როგორ არ შეუძლიათ კაცო

ანუ სენ ხომ იმას გულისხმობ, აგერ რაც თქვა ზოგიერთმა და მანამდე კიდე დოსტოევსკიც მაგას არ ამბობდა, - მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლასო, მუდმივად შენთან დარჩება ისე წახვალ ამ ქვეყნიდანო.
მაგრამ, ამით არ გათავებულა ამბავი, განიხილეს ეს ამბები და უზნაძეს დაუდგენია, რომ: აზროვნება არა მარტო ფაქტიურად, არამედ აუცილებლობითაა დაკავშირებული მეტყველებასთანო. სიტყვისგან სრულიად დაცლილი აზრები არ გვაქვსო. მერე განიხილავს იქით-აქეთ, და იმას კი არ ამბობს რომ აუცილებლად გამოთქვამ, არა, უბრალოდ შესაძლებელია ტეორიულად. მაგას ამტკიცებს. დანარჩენი ნიჭი უნდა ალბათ განსაკუთრებული.
კიდე, ამ აზრების გამოთქმასთან დაკავშირებით, მე მამარდაშვილის ლექციები მაქვს წაკითხული და შენც წაიკითხე აუცილებლად, ტითქმის სულ ამ ტემას ეხება. ეგ ამბობს რომ დაჟე წერისასაც კი იფანტება გონება და რაც უნდა გეთქვა შეიძლება ამოგიფრინდეს ტავიდანო, ამიტომ ერთადერთი საშუალებაა ილაპარაკო. ამ ლაპარაკში ერთხელაც იქნება და მოიხელთებ იმ ჭეშმარიტ სათქმელს და იტყვი სენს სიტყვას, ან სანახევროდ იტყვი, ან მესამედს, მაგრამ სხვა საშუალება არ არის, "აგორაზე უნდა აგორაოო", ანუ იდიოტობაც რომ თქვა ეგ არაფერი, არავინ გაგკიცხავს და ეგეთი სიტუაცია არის საჭირო. სხვანაირად არ გამოვა და ეგეთ სიტუაციაშიც არ გამოვა თუ ჯერ ისიც არ გაქვს, რაც არ იცი როგორ თქვა და ეგ რომ იცოდე, მოკლედ ეხლა მე ამერევა და დაახლოებით ესეა რა.
This post has been edited by Moby-Dick on 31 Jan 2014, 02:46