ერთ სადა და უბრალო, ესე იგი მშვენიერ დღეს, წყდები შენს ანარკელს, ისახები ადამიანებში და მათაც ასახავ შენში.
და იქ პოულობ, რომ მხოლოდ სარკეში საკუთარი თავის ყურება, მარტო,
არ არეკლვა სხვისი სილუეტების, და არც სხვის თვალებში არეკლილი შენ,
ნელ-ნელა გცვეთს, გაძველებს, გიკარგავს ნამდვილობას და საკუთარ ტონს.
ადამიანები არ ვართ გაჩენილები საკუთარ თვალებში საციცინოდ, არც საკუთარ ნაკვთებზე და მოხაზულობებზე დამკირვებლებლად.
და იმ ნახატს სიამოვნებით ვუწოდებდი "ნარცისის სასოწარკვეთას"
ისმხვრევა სარკე და ანთავისუფლებ შენს თავს, მრავალ მბრწყინავ ნაწილაკად იშლები სირვცეში და შენ უკვე სხვა ხარ, ნაკადული. ტბა აღარ.
ისე, ადამიანისთვის ადამიანები რომ არა....
Stalker2005 დაასრულე შინაარსობრივად, მე ვერ ვპოულობ იმ სიტყვებს, რითიც ზუსტად გადმოვცემდი.
და აქვე, შენი აზრით, სარკეში გამუდმებული კირკიტი აქრობს და აძველებს?

უიჰ, და აქვე, სელფომანიაკები მომივიდა ასოციაციად...
This post has been edited by Estrella on 25 Feb 2018, 12:52