Crazy_Sinგინდა რომ ბავშვად აღგიქვან - მხიარულ, ცელქ, ჩასაჩქმეტ ბავშვად.
გიყვარს თუ არა ბავშვები არ ვიცი - უფრო მგონია რომ დიდად არ გიჟდები.
რაღაც თვისებები მოგწონს მათში, რასაც შენს თავშიც ხედავ და გინდა რომ სხვებმაც დაინახონ ეს - გულღია ქცევები, კითხვები, ბევრი "რატომ" ყველაფერზე.
თითქოს ძალიან ბევრს ლაპარაკობ და დამაინტრიგებლად იქცევი - თვალში ხვდები ყველას.
ამ დროს - შენს რეალურ "მე"-ს არ ავლენ, იქ არავის უშვებ და შენი გარეთა ქცევები ძალიან ზედაპირულია, მხოლოდ იმიჯი.
ალბათ კითხვა გიყვარს. ფრაზების უკან აზრების პოვნა გხიბლავს.
იუმორიც ასეთი გექნება - გადატანითი მნიშვნელობით რომ უფრო მეტს ამბობს.
მაგრამ არც პირდაპირ თქმა გიჭირს - ბავშვივით შემთხვევით ან ხანდახან არც თუ შემთხვევით

თუნდაც ინფორმაციის დონეზე, იცი რაღაცები, რაშიც სხვები ვერ ერკვევიან.
კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით.
ხშირად უყურებ შენს თავს - გარედან.
და ტკბები იმით - როგორი განსაკუთრებული და განსხვავებული ხარ.
ესაა ჩემი მოკრძალებული აზრი შენზე
Don't worry baby, it's just the end of the world... :)
ზოდიაქოთი დარიშხანი ხარ © demna_
ინ მოკლე კაბაზ ვი თრასთ :ბოლი: