Foxaniსავარაუდოდ ეს ერთგვარი ურთიერთობის სურვილია შენი მხრიდან,
ამ თემას იმიტომ აღვიძებს არაცნობიერი, რომ ამით მასთან ურთიერთობაა შესაძლებელი, ანუ ძველებურად, ვითომცდა არაფერი ესე ვეღარ მოვა და იმიტომ, ანუ რადგან არ გაქვთ ძველებული ურთიერთობა
თემაა რომელზეც შენ საუბარი გინდა, რომლითაც მასზე უპირატესობას, შეიძლება კონტროლს მოიპოვებს.
უბრალოდ ხაზგასმა და დაფასებაა შენი, თუ ამ თემაზე შედგა საუბარი.
ანუ შენ მოგყავს : )
აი ეს ვარიანეტები მაქვს მე.
* * *
besvsამ სიზმრების ერთ რაიმე პრობლემად დაკავშირება არაა სწორი, უბრალოდ შენ ცნობიერად აჯგუფებ ამ სიზმრებს ერთიდაიგივე ქვეყჯგუფში, რადგან შიში ამ სიზმრების საერთო მოტივია, და ცნობიერად არ გსიამოვნებს იმის დაფიქსირება, რომ გეშინია, რადგან როგორც შენ თქვი რეალურ ცხოვრებაში ექსტრიმთან და შიშთან სულ სხვა დამოკიდებულება გაქვს.
სიზმრების ჩვენი შიშები, მოთხოვნილებები, ფსიქიკაზე ზემოქმედების სხვა მექანიზმები იწვევს. როგორც
Artist-მა გვითხრა სიზმარი გარეგან საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ცნობიერად გამოტანაა, ან მხოლოდ ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე მოგვითხრობს. ჩვენი ქმედებები უფრო ღრმა სივრცეებიდან იმართება, ვიდრე ამის შესახებ ჩვენ ცნობიერად გვაქვს ინფორმაცია. ეს სიღრმე არის ქვეცნობიერი, სადაც ყველაფერია დალექილი.
აი მაგალითად, მე რეალურ ცხვორებაში მოგწონს ბავშვებთან საუბარი, თამაში და რჩევების მიცემა, პედაგოგობა, ცნობიერად მგონია რომ უბრალოდ მოგწონს, ბავშვები მიყვარს, ან კეთილი ვარ და კეთილ საქმეებს ვაკეთებ, მაგრამ სინამდვილეში ამ მოწონების მიზეზი, შეიძლება ჩემშივე დალექილი კომპლექსები იყოს, ამ მაგალითში მე შეიძლება კომპლექსი მქონდეს საჯაროდ საკუთარი აზრის გამოხატვის, თანატოლებთან, ან უფროსი ასაკის დამიანებთან, როდესაც მათთან ვასუბრობ მუდმივ დისკომფორტს განვიცდიდე, ვთვლიდე რომ სათანადოდ ჭკვიანი არ ვარ და მეშინოდეს უარყოფითი შეფასების. ბავშვებთან საუბრისას უბრალოდ ამ კომპლექსს არ ქონდეს გამოვლინება, ვინაიდან ბავშვები არიან და მათზე ჭკვიანად ვთვლიდე თავს. დიდი შანსია აქ მე ვიპოვე სივრცე სადაც ჩემი კომპლექსი არ მუშაობს და ეს მანიჭებს სიამოვნებას, ეს სიამოვნების იმპულსი ქვეცნობიერიდან მოდის, ამიტომ მომწონს ბავშვებთან საუბარი და არა იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ბავშვები, მაგრამ მე ამას ვერ მივხვდები, ან ზოგადად ჩემი ბავშვების მიმართ სიყვარულის ფაქტის მიზეზი იყოს ჩემი კომპლექსები, ვინაიდან ადამიანბმა ზოგადად ცოტა ვიცით ჩვენი კომპლექსების შესახებ.
ქვეცნობიერიდან წამოსული შიშები განსხვავდება რეალურ ცხოვრებაში არსებულ შიშებისგან. ეს არაა კონკრეტული ადამიანების მიმართ შიშთან, ვაჟკაცობა მშიშრობის ფენომენთან დაკაშირებული. ეს ჩვენს კომპლექსებთან დაკავშირებული საკითხებია. ცვლილებების შიში, წარუმატებლობის შიში, არასასურველ-შემაწუხებელ გარემოში აღმოჩენის შიში, ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შიში, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენის შიში, საკუთარი სურვილების გამხელის შიში, იგივე არაგულწრფელობა, საზოაგოების აზრის მიმართ შიში, აი ეს შიშების ის არასრული ჩამონათვალია რომელიც ჩვენი შინაგანი სიღრმეებიდან ამოდის და დამეთანხმები, რომ დიდად ვაჟკაცობა მშიშრობასთან ამას კავშირი არ აქვს. შესაბამისად არაა ადამიანი, ვისაც მსგავსი რაღაცეების მიმართ არ აქვს შიში, ეს უბრალოდ არამართვადია. ვაჯკაცობა მშიშრობა კიდევ ცნობიერის პროდუქტია, ადამიანებმდა კოლექტიური ცხოვრების პირობებში მოვიფიქრეთ ეს ტერმინები, რომელსაც ნაკლებად აქვს საერთო ადამიანის რეალურ ფიზიოლოგიურ სახესთან, პირობითია ეს შეფასებებიც, სადღაც შეიძლება ადამიანის ცემა ვაჟკაცობად ითვლებოდეს, სადღაც კიდევ ბარბაროსობად.
შენს სიზმრებში სიმბოლოები რომელიც მოკლედ დაახასიათე არის სხვადასხვა შინაარსის. ის ფაქტი ნუ გაწყხებს, რომ საერთო თემაა შიში, ეს ზოგადად სიზმრის მთავარი თემაა და როგორც უკვე შევთანხმდით ეს არ უკავშირება შიშის იმ გაგებას, რაც ცნობიერად გვაქვს. აი ავარიის სიზმარი გადმოსცემს სავარაუდოდ პრობლემებს, რომელიც შენ საკუთარი ცხვორების მართვასთან დაკავშირებით გაქვს, და გვაუწყებს, რისგან ცდილობ რომ თავი დაიცვა. ბაშვობაში არსებულ ადამიანთან ჩხუბი, ბავშობის პერიოდში არსებული კომპლექსის ამჯამინდელ მდგომარეობაზე შეიძლება მოგითხრობდეს და ეს შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. ვარდნა გარკვეულ წარუმატებლობის შიშზე მეტყველებს ალბათ, თუმცა შეიძლება ეს უბრალოდ ძილის დროს საწოლში ცუდი წოლის პოზიციიდან იყოს განპირობებული, ანუ ლოგინიდან გადავარდნის საფრთხე იყოს და სიზმარში ცნობიერად დაფიქსირებული გადავარდნის მოლოდინი ამგვარად ტრანსფორმირდა.
თუ სურვილი გაქვს, რომ ესეთი შინაარსის სიზმრები აღარ დაგესიზმრობს, აჯობებს მათი შინაარსის ანალიზი დაიწყო, თუ გარკვეულ არაცნობიერიდან წამოსულ მესიჯს ცნობიერად გაანალიზებ, ის დაკარგავს აქტუალობას არაცნობიერისთვის, ვინაიდან შენი ცნობიერის ნაწილი გახდება და სიზმარში მაინც თავს დაგანებებს. უკეთესი იქნებოდა ამ თემაში დაწერე რამდენიმე სიზმარი და გაავაანალიზოთ, და ვნახოთ რამდენად რეალურია ახსნები რომელსაც ვიტყვით შენს ცხოვრებასთან, ან იმასთან რაც რეალურად გაწუხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება იმ პოსტის მიხედვით კონკრეტული დიაგნოზის დასმა
This post has been edited by alikantura on 10 Sep 2014, 10:28