კარგიიი,ჯერ ჩუპა-ჩუპსისას დავწერ.
საერთოდ მართლა გამიკვირდა ისე მიახლოებულად დამახასიათეთ.
კიდევ ერთხელ გმადლობთ :*
ერთადერთი შენსაში დაბნეულობას გამოვყოფ,ეს არასდროს მახასიათებდა მგონი.
პირიქიტ უცხო ხალხთანაც კი ძალიან კომუნიკაბელური ვარ.
მაგრამ გახსნა სხვასთან დამოკიდებულია პირდაპირპროპორციულად იმაზე ტუ რა ეფექტს მოახდენს თავიდან.
აი დანარჩენში გეთანხმები ყველაფერში.
გულმავიწყი ვარ ციფრებში საშინლად და ვერაფერს ვიზეპირებ მარტივად,დანარჩენში ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ.
სიტყვა -ვერ -არ არსებობს ლექსიკონში.საერთოდ ეს სიტყვა ალიბია ნებისმიერ შემთხვევაში და ზარმაც ადამიანებს უყვართ განსაკუთრებით. ))))
კი პატიებით მგონი ყველას ყველაფერს ვპატიობ ,არ მახსენდება შემთხვევა როცა ასე არ მობქცეულვარ.
რომ მეკითხებიან რატომო,პასუხი ცალსახაა,ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეშალოს,მათ შორის მეც და არასდროს მინდა ხოლმე სხვას მოვექცე ისე,როგორც მე არ მინდა რომ მომექცნენ.
გამოგონილი სამყარო)))ეს ჩემი თემაა.სულ ვოცნებობდი ისეთ ადგილას სადაც ბევრი იასამნის და ბროწეულის ხე იდგებოდა,უამრავი ჩითის პეპელა იფრენდა და მე ვივალდის მოვუსმენდი.
სამწუხაროა,ეს რომ ვერ მაქვს,საერთოდ ჩემი ამ ეპოქაში დაბადება შეცდომაა დიდი.
ეჭვიანი ვარ ,ალბათ,გულჩათხრობილი მხოლოდ ერთეული ადამიანების გამო,მაგრამ მწყინს მათი ქმედება ყოველთვის,გამომდინარე იქიდან ,რომ ყველძე მეტად მე მინდა ჩემი წილი ბედნიერება მქონდეს და ამ შემთხვევაში ისინი ხელს უშლიან ამას.
რაც შეეხება მეორე დახასიათებას,ისეთი გრძნობა დამრჩა ,რომ ნალაპარაკები გვაქვს აქამდეც)))
ოპტიმისტი ვიყავი,კი, ისევ ვიქნები,ეხლა უბრალოდ დროის საკითხია მხოლოდ.
გაწონასწორებული ნამდვილად,რთულია ჩემი მწყობრიდან გამოყვანა,მაგრამ თუ გამოვედი ესეიგი საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში.შინაგანადაც მშვიდი ვარ,მაგრამ აქ ამ სიმშვიდეს ადამიანები მირღვევენ,ხან ცხოველები.
Dზალიან მწყინს ნამდვილად,წვრილმანებიც და ყველაფერიც.არ მინდა,მაგრამ ვერ შევცვალე.
მარტივად ვერ ვივიწყებ ,მაგრამ ვაიძულებ საკუთარ თავს ხშირად,ისევ ჩემი სიმშვიდისთვის.
საშინლად უკონფლიქტო ვარ,არ შემიძლია ხმაურიანი გარჩევები,არაა ეს ჩემთვის სასარგებლო,ნერვებს ვუფრთხილდები ,ვცდილობ უფრო სწორად.
კიი,ბედნიერებისტვის ძალიან ცოტა მყოფნის,იმდენად ცოტა,რომ მეც კი სულელად მივიჩნევ საკუთარ თავს.
მაგრამ ესეთი ვარ,გაღიმება ყველაფერს მირჩევნია.
არაფერი მჭირდება ღიმილის ,ჩახუტების და სიმშვიდის მეტი ბედნიერებისთვის.
ეს საშინელებააა,ყველა კი არა,ერთეულებიც კი ვერ მაძლევენ ამას.
საერთოდ ყველას იმდენი სითბო აქვს რამდენიც საკუთარი თავის გასათბობად ჰყოფნის,ამიტომ ჩემთვის მოსაცემი სითბო არავის აქვს და ყველა თავისთვის ინახავს.არსებობენ იშვიათი გამონაკლისებიც.
არა,საშინლად ბრძოლის უნარიანი ვარ,საშინლად,რომ იტყვიან სისხლის ბოლო წვეთამდეო ,აი ისე,მაგრამ რაღაც მომენთში შეიძლება გული ამიცრუვდეს.ეს ცუდია ძალიან.
კაცთმოყვარეს რაც შეეხება ,ადამიანები ან მიყვარს და ან მძულს,შუალედური ვერ ვარ.ესეც ცუდია.
ძალიან რთულად ვაღწევ ყველაფერს,მაგრამ ძალიან მშრომელი ვარ და ვაღწევს ყველაფერს,ყოველთვის იმაზე მეტი მქონდა ზურგზე წამოკიდებული ვიდრე ჩემს ასაკს ,,ეკუთვნოდა,, -მაგრამ საკუთარი ნებით.
აი ბავშვობა არ მქონია ეგეთი.
საერთოდ არ მქონია ბავშვობა.
ჩემი ნებით ვთქვი უარი.
არცერთი შრამი არ მაქვს .
არ ვთამაშობდი ბავშვებთან ერათად ,არც დრო მქონდა და არც სურვილი.
ბავშვობის პერიოდიდან დედას ფრაზა დამრჩა მეხსიერებაში.
თუ დღე ისე გათენდება და დაღამდება,რომ ერთხელ მაინც გულიანად ვერ გაიღიმებ-ცხოვრებაში ის დაკარგული დღეაო.
იმის მერე სულ ვცდილობ ამას,მაგრამ ბოლო დროს ბევრი დაკარგული დღეები მაქვს და მწყდება ამაზე გული.
მოკლედ უამრავი ვილაპარაკე ჩემს თავზე.
დაკსვნა მეც ვიცი,საშინლად რთული ხასიათი მაქვს.
მაგრამ შეცვლა არ მინდა,კორექტირებას მოვახერხებ სიძნელეებთან ერთად იმედია.
თქვენ კი გმადლობთ კიდევ ერთხელ
Chupa Chupsბავშვი