დიდი ხანია აქ აღარ დამიპოსტავს მაგრამ ძველებს ალბათ გახსოვთ რა სიზმარაც ვარ
მოკლედ ამასწინად ცოტა უცნაური სიზმარი დამესიზმრა,,,
1. თითქოს ბიჭთან ერთად (რომელიც მომწონს) ვიყავი რაღაც ადგილზე, რომელსაც მანათობელი ნათურების ღობე ჰქონდა შემორტყმული, ამ ბიჭს ვუთხარი რომ ეს ადგილი ადრე მე მეკუთვნოდა და ეს ღობეც ჩემი ხელით მქონდა შემორტყმული.
შევიპარეთ,,,
თან გზადაგზა ვუხსნიდი სად რა იყო და როგორ,,,
თან ვწუწუნებდი "როგორ შეიცვალა აქ ყველაფერი-მეთქი"
ამ ტერიტორიაზე მრავლად შევხვდი ჩემს ნაცნობ გარდაცვლილებს, მაგრამ ყველაზე დიდი ყურადღება ერთმა ოჯახის ახლობელმა მიიპყრო რომელიც წინ დამიდგა და თავისი ზღვისფერი თვალები შემომანათა, მხოლოდ მასთან გავაბი დიალოგი,,,
მე: აქ რორორ შეგიძლია იყო, ხომ მოკვდი?
ის: რა მნიშვნელობა აქვს, არ გიხარია ?
მე: მიხარია, მაგრამ აქ რაღაც უცნაურობები ხდება..
ის: ვიცი... (თან სულ იღიმოდა)
მერე სხვა ადამიანების მზერა შევამჩნიე რომლებც ჩემზე ჭორაობდნენ... და ამ კაცს ვკითხე:
-ესე იგი მოვკვდი?
-ასეც რომ იყოს რა?
-არაფერი, სხვანაირი ყოფილა სიკვდილი,,, როგორ მოვკვდი... შემიძლია ვნახო იქ რა ხდება?
თავი გამიქნია არაო და ამ მომენტში ცხადად დამიდგა თვალწინ ლოგინზე დაგდებული ჩემი თავი, რომელიც სავარავუდოდ ძილში გაიპარა,,,
ის: გეშინია>?
მე: არა,,, არცისე ცუდი ყოფილა სიკვდილი...
ამ დროს გავიხედე ბაღში გაშლილი მაგიდისკენ სადაც ხალხი სადილობდა, ჩემი ბიჭიც მათში იყო გარეული და მხიარულობდა,,,,
-ისიც მოკვდა? ვკითხე ჩემს ახლობელს,,,
მან თავი დამიკრა თანხმობის ნიშნად...
-აქ ყველაფერი ისეა როგორც იქ? ჭამენ... მხიარულობენ... ეხებიან ერთმანეთს...
-დაახლოებით,,, მცირე განსხვავებებია,,,
-იმასთან ჩახუტება, კოცნა შემიძლია? -ვანიშნე ბიჭზე მან კი ხელები გაშალა და ისევ თანხმობა მომცა,,,
მივუჯექი მაგიდას, იმ ბიჭისთვის არ მითქვამს რომ დავიხოცეთ, მიკვირდა მე თუ ძილში გავიპარე ნეტა ამას რა დაემართა მეთქი მაგრამ არაფერი მითქვამს, მხიარულებას შევუერთდი და სიკვდილს შევეგუე
ნელ-ნელა სიკვდილს რომ შევეგუე გამეღვიძა,,,
ახლა მეორე:
2.დამესიზმრა რომ ფეხებზე კატის ბალანი მქიდა ამოსული და ჩემი ფეხებიც კატის ფეხებივით გამოიყურებოდა,,,
ხელებს ვისვამდი ბალანზე და ვფიქრობდი, არაუშავს კატა არ ვარ მეთქი?
და ბარემ გუშინდელიც
რამდენიმე წლის წინ ცოლიან კაცს ვხვდებოდი , რა საკვირველია საიდუმლოდ,,,
არ ვიცი რამ გამახსენა ან რამ დამასიზმრა, მაგრამ გუშინ დამესიზმრა,,,
3.ვითომ ერთ ადგილზე ვიყავით სადაც სპექტაკლს მართავდნენ ჩემი ძველი დასელები , თან იმ სპექტაკლს რომელშიც მეც ვმონაწილეობდი ერთ დროს და სკამიდან წამოვიჭერი და ვიყვირე რაღაც არ მახსოვს, მგონი სპექტაკლის სახელი და ძველი დასის ერთმა წევრმა მონაწილემ გამიღიმა , აი სკამზე მსხდომებმა კი შემომიბღვირეს,, შემრცხვა და ისევ დავჯექი...
ეს ჩემი ექს ბიჭი ჩემს გვერდით იჯდა, რის გამოც მშობლები თვალებით მჭამდნენ, კი შორს ისხდნენ მაგრამ მაინც ახერხებდნენ

ხოდა ეს სპექტაკლი იმართებოდა სადღაც სახლისებრში და ჩვეულებრივ სკამებზე ვისხედით,,,
თავიდან ბიჭი რომელიც უნდა შემოსულიყო პიესის მიხედვით შუშის კარს უნდა დაჯახებოდა, ეს კარი კი ისეთი უაზრო იყო დაჯახება ვერ შეძლო და ხალხი სიცილით დაიხოცა,,,
ეს ჩემი ექსი სანამ ჩემს გვერდით აღმოჩნდებოდა წამოსკუპებული თითქოს ბუნდოვნად მახსოვს მანამდელი ჩვენი დიალოგები,,,
ანუ ამ ოთახში მარტონი ვიყავით,
ის ცდილობდა ურთიერთობის აღდგენას და მეც თითქმის დათანხმებულივით ვიყავი რა,,,
ხოდა მელაპარაკებოდა რაღაც სვირინგის გაკეთებაზე,,,
მე კი ვუთხარი ერთნაირები გავიკეთოთ ჩუმად მეთქი,,,
ამ სპექტაკლის მიმდინარეობისას ხელი ჰქონდა მოკიდებული ჩემზე და კალთაში ვიღაც მეჯდა თან და დედაჩემი თვალებით მანიშნებდა რაღაცას მე კი ვფიქრობდი ნეტა ხომ არ დაინახა ხელი რომ გვაქვს ჩაკიდებული მეთქი და იმას ვინც კალთაში მეჯდა საგულდაგულოდ ვიფარებდი ჩაკიდებული ხელის დასამალად,,,
მერე ამ სკამების უკან კედელთან ვიდექით და რაღაცას მთავაზობდა,,,
სადღაც წასვლას,, კედელთან ვიყავი ატუხზული მის მკლავებში მომწყვდეული,,,
და თან მშობლების მკვლელი სახეებისკენ ვაპარებდი თვალს და ვნატრობდი არ მოვიდნენ ნეტა აქ მეთქი,,,
ამიტომ მათ დასანახად ამ ბიჭს გულზე ხელი მივადე და გავწიე რომ მშობლებს დაენახათ რაღაცაზე ვაუარებდი,,,
მართალია მათი სახეები არ შეცვლილა მაგრამ მაინც

ხოდა ეს ბიჭი წავიდა და მოვიდა მამაჩემი რა უნდოდაო?
მეთქი არაფერი,,,
რატო მოვიდა საერთოდო,,,
საქველმოქმედო აქციაა დასწრება თავისუფალიამეთქი არც იცოდა აქ რომ ვიქნებოდიმეთქი...
რა უნდოდო...
შერიგება მეთქი,,,
მერეო?
არაფერი უარი ვუთხარი მეთქი...
და მერე არ მახსოვს და ალბათ გამეღვიძა, მაგრამ ის გრძნობა რომ იმ ტიპთან ყოფნა მინდოდა და რაღაცის გამო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მშობლების გამო) უკან ვიხევდი კარგად მახსოვს,,,
სახეზეც კი მოვუცაცუნე ხელი

პ.ს. ისედაც გაიწელა და აღარ ვთქვი ვის რა ეცვა და რა ფერის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მაპატიეთ, ამდენი რომ ვიბოდიალე, მაგრამ იმედია ამხელა ტექსტს დამიფასებთ
This post has been edited by მადამ ფისუნია on 22 Jun 2016, 05:40