ნაღდს და ცოცხალს უნდა აფასებდე და არა კოპიოს და გადამღერებულს..
ნაღდი ამ შემთხვევაში ბუნებაა, კოპიო ფოტო. ნუ მისტირი იმ კოპიოს დაკარგვას,
დააფასე ნამდვილი.. ხშირად ადამიანებს ნამდვილი ცხვირ წინ აქვთ და მაინც
რაღაცა ხელოვნურს უფრო აფასებენ, რომელიც ბოლოს იკარგება, ნამდვილი
კი რჩება.. ის ბუნება არ იკარგება შენში, მაგრამ კოპიო ანუ ფოტო-აპარატი კი
დაიკარგა ამ დროს გგონია რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგე და ეძებ და
სწუხარ არადა მნიშვნელოვანი იქავეა სადაც იყო. მიდი ნახე და იცანი..
Foxaniშევეცდები..მიმართულება შეიძლება ვიპოვო..
* * *
ესეიგი აღმართი და ამ აღმართზე ასვლა განვითარების მაჩვენებელია,
რა თქმა უნდა შიში ახლავს, ვინაიდან განვითარების გზაზე არ იცი რა
მოგელის, სიახლე შემოდის ამ დროს ადამიანში და ის ზრუნავს იმ ბავშვზე
რომელიც მან ძველ ცხოვრების პერიოდში გამოზარდა, ამ ძველს რომ
დაემშვიდობოს ნიშნავს იმას რომ ბავშვისთვის სახიფათოა ანუ ბავშვი
ამ შემთხვევაში არის ის ძველი სტილი რასაც შეჩვეულია და უხიბათო
ცხოვრებაა, ამიტომაც ჩნდება შიში, ყოველი სიახლე განვითარებაში
გარემო სიტუაციას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში, ძველის დატოვება
და ახლის მიღება კი ასეთ არასასიამოვნო განცდებსაც იწვევს თავიდან,
მაგრამ მერე ეჩვევა ადამიანი, ამიტომაც ის მეგობარი გიხსნიდა რაღაცას
ალბათ ამ სიახლის სპეციფიკას, მაგრამ შენ იმდენად იყავი ამ შიშებით
დაკავებული არც იცოდი ბოლოს რა გინდოდა ან სად მიდიოდი..
ხო შეკერვის მომენტიც საინტერესოა, ანუ რაღაც იკერება ახალი,
ესეც მიანიშნებს იმ ახალი ეტაპის დაწყებას, მაგრამ რატომღაც იქ
წვერში ის არასასიამოვნო ადამიანი გგონია რომ დაგხვდება, მოკლედ
ყველანაირად ებრძვი ამ სიახლეს, არ ვიცი რამდენად დასძლიე ბოლოს,
უბანიც ახალი, ზოგი ნაცნობიც უკვე იქ ცხოვრობს ანუ ეს დამამშვიდებელი
მომენტიც არის რომ მეგობარიც მანდ ცხოვრობდა და ეხლა შენ გადმოდიხარ.
მაგრამ შენ ეს ყველაფერი მაინც არ გამშვიდებს შინაგანად, იმდენად არ
ხარ მზად ამ სიახლეებისადმი, მაგრამ ბედი მაინც იმ აღმართზე მიგაქანებს.
ბოლოს გაურკვეველი რჩება ვინაიდან შენი გასაწყვეტია ეს... ის მეგობარიც
ისევ შენ ხარ შენი მეორე მე- ანუ უფრო სულიერი მხარე, რომელიც გზას
გიხსნის, მოგიმზადა ბინა ანუ ის მზადაა ამ განვითარებისთვის...
უბრალოდ მიწიერ "მე"-ს ფეხები უკან რჩება...
ბოლო ბოლო მიწიერმა უნდა მიიღოს გადაწვეტილება.
ეხლა შეადარე, შენს ცხოვრებაში ეს ეტაპი თუ გაქვს და მერე უნდა
გადაწყვიტო, ჯერ გაურკვეველია მაგრამ პერსპექტივა მაგრად გაწვება...
This post has been edited by Artist on 20 Sep 2014, 03:23