არა, საერთოდ არა.
ემოციურიც მხოლოდ კარგი ან ძალიან კარგი რამის დროს ვარ

ახლა გავეცანი დეტალურ დახასიათებებს და საერთო (თან არც თუ ისე ცოტა) ორივესთან მქონია

თუ ერთ ჩარჩოში მოქცევას არ მაიძულებთ :დ
შენც დაგახასიათებ ბარემ აქ ვარ და.
ე.ი.
დიდი ალბათობით 24 წლის იქნები და რამდენადაც წამიკითხავს შენი პოსტები, მგონია რომ 13 ნოემბერს გახდები 25 წლის

ისიც გეტყობა, რომ წყლის ნიშანი ხარ, თევზები თვითონ ვარ და ვიცი არ იქნები, არც კირჩხიბი მგონია და მორიელი დარჩა

ხო ახლა სერიოზულად
(ოღონდ ცოტათი შევცვლი მეთოდს და ფსიქ. დახასიათების ნაცვლად სავარაუდო ფაქტების გამოცნობას ვეცდები :დ)
ლიტერატურა გიყვარს, ესეიგი ფიქრიც არ გეზარება ხოლმე :დ
ვინაიდან რუსულად კითხულობ ხშირად, ე.ი. ან ცხოვრობდი რუსეთში რამდენიმე ხანი ან რუსული სკოლა დაამთავრე, ან უბრალოდ კარგად სწავლობდი სკოლაში რუსულ ენას, სხვა ვარიანტი გამოირიცხა ეგრევე
მე პირველი და მეორე მგონია

ხო, შემდეგ
ახლა ან პორტ მორსბიში ხარ და ტოკ-პისინს და ჰირი-მოტუს ეუფლები, ან თბილისში და რუსულენოვან ლიტერატურას კითხულობ
სიმშვიდის მოყვარული ხარ უფრო.
ან უფრო იმიტომ გიყვარს, რომ გჭირდება.
გროტზიუნდერტელი მხატვარიც ალბათ ამიტომ გიყვარს.
დაბოლოს, შენთვის ელიტარული ხელოვნება ჯერაც ზღვარწაუშლელი და დამოუკიდებელია და "მასობრივი" ცოტა არ იყოს, ნეგატიურ ასოციაციას გიჩენს.
This post has been edited by Manuelo Costa on 15 Feb 2014, 13:49