კარგი თემაა
მქონდა ეს პრობლემა იოლ ფორმებში პრაქტიკის უქონლობისას
პირველად შემეტყო საუბარზე ნერვიულობა სავარაუდოდ, შემდეგ ცოტა წავიმუშავე და თავად ვგრძნობდი რომ
გაერეგნულად არ მეტყობოდა თუმცა შინაგანი ღელვა გამყვა კარგა ხანს, რასაც ვერაფერს ვუხერხებდი...
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის რწმენა მქონდა ცოდნისა და სიტყვათა მარაგის მხრივ,
მხოლოდ აზრების დაწყობა გადმოცემაზე მიწევდა ფიქრი და ნერვიულობა.
აქ შეიძლება ჩემი პერფექციონიზმიც მიწევს ცოტა დათვურ სამსახურს და ზედმეტ წნეხში მაქცევს თუმცა მეორეს მხრივ მეხმარება სრულყოფისკენ სვლაში.
ვიცნობ ბევრ ადამიანს გარშემო რომელთაც არც სკოლაში , არც სტუდენტობისას მოუკლიათ თავი მეცადინეობით, წიგნის კითხვით
მაგრამ შესანიშნავად გამოდით საკუთარი თავისა თუ რაიმე თემის პრეზენტირება, თანაც თავისუფლად ყოველგვარი კომპლესების გარეშე.
გამოგიტყდებით და თეთრი შურის მომენტიც მქონია ხოლმე
თუმცა უნდა ითქვას რომ ასეთი კატეგორია ყოველთვის უშვებს რაღაც ლაფსუსებს ტერმინოლოგიის მხრივ, რასაც თავად ვერ ამჩნევს და შეიძლება პუბლიკის უმრავლესობასაც შეუმჩნეველი დარჩეს
ახლა რა ხდება, მე მაქვს ეს პრობლემა ამჟამად უცხო ენის შემთხვევაში რომელსაც ვერ "ვსხლავ"

ამ შემთხვევაში მანერვიულებს სიტყვათა მარაგიც, გრამატიკა, გამოთქმა აქცენტი და ა.შ. მიუხედავად იმისსა რომ კომპლიმენტებს ვიღებ ნატივ სფიქერებიდან...
ჯერჯერობით არ მქონია პრაქტიკა, მაგრამ მომიწევს და ვფიქრობ ამაზე

ამ ყველაფრის გადალახვას და დაძლევას რაც შეეხება დღესდღეობით მრავალი რჩევის მოძებნა შეიძლება ინტერნეტით, და შემდეგ დისციპლინირებულად საკუთარ თავზე მუშაობა, სარკის წინ ხმით

პატარა რამოდენიმე რჩევა რაც შემიძლია გავიხსენო ახლა უცებ თუ ვინმეს ჭირდება :
სამეტყველო აპარატის, ხმის იოგების მოთელვა გახურება..
ღიმილი

რომც არ გეღიმებოდეთ რამე სანერვიულოს წინ(ნუ შემდეგაც) გაიღიმეთ ერთი-ორი წუთით, ეს მიმიკა აიძულებს ენდორფინებს გამოყოფას, რაც ნერვიულობა-სტრესს გარკვეულწილად დათრგუნავს...
განსაკუთრებით მანდილოსნებისთვის

დაძბული ნერვული ფონის გადასალახად ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე, ცოტა მეტზეც შეიძლება
"საბრძოლო", მამაკაცური პოზის მიღებისას ხასიათი უფრო მტკიცე და მამაცი ხდება...
ნუ სხეულის ენა კიდე ცალკე თემაა ამ დროს
წარმატებები
This post has been edited by shaknike on 18 Mar 2017, 17:00