#38780012 · 18 Nov 2013, 22:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
babikuna20
QUOTE | 1. ფიქრობთ თუ არა რომ ვირტუალურ სივრცეში ბევრად გახსნილი ხართ ვიდრე რეალურში? |
კი,ასეა ნამდვილად.
2. გაქვთ თუ არა იმის შიში რომ ვერ შეძლებთ რეალურ სამყაროში იყოთ ის ვიც ვირტუალურ სამყაროში ხართ...
შიში არ ვიცი,მაგრამ რეალურ სამყაროში ძალიან მორიდებული ვარ და შესაბამისად საუბარი ბევრად ცუდად გამომდის რეალში,ვიდრე ვირტუალურში.
QUOTE | 3. თქვენი აზრით რომელია "რეალური მე " : ის რომელიც ვირტუალურ სამყაროში ხართ თუ ის რომელსაც საზოგადოებაში ავლენთ? |
ალბათ ვირტუალურში,რადგან უფრო თამამი და გახსნილი ვარ.
QUOTE | 4. გარეგნობის შეფასების 10 ქულიან შკალაზე , სადაც 1 ქულა ყველაზე დაბალი სილამაზის , ხოლო 10 ყველაზე მაღალი სილამაზის მაჩვენებელია.... რომელ ქულაზე ისურვებდით რომ იყოთ ( 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ) და რომელზე ხართ ეხლა : ) |
ჩემს გარეგნობას შევაფასებდი 7-ზე. ცუდი გოგო არ ვარ მგონი  და არც პრეტენზია არ მაქვს,რომ მაინც და მაინც 10 ქულაზე შეფასებული გარეგნობა მქონდეს. ლამაზი ბევრია ამ ქვეყანაზე,მთავარია შინაგანი სილამაზე და სიღრმე ჰქონდეს ადამიანს. ჩემი მოკრძალებული აზრით კი ძალიან შინაარსიანი ადამიანი ვარ, ასე რომ ჩემი გარეგნობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია ჩემს შინაგან სამყაროსთან ერთად.
--------------------
........................
წუთიერია ყველაფერი.....მთავარია ეს წუთი მთელი ცხოვრება გაგრძელდეს....
|