯიმურა (1886-1903) იაონელი პოეტი, ფილოსოფოსი. რადგან უარი მიიღო საცოლისგან თავი ჩამოიხრჩო ხეზე. სიკვდილამდე, ამავე ხის ზროზე დაწერა თავისი პოემა.
ვსევოლოდ გარშვინი (1855-1888) რუსი მწერალი. 1880 წელს ახალგაზრდა რევოლუციონერის სიკვდლით დასჯის შემყურე, ფსიქიკურად შეირყა. დააწვინეს ფსიქიატრიულში. 1888 წლის 19 მარტს ღამენათევი გამოვიდა საკუთარი სახლიდან, ერთი სართული ჩაირა და კიბეზე ჩამოვარდა. დალეწილი შეიყვანეს ოთახში. რამდენიმე საათი გონზე იყო. შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.
რომენ გარი (1914-1980) ფრანგი მწერალი. გარიმ თავი 2 დეკემბერს მოიკლა იარაღით. სიკვდილის წინ დაწერილ წერილში ეწერა: "ყველაფერი აიხსნება ნერვიული დეპრესიის გამო. მაგრამ ამ შემთხვევაში ჯობს გავერკვეთ, რომ ეს გრძელდება მას შემდეგ, რაც დავვაჟკადი, და სწორედ ის დამეხმარა სერიოზული ლიტერატურის ხელობის დაუფლებაში."
შარლოტა პერკის გილმანი (1860-1935) ამერიკელი სოციოლოგი, მწერალი, ნოველისტი, პოეტი. 1932 წელს გილმანს დაუდგინეს მკერდის კიბო. დაავადებით დატანჯულმა 1935 წლის 17 აგვისტოს თავი მოიკლა, ქლოროფორმის დიდი დოზით. თავის ავტობიოგრაფიაშიც და სიკვდილის წინ დაწერილ წერილშიც აღნიშნავდა, რომ "ვარჩიე ქლოროფორმი კიბოს გამო" და ის მოკვდა სწაფად და მშვიდად.
უილიამ ლინდსი გრიშმანი (1909-1962) ამერიკელი ნოველისტი. 1962 წელს გრიშმანი ბრმავდებოდა, ექიმებმა ენის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 14 სექტემბერს ერთ-ერთ ჰოტელში მოიკა ტავი წამლების ზედმეტი დოზით.
ჰაი ზი (1964-1989) ჩინელი პოეტი. მან 25 წლის ასაკში მოიკლა თავი. მისი ცხედაროს გვერდით იდო ბიბლია, ჯოზებ კონრადის თხზულებები, უოლდენი და ტურ ჰეიერდალის "კონ-ტიკი".
ტამიკი ჰარა (1905-1951) იაპონელი მწერალი. ჩაუვარდა მატარებელს. ის ხიროსიმას კატასტროფის ერთ-ერთი გადარჩენილი ადამიანი იყო. და ამ თემას მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი უკავია.
უოლტერ ჰაზენკლევერი (1890-1940) გერმანელი პოეტი, დრამატურგი. მეორე მსოფლიო ომის დროს ორჯერ ჩასვეს ციხეში საფრანგეთში "დაუფარავი მტერის" მიზეზით. როდესაც საფრანგეთი დამარცხდა გერმანიასთან, ის იმყოფებოდა კემპ-დე მილის ლაგერში. ღამით, 22 ივნისს მან მოიკლა თავი წამლების ზედმეტი დოზით, რადგან ნაცისტებს არ ჩავარდნოდა ხელთ.
ჯეიმს ჰეთფილდი (1958-2001) ამერიკელი მწერალი. 17 ივლისს პოლიციამ მიაკითხა მას სახლში, რათა დაეპატიმრებინათ თაღლითობის გამო (საკრედიტო კარტების), მაგრამ სახლში არ დახვდათ. 18 ივლისს კი მისი ცხედარო არკანზასის შტატის ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს წამლების ზედმეტი დოზით მკვდარი.
სადეგ ჰედაიეტი (1903-1951) ირანელი მწერალი. 1950 წელს ჩავიდა პარიზში. დეპრესიის დროს გაანადგურა თავისი რამდენიმე ხელნაწერი და გაზით გაიგუდა თავი.
ჯეინ ეიკენ ჰოდჯი (1917-2009) ამერიკაში დაბადებული ბრიტანელი მწერალი. წამლების ზედმეტი დოზით მოილა თავი ივნისში. წერილსში ის დიდ მწუხარებას გამოხატავდა, რომ მას აღარ ჰქონდა ძალა, განეხორიციელებინა თავისი გეგმები ქალიშვილების ბედნიერებისათვის.
მარეკ ჰლასკო (1934-1969) პოლონელი მწერალი. 1964 წელს ორჯერ შეეცადა თავის მოკვლას. მოსდიოდა უსიამოვნებები პოლიციასთან, მრავალჯერ მოხვდა ფსიქიატრიულში. 1966 წელს დაენგრა ოჯახი. მწერალმა თავი მოიკლა სასტუმროში, გერმანიაში, მიიღო რა ალკოჰოლი და საძილე წამლები. 1975 წელს ცხედარი პოლონეთში გადაასვენეს.
რობერტ ირვინ ჰოვარდი (1906-1936) ამერიკელი მწერალი. მის ხანმოკლე ცხოვრებაში ერთადერთი მნიშვნელოვანი ქალი დედა იყო, რომელსაც აღმერთებდა. 1935 დედას გაუკეთეს ოპერაცია, რომელიც კომაში ჩავარდა. შვილს არ შეეძლო გადაეხადა სამკურნალო ხარჯები საავადმყოფოსთვის, 11 ივნისს ავტომობილში ჩაიკეტა და იარაღით მოიკლა თავი.
უილიამ ინგი (1913-1973) ამერიკელი დრამატურგი და ნოველისტი. 70-იან წლებში ცხოვრობდა ლოს-ანჟელესში, სადაც დრამატურგიას ასწავლიდა სტუდენტებს. მისმა უკანასკნელმა პიესებმა უყურადღებობა და კრიტიკოსების მიერ ცუდი რეცენზიები დაიმსახურა, რამაც დეპრესიაში ჩააგდო. ეგონა, რომ ვეღარასოდეს დაწერდა კარგად. 10 ივნის გაზით გაიგუდა თავი 60 წლის ასაკში.
ინგრიდ იონკერი (1933-1965) სამხრეთ აფრიკელი პოეტესა. 19 ივლისის ღამეს, გავიდა ზღვის სანაპიროზე, სადაც თავი დაიხრჩო. როდესაც მამაისმა ამის შესახებ გაიგო, თქვა: "მათ შეუძლიათ კვლავ გადააგდონ ზღვაში, ჩემთვის სულერთია."
სარა კეინი (1971-1999) ინგლისელი დრამატურგი. დაიბადა ღრმად რელიგიურ ოჯახში. იტანჯებოდა მანიაკალური დეპრესიის ფიქოზით. თავი მოიკლა ფსიქიატრიული საავადმყოფოს აბაზანაში (თავი ჩამოიღრჩო).
კოსტას კარიოტაკისი (1896-1928) ბერძენი პოეტი. 20 ივლისს, წავინა მონოლითში და 10 საათის განმავლობაში ზღვაში ცდილობდა თავის დახრჩობას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან უბადლო მოცურავე იყო, როგორც შემდეგ თავის სიკვდილის წინ დაწერილ წერილში აღნიშნა. დილით დაბრუნდა სახში, რევოლვერი დატენა და ერთ პატარა კაფეში შევიდა. რამდენიმე საათიანი მოწევის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ნაპირზე და ევკალიპტის ქვეშ გულში ისროლა იარაღი. წერილი აღმოუჩინეს ჯიბეში.
დუგლას კენეი (1947-1980) ამერიკელი მწერალი. კენეი 27 აგვისტოს ჰანაპეპეს ოცდაათ მეტრიან კლდიდან გადმოხდა. პოლიციამ იპოვა მისი ფული, მაგრამ ცხედარს 3 დღე ეძებდნენ.
კიტამურა ტოკოკუ (1868-1894) იაპონელი პოეტი. სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში დასჩემდა ფსიქიური არასტაბილურობა და დეპრესია. 16 მაისს, გამთენიისას მან თავი ჩამოიხრჩო საკუთარ ბაღში, ტოკიოსთან ახლოს.
ჰაინრიხ ფონ კლაისტი (1777-1811) გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ნოველისტი. 1810 წელს გაიცნო ახალგაზრდა გოგო, ჰენრიეტა ფოგელი. მათ გადაწყვიტეს თავის ერთად მოკვლა. სურდათ განეხორციელებინათ აკვიატებული აზრი კლაისტისა, რომელმაც არაერთხელ მიმართა ამ თხოვნით თავის ცოლს, მარიას. შემდეგ მას დაუტოვა წერილი, სადაც ეწერა: "მე გავიცანი მეგობარი, ახალგაზრდა არწივის მსგავსი, რომელიც თანახმაა ჩემთან ერთად მოკვდეს". 1811 წლის 21 ნოემბერს, მან ჯერ ფოგელს ესროლა იარაღი და შემდეგ თავადაც მოიკლა თავი.
არტურ კიოსტლერი (1905-1983) ინგლისელი მწერალი. კოსტლერმა არაერთხელ აღნიჩნა რომ არ ეშინია სიკვდილის, მაგრამ თავად სიკვდილის პროცესის ეშინია. მისი თვითმკვლელობა არ ყოფილა მოულოდნელი საახლობლოში. მას დაუდგინეს პარკინსონი და ლეიკემია. 1 მარტს, ცოლთან ერთად მოიკლა თავი საძილე წამლების ზედმეტი დოზით. ცხედრები 3 მარტს იპოვეს.
ეჟი კოსინსკი (1933-1991) პოლონელ-ამერიკელი მწერალი. სიცოცხლის უკანასკენლ წლებში აწუხებდა მრავალი დაავადება, გარდა ამისა ჟურნალისტები მას პლაგიატიზმში ადანაშაულებდნენ. 3 მაისს თავი მოიკლა საძილე წამლებით.
ლაო შე (1899-1966) ჩინელი მწერალი. 60-იან წლებში ჩინეთში მიმდინარეობდა "კულტურული რევოლუცია". შეს კონტრევოლუციონერობაში ადანაშაულებდნენ. 23 აგვისტოს ის სამსახურში მიდიოდა, როდესაც თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. მან თავი მოიკლა. მისი გვამი ერთი კვირის მერე აღმოაჩინეს ტბა ტაიპინხუში. გვამი საცვლების ამარა იყო, ხოლო ტანსაცმელი ნაპირზე ეწყო, რსც მის თვითმკვლელობაზე მიუთითებდა.
ნაპოლეონ ლაპატიოტისი (1888-1944) ბერძენი პოეტი. პოეტი გახსნილი გეი და კომუნისტი იყო. 7 იანვარს, დიდი ხნის ნარკომანმა და გაღატაკებულმა თავი მოიკლა.
იან ლეხონ (1899-1956) პოლონელი პოეტი. 1921 წ. შეეცადა თავის მოკვლას. 1956 წლის 8 ივნისს კი სასტუმრო "ჰადსონის" მეოცე სართულიდან გადმოხტა. ის ჰომოსექსუალისტი იყო და დევნიდნენ, რამაც გამოიწვია დეპრესია.
პრიმო ლევი (1919-1987) იტალიელი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი. ლევი მოკვდა 11აპრილს, საკუთარი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, ტურინში. თუმცა ზოგიერთმა ბიოგრაბმა ეს ფაქტი თვითმკვლელობად შეაფასა, რადგან მას ხშირად ჰქონდა დეპრესია.
ნიკოლას ვეიჰელ ლინდსი (1879-1931) ამერიკელი პოეტი. ფინანსურმა მოუწესრიგებლობამ და ჯანმრთელობის გაუარესებამ ჩააგდო დერესიაში და თვი მოიკლა 5 დეკემბერს. დალია ბოთლი ლისოლი (სადეზინფექციო საშუალება).
კლაუს მანი (1906-1949) გერმანელი მწერალი. თომას მანის ვაჟი. მამა ვერ ეგუებოდა მის ჰომოსექსიალიზმს. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა აფრიკაში და იტალიაში. თავი მოიკლა კანში, წამლების ზედმეტი დოზით.
ჰარი მარტინსონი (1904-1978) შვედი მწერალი, პოეტი. ნობელის პრემიის ლაურეატი. სტოკჰოლმის საავადმყოფოში 73 წლის ასაკში დანით მოიკლა თავი.
ვლადიმერ მაიაკოვსკი (1893-1930) რუსი პოეტი. 1930 წლის 14 აპრილს, დილის 10:15 საათზე, მოსკოვში, საკუთარ ბინაში მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა რევოლვერით. ეს ყოველივე თვითმკველობას ჰგავდა, თუმცა არსებობს მკვლელობის ვერსიებიც. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
იუკიო მიშიმა (1925-1970) იაპონელი მწერალი, პოეტი. ოთხ თანამოაზრესთან ერთად ემზადებოდა ამბოხისათვის, რომლის წარუმატებლობამ გააკეთებინა ხარაკირი 25 იანვარს.
მარიო დე სა-კარნეირო (1890-1916) პორტუგალიელი პოეტი. იტანჯება დეპრესიით და უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, რის გამოც 25 წლის ასაკში, პარიზში თავი მოიკლა.
ჟერარ დე ნერვალი (1808-1855) ფრანგი მწერალი და პოეტი. მას ეკუთვნის მისივე მეგობრის, ჰაინრიხ ჰაინეს ლექსების თარგმანი.სიცოცხლის ბოლო წლები ნერვალისათვის მატერიალურადაც და მორალურადაც მძიმე იყო. ამ დროს ექიმის რჩევით დაიწყო საკუთარი შინაგანი ავტობოგრაფიების წერა და შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: სილვია და ორელია. 1855 წლის 26 იანვარს ჟერარ დე ნერვალმა თავი ჩამოიხრჩო.
ჯონ ობრაიანი (1960-1994) ამერიკელი მწერალი. ობრაიანმა იარაღით მოიკლა თავი, მას მერე, რაც გაიგო რომ მისი რომანის (მისი პირველი რომანი) "ლას ვეგასის დატოვება" მიხედვით, ფილმს გადაიღებდნენ. მამამისმა განაცხადა, რომ მისი რომანი სიკვილამდე დაწერილი წერილია. ფილმი 1995 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდებით.
ჩეზარე პავეზე (1908-1950) იტალიელი მწერალი. მძიმედ წარიმართა მისი რომანი ამერიკელ მსახიობთან კონსტანს დოულიგთან. 26 აგვისტოს თავი მოიკლა თურქულ სასტუმრო "რომი"ში წამლების დედმეტი დოზით და დაწერა წერილი: "ყველას გემშვიდობებით და ყველას პატიებას გთხოვთ. ძალიან ნუ გამკიცხავთ."
ქიუ იანი (ჩვნწ. 340-278) პირველი დიდი ჩინელი პოეტი. ქალაქ ჩუში უნდა შეეპყრო გენერალ ბაი ცის, ეს რომ გაიგო ქიუმ დაწერა "ქალაქ ინის კვნესა" და გადახტა მდინარე მილოში, მოიბა ქვა რომ კარგად ჩაძირულიყო.
ალექსანდრე რადიშჩევი (1749-1802) რუსი პოეტი.
ემილიო სალგარი (1862-1911) იტალიელი მწერალი. ოჯახური მოიწესრიგებლობის გამო 25 აპრილს, ტურინში ჩაიტარა ჰარაკირი (იაპონური თვითმკვლელობის აქტი)
ანი შმიდტი (1911-1995) ჰოლანდიელი მწერალი. 21 მაისს, თავისი დაბადების დღის მეორე დღეს, 84 წლის ასაკში, მოიკლა თავი.
|